მალკომის გადასვლა "ბარსელონაში" ზაფხულის ყველაზე უღირს ტრანსფერად შერაცხეს.

"ბორდოს" 21 წლის ბრაზილიელი ფორვარდი "რომაში" უნდა გადასულიყო, თუმცა უეცრად "ბარსელონაში" აღმოჩნდა.

"ბორდოსა" და "რომას" პრესსამსახურებმა ოფიციალურ პროფილებზე ინფორმაციაც კი გაავრცელეს.

მეტიც, რომში აეროპორტში "რომას" ფანები მალკომის ჩამოსვლას ელოდნენ, თუმცა ამაოდ - ის არ ჩამოფრენილა და "ბარსელონაში" გადავიდა.

რა მოხდა სინამდვილეში, ამის შესახებ დეტალურად "რომას" სპორტული დირექტორი რამონ მონჩი კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში საუბრობს:

"რაც მოხდა მალკომთან დაკავშირებით, ადვილად ასახსნელია, მაგრამ რთულად გასაგებია. ფეხბურთელს, მის აგენტს და "ბორდოს" შევუთანხმდით. როცა სიტუაცია შეიცვალა, ამის შესახებ პრეზიდენტს ვუთხარი და მან დამავალა, ახალი შეთავაზება გამეკეთებინა, რომელიც "ბარსელონაზე" უკეთესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა მოლაპარაკებებმა აუქციონის სახე მიიღო, გარიგებიდან გავედით.

ახლა კლუბში ყველა ვარიანტს განვიხილავთ და ვიკვლევთ, შეგვიძლია თუ არა სასამართლოში წასვლა.

მართალია, ხელი არაფერზე იყო მოწერილი, თუმცა გვაქვს გზავნილები აგენტებისა და "ბორდოს" პრეზიდენტისგან, რომლებიც გარკვეულ შეფასებას იმსახურებენ.

ფანებს ვუთხარი, დაუღალავად ვმუშაობთ, რომ ახალი ფეხბურთელი, მალკომის მსგავსი ან უკეთესი ვიპოვოთ".

აღსანიშნავია, რომ 23 ივლისს "ბორდომ" და "რომამ" ტრანსფერის შესახებ გამოაცხადეს, ხოლო 24 ივლისს "ბარსელონამ" მეტი შესთავაზა "ბორდოს" და საბოლოოდ იტალიელებს მალკომი 41 მლნ ევროს სანაცვლოდ ცხვირწინ ააცალა. იტალიელები "ბორდოს" 36 მლნ ევროს სთავაზობდნენ.

ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში არაერთი სახალისო ვიდეო და ფოტოშარჟი გავრცელდა.

Kiko
ugirsi statiaa satauric da avtoric ugirsia
ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
"ჰაიდენჰაიმი" ტრავმირებული ზივზივაძის გარეშე "სანკტ-პაულისთან" დამარცხდა
გოჩოლეიშვილი ერთი ტაიმი ათამაშეს - "ჰამბურგი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია - მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
რუი პატრისიომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად 17 წლის ეგვიპტელ ფორვარდს განიხილავს
სეზონის ბოლომდე საფრანგეთში - ენდრიკი "ლიონში" გადავა
"რეალის" შესახებ საუბარი არ მსურს" - ფლიკი ლა ლიგაში საჩემპიონო რბოლაზე
"არ მინდა, რომ წავიდეს" - სლოტმა სალაჰის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
რა შემთხვევაში შევლენ "მეცთან" კვარაცხელია და ბარკოლა შეცვლაზე - Le Parisien-ი განმარტავს
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლების გამო კარიერის დასრულება მოუწევს
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
რატომ არის სმარტ საათი სპორტსმენის საუკეთესო მეგობარი
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? - წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
მის სკანდალებს ბოლო არ უჩანს - მუდრიკს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება დაეკისრა
"მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა
"უბრალოდ თქვა, რომ თამაში უნდა, ასე როგორ გაანადგურეთ?" - მერსონმა სალაჰი დაიცვა