საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს, 27 ივნისს თორნიკე შენგელია შეუერთდა.

ევროპული კალათბურთის სუპერვარსკვლავი თბილისში დღეს, გამთენიისას ჩამოფრინდა და უკვე დილას, 11:00 საათიდან ნაკრებთან ერთად ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრებში უსიამოვნო სიახლეცაა: ეროვნულ ნაკრებს სერბეთთან და ავსტრიასთან ვერ დაეხმარება მანუჩარ მარკოიშვილი, რომელსაც ქრონიკულად ნატკენი ფეხი აწუხებს და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მისი თამაში გამოირიცხა.

"იმ პროცედურების შემდეგ, რაც მაისის ბოლოს ჩავიტარე, იმედი მქონდა, ნატკენ ფეხს საბოლოოდ თუ არ მოვირჩენდი, ნაკრების მატჩებში მაინც ვითამაშებდი, მაგრამ… ინიექციას, რომელიც გერმანიაში 26 მაისს გავიკეთე, ექიმების თქმით, მაქსიმალური ეფექტი 4-6 კვირის შემდეგ უნდა მოეცა. ჯერ 6 კვირა არ გასულა, თუმცა ტკივილები არ გამნელებია.

ვერ ვახერხებ სირბილს და ხტომას. როცა მეგონა, ტრენაჟორებიდან ვარჯიშს სირბილსაც დავამატებ-მეთქი, ექიმებმა პირიქით - ვარჯიშების შემსუბუქება მირჩიეს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან არ მეძლევა საშუალება, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენს ნაკრებს დავეხმარო.

საქმე ისეთ კრიტიკულ დონემდეა მისული, რომ თუკი ამ ინიექციამ შედეგი არც უახლოეს კვირებში გამოიღო, ოპერაციის გაკეთება იქნება საჭირო. კიდევ ერთი ოპერაცია კი ჩემთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს მზადყოფნას, დავეხმარო ნაკრებს, მაგრამ ამ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია", - აღნიშნა მარკოიშვილმა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მანუჩარი სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი კალათბურთელია. ასეთი მებრძოლი ხასიათის ადამიანი თუკი ამბობს, ვერ ვითამაშებო,სამწუხაროდ დაეჯერება.
ნოდო
კარგით რა ხალხნო თუ არ იცით რა ტკივილებს უძლებს მუდამ ოპერაციებბს როგორ ურჩევთ? პატარა ასაკის ხო არის არა ოპერაცია მერე რეაბილიტაცია მერე ფორმაში ჩადგომა თუ ვერვერთი ექიმი ვერ მიცემს გარანტიას რისი გულისთვის ითმინოს ტკივილები ? მესმის ქვეყნის ნაკრებში თამაში რამხელა სიამაყეა თქვენზე ნაკლებად არ მინდა მუდამ რომ იყოს ნაკრებში მარა იმის რჩევა რო გაიკეთე ოპერაციები რომლის გარანტიასაც ექიმები ვერ აძლევენ და ითმინე ტკივილები მაგარი რჩევაა
ზვიადი
არანაირი კარიერის დასრულება! თუ ოპერაცია შედეგს გამოიღებს სენც უნდა გააგრძელო თამაში და სანიკიძემაც. რაც შეეხება ზაზას მან სამწუხაროდ გორგოძის გზა არჩია მაგრამ ორივემ აწი ახალი თაობის განვითარებას შეუწყონ ხელი (ზაზა აკეთებს ამ საქმეს) და ესეც დიდი დახმარება იქნება ქვეყნისთვის. აი სამაგალითოები არიან არამარტო მამუკა და ზაზა არამედ შენც და ბევრნი კიდევ თქვენნაირნი
shemarteba
მანუ არ იდარდო, მალე გამოჯამრთელდი.
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს