მუნდიალი 2018: ურუგვაიმ საფრანგეთს ვერაფერი მოუხერხა და ტურნირიდან გავარდა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ურუგვაის 2:0 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა კავანიმ , რომელმაც ტურნირზე თავი ჩინებულად წარმოაჩინა, ტრავმის გამო ვერ იასპარეზა და ეს მისი გუნდისთვის საბედისწერო გამოდგა, რამეთუ სტუანიმ ედინსონის ღირსეულად შეცვლა ვერ შეძლო.

ორი სხვადასხვა სტილის, ორი კარგი ნაკრების თამაში მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგების შეტევებით დაიწყო, სამხრეთამერიკელებმა კი თამაში ჩვეულად კონტრშტევებზე ააგეს. გუნდებს კარგად ჰქონდათ ზონები გადაკეტილი, ფეხბურთელები უნარიანად აზღვევდნენ ერთმანეთს, მბაპემ, რომელმაც წინა შეხვედრაში გაილაღა, სამოქმედო სივრცე შეუზღუდეს და პირველ ტაიმში თამაში მთლად ლამაზი სანახავი ვერ გამოვიდა.

თითქოს გუნდები შესვენებაზე უგოლოდ უნდა გასულიყვნენ, მაგრამ მე-40 წუთზე ვარანმა თავურით ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია. სხვათა შორის, საფრანგეთმა ურუგვაის გოლი უკანასკნელად 33 წლის წინ გაუტანა. მერე კი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარისკენ კასერესმა გადაგზავნა, ლორისმა გადაარჩინა თავისი გუნდი, დამატებაზე კი გოდინმა ვერ ივარგა.

შესვენების შემდეგაც ვერ მოახერხა ურუგვაიმ იერიშების ორგანიზება, სუარესი კვლავ მშრალ ულუფაზე იმყოფებოდა, ხოლო 62-ე წუთზე მეკარე მუსლერამ გრიზმანისგან არგასაშვები გოლი გაუშვა და ყველაფერი დასრულდა.

06.07.18 საფრანგეთი - ურუგვაი 2:0

პარასკევი. 6 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 43 319 მაყურებელი

ურუგვაი - საფრანგეთი 0:2

გოლები: 0:1 ვარანი (40), 0:2 გრიზმანი (62)

ურუგვაი: მუსლერა, კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ნანდესი (ურეტავისკაია 73), ტორეირა, ბენტანკური (როდრიგესი 59), ვესინო, ლაქსალტი, სუარესი, სტუანი (გომესი 59)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, პოგბა, კანტე, ტოლისო (ნ'ზონზი 79), გრიზმანი (ფეკირი 90+3), ჟირუ, მბაპე (დემბელე 88)

niko
საფრანგეტი ჩემპიონია!!! გაანადგურებს ყველას ისე რომ თვალს არ დაახამხამებს!!!
გგგ
საფრანგეთს ზოგადად დიდი არჩევანი აქვს და ეს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს მეტოქეებთან. მთლიანობაში ურუგვაიზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე გოლზე მეკარეც ცოდო იყო, მანდ პრაქტიკულად დასრულდა თამაში. ძალიან საინტერესო ნახევარფინალი გველის და ვნახოთ
ზიზუ
გუნდს ეტყობა მოსაგებად რომ არის ჩასული და მოიგებს კიდეც

ხალხო რა სიტყვაა არგასაშვები? დარტყმული ხელში ვერ დაიჭირა და კარში შევარდა, ან შეცდომა დაუშვა.
ზაზა
ცალი ფეხით გაიარა საფრანგეთმა, თან კავანი არ იყო და ამან უფრო გაუმარტივა საქმე საფრანგეთს!!
ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნაკრები მუნდიალზე გავიდა - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორია გადაიწერება
ფარერების ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ფიფამ დაასკვნა - რონალდოს გოლი არ გაუტანია
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
ისევ დრამა - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
პორტუგალიამ ურუგვაის მოუგო და მერვედფინალშია - პირველი გოლი რონალდომ გაიტანა თუ ბრუნომ? [VIDEO]
მომენტი, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ - ურუგვაის თავისი გმირი ჰყავს [VIDEO]
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
კაცნაკლულმა ურუგვაიმ ბრაზილიას სძლია და კოპას 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
"ურუგვაის პენალტი წაართვეს" - BBC-ის ექსპერტები გუშინდელ მატჩზე