ქუთაისის "ტორპედომ" ალბანური "კუკეშის" რამდენიმე ფეხბურთელისთვის ვიზის არმიცემის შესახებ პოზიცია დააფიქსირა.

გუშინ ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა და ისინი ფეარ-პლეის პრინციპების დარღვევაში "ტორპედოს" ადანაშაულებდნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის "ტორპედოში" განგვიცხადეს, რომ კლუბი არ მონაწილეობს ვიზის გაცემაში, ისინი მხოლოდ მოწვევებს აკეთებენ და ინფორმაციის მოწოდებისთანავე მოწვევები საკონსულოში გადააგზავნეს.

რაც შეეხება სავიზო პრობლემებს, ისინი გამოწვეული იყო იმით, რომ კოსოვოს საქართველო არ აღიარებს და შესაბამისად, მათ ფეხბურთელს უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე, თუმცა კლუბის ჩარევის შემდეგ მოხერხდა კოსოვოელი ფეხბურთელის საქართველოში შემოშვება. ანალოგიური პრობლემაა საქართველოში მოზამბიკის მოქალაქეების შემოსვლაზეც.

რაც შეეხებათ მაკედონიელებს, როგორც კლუბში გვითხრეს, ეს ფეხბურთელები თავდაპირველ სიაში არ იმყოფებოდნენ და წამოსვლამდე ერთი დღით ადრე მიიღეს ინფორმაცია, რის შედეგადაც მათთვის ვიზის გაცემა ვერ მოესწრო.

გამომდინარე აქედან, რეჯინალდოს მოზამბიკიდან, ვალონ ეტემის და ედის მალიქის მაკედონიიდან ვიზები არ მისცეს და ისინი "კუკეშს" "ტორპედოსთან" მატჩში ვერ დაეხმარებიან, ხოლო რაც შეეხება ფატჯონ მალოკუს კოსოვოდან, მას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიზა უკვე აქვს.

ამის გამო ალბანურ მხარეს მატჩის გადადება სურდა, თუმცა მათ უეფასგან კატეგორიული უარი მიიღეს. "ტორპედოს" ამ ეტაპზე არაფერი ემუქრება, რადგან მათ სრულფასოვნად შეასრულეს უეფას მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რომ სავიზო პრობლემების გამო "ტორპედომ" ფარერების კუნძულებზე დაფე და გლეოფილო ჰასეილბანკი ვარ წაიყვანა. კლუბში გვითხრეს, რომ "ტორპედოს" უკვე მოგვარებული აქვს ყველანაირი სავიზო საკითხი და ალბანეთში სრული შემადგენლობით გაემგზავრება.

9 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "კუკეშს" დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 ლარია. ხოლო შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

მირიან
მათი გაღიზიანება გამოიწვია,კოსოვოს არ აღიარებამ, კოსოვო ხომ ალბანელებითაა დასახლებული. ძალიან მოტყუვდა ტორპედო, როცა ჩაერია და კოსოველ ფფეხბურთელზე გამონაკლისი დააშვებინა.
სახელი
თბილისი თქვენ გვერდითა ბიჭებო! არავის არ აინტერესებს ზოგიერთი პრიმიტიულად მოაზროვნე ჯგუფების ვითომ ,,მტრობა"
ave
ქარტველებზე რო ვინმე იტყვის სტუმარტმასპინზლობა არ იციანო... ვაი ტქვენს პატრონს... წინ ტორპედო
Fani
ხვალ "ტორპედო"-მ "კუკეშს" უნდა ჩააკუკოს
შაკო
ხვალ უნდა გავაპოთ ბომჟები, ყველანი სტადიონზე!!!
zaza
ჯერ ტორპედო არაფერ შუაშია ვიზის მიცემა არ მიცემასთან და მერე მეორე ცოტა ზრდილობიანი უნდა იყო გამონათქვამებში..რაც შეეეხება კოსოვოს არააქვს საქართველოს საგარეო უწყებას დასაბუთების შემთხვევაში უარის უფლება ხოლო ცნობა არცნობა ეგ მეორე საკითხია.აქ ახალგაზრდული თამაშები რომ იყო დროშის გარეშე ყავდათ დელეგაცია შემოშვებული რადგან სანქციებს ვერ ავცდებოდით.
მერაბი
ვიზის გაცემა-არგაცემაზე მოეკითხოს შესაბამის უწყებებს, ჩვენ კი "ტორპედოს" გამარჯვება და პლეი-ოფში გასვლა ვუსურვოთ!
მერაბი
რაღაც გაუგებარი რამ ხდება - კოსოვოელ ფეხბურთელს ვიზა ვინ მისცა? მოზამბიკელ ფეხბურთელებზე რა პრობლემაა, გაგვაგებინონ. მოზამბიკს ოკუპირებული ტერიტორიები არ უცვნია, როგორც ვიცი.
მარადონა-ს
რა შუაშია აქ ვაბშე ტორპედო? სიტყვები შეარჩიე ჯობია როდესაც საქართველოს საუკეთესო კლუბს ახსენებ!!!!
TBILISI
ხვალ ისე უნდა შეუსრულოთ ბიჭებო,რომ საერთოდ დაკარგონ ლაპარაკის სურვილი.
ზურა
გამონაკლისებს მაინც უშვებს ყველა სახელმწიფო, ოღონდ არგუმენტი მყარი უნდა ჰქონდეთ. ახლა ფეხბურთის გამო 2-3 დღით ვიზას რათქმაუნდა მისცემდნენ.
Mmm
ასე მგონია აქ კუკეშის ფანები უფრო მეტია ვიდრე ტორპედოს.დდ
ვაჟა
თუ არ აღიარებს საქართველო კოსოვოს მაშინ რატო შემოუშვეს?
მარადონა
ქუთაისელებმა ქურდულად გაუჩალიჩეს ვიზა კოსოვოელს,თუ რაშია საქმე?!..როგორ შეიძლება,რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზის დამადასტურებელი ბეჭედი დასვას დოკუმენტზე , რომელ დოკუმენტსაც თავადვე არ სცნობს და არ აღიარებს ?!...ან,ეს ტორპედო რას მატრაკვეცობს?!...რატო ვქაჯობთ ყველაფერში?!
"რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა წნეხს გავუმკლავდით" - ლუის ენრიკეს კომენტარი "მონაკოსთან" გამარჯვების შემდეგ
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
არმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა
კახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით
"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
მიზეზი თუ რატომ არ აჩვენა "პირველმა არხმა" კუკეში-ტორპედოს მატჩი
რა ხდებოდა "ტორპედოს" ავტობუსში "კუკეშთან" თამაშის შემდეგ [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა