საქართველოს თასი ქუთაისელებმა დაძაბულ ბრძოლაში შეინარჩუნეს
საქართველოს თასის გამარჯვებული “ქუთაისი 2010” გახდა. იმერულმა კლუბმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დაძაბულ ფინალურ მატჩში “კაკტუსი” 67:65 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა. ქუთაისელებმა საქართველოს თასის წინა გათამაშებაც მოიგეს და საპატიო ტიტული წელსაც შეინარჩუნეს.

როგორც საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო. ეს განსაკუთრებით მის დასკვნით ნაწილზე ითქმის, რადგან თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ქუთაისელები წინ იყვნენ და კაკტუსელებმა ბოლო წუთებზე დაძაბეს სიტუაცია. პირველი პერიოდის 19:21 წაგების შემდეგ, ქუთაისელებმა თამაში დაალაგეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა დაცვა გაამაგრა, ხოლო შეტევაში ბურთის გადატანას, კომბინაციების გათამაშებას და ხშირ შემთხვევაში მათ დაგვირგვინებას ჯონათან ლი თავობდა.

მეორე პერიოდი ქუთაისელებმა 21:10 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ 40:31. “კაკტუსის” მოთამაშეები არ ტყდებოდნენ და სწრაფი შეტევებით იმისთვის საკმარის ქულებს იხვეჭდნენ, რომ მეტოქე ძალიან შორს არ გაეშვათ. ქუთაისელებმა მესამე პერიოდში ლიდერობას კიდევ 2 ქულაც დაამატეს, წინ 13 ქულით გაიჭრნენ და საბოლოო წარმატების მისაღწევად მცირედი აკლდათ.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ბოლომდე იბრძოლეს. მედგარი დაცვის ხარჯზე იმერულ გუნდს ქულების ხვეჭის დიაპაზონი შეუზღუდეს, თავად კი სწრაფი გარღვევებით ჩამორჩენის გაბათილება იწყეს. ქუთაისელები ლიდერობას ინარჩუნებდნენ და აკაკი დვალიშვილის შორეული ორქულიანის შემდეგ მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 5 ქულას – 65:60 იგებდნენ.

გადამწყვეტ წუთებზე კაკტუსელებს ცოტა დააკლდათ გმირობამდე – ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა პრესინგის ხარჯზე მოახერხა 2-ჯერ ჩაჭრის განხორციელება, რასაც მოყოლილი საპასუხო შეტევა ორჯერვე ქუთაისელთა ჯარიმით დასრულდა. თბილისელები, რომლებიც საჯარიმოებს 50-ზე დაბალი პროცენტით ესროდნენ, მიზანი გამოავლინეს – კრისტიან ჯონსონმა პირველ ჯერზე ორივე საჯარიმო ჩააგდო, ხოლო შემდეგ 2-დან – 1 და ანგარიში გაათანაბრა – 65:65. საჯარიმო სროლებს შორის შეტევაში დიდებულად ითამაშა დავით ლომიძემ, რომელმაც ჯონსონის აცილებულ სამქულიანს შედეგიანად დაამატა.

მატჩის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე, თანაბარ ანგარიშზე, ქუთაისელებმა შეტევა წამოიწყეს, რომელიც ჯონათან ლის არაზუსტი ორქულიანით სრულდებოდა, მაგრამ შეტევაში მოპოვებული მოხსნით აკაკი დვალიშვილმა იმერულ კლუბს განმეორებითი შანსი უბოძა. კაკტუსელი გიორგი ტურძილაძე დაჯარიმდა და დვალიშვილმა 1 ზუსტი საჯარიმოთი “ქუთაისი” 66:65 დააწინაურა. “კაკტუსს” თამაშის გადასარჩენად 20 წამი ჰქონდა, თუმცა შეტევა შედეგიანად ვერ დააგვირგვინეს. ლომიძის გარღვევა არაზუსტად დასრულდა, თუმცა დამატებაზე მის თანაგუნდელებს შეეძლოთ ხეირი, მაგრამ ფარზე ამხტარ ანატოლი ბოისას და გიორგი ტურძილაძეს ეს არ გამოუვიდათ, ბურთი ქუთაისელთა ლიდერ ლის მიუვიდა და მატჩის ბედიც გაირკვა: ლიმ საბოლოო ანგარიში პირველი საჯარიმ სროლით დააფიქსირა. მეორე ააცილა და დროც დასრულდა.

თასის მფლობელებს 19 ქულით ჯონათან ლიმ ულიდერა. 15 ქულა მოიპოვა დეჟუან რაიტმა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა ორმაგი დუბლი გაიფორმა – 13 ქულა, 10 მოხსნა. “კაკტუსში” 18 ქულით კრისტიან ჯონსონი გამოირჩა. 14 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა გიორგი ტურძილაძემ, ხოლო დეანდრე პარკსის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ქუთაისელები მედლებითა და სიგელით საქრთველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ და ფედერაციის წარმომადგენელმა, ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვეს. თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ქუთისელთა ამერიკელი ლეგიონერი – ჯონათან ლი, რომელსაც სპეციალური პრიზი ვლადიმერ ბოისამ გადასცა.

მთავარი პრიზი – საქართველოს თასი – ქუთაისელთა კაპიტანმა გიორგი ბარბაქაძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან – პაატა გურასპაულისგან ჩაიბარა.

კოტე ტუღუში – „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:

„ვულოცავ ჩემს გუნდსა და „ქუთაისის“ ყველა გულშემატკივარს გამარჯვებას, გუშინ ქუთაისობა იყო და ეს ტიტული სიმბოლურად სწორედ ჩვენს ქალაქს მივუძღვენით. „კაკტუსს“ კი დიდი მადლობა ასეთი ბრძოლისთვის, ძალიან მებრძოლი გუნდია და მათ დღეს ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, მიუხედავად ამისა, მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. პლეიოფების წინ ასეთ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

გიორგი
ვულოცავ ჩემს ქუთაისს და ქუთაისლებს თასის მოპოვებას!!!სულ მალე ჩემპიონობაც გვეზეიმოს
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
თასის მეოთხედფინალში იმერული კლუბები – "ქუთაისი" და "ზესტაფონიც" შევიდნენ
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება