მოსკოვის "ლოკომოტივის" სელექციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ვიქტორ პანჩენკო fclmnews.ru-სთან ინტერვიუში საბა კვირკველიას ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია ყაზანის "რუბინიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. "რუბინში" კვირკველიას ესპანელი მწვრთნელი ხავიერ გრასია არ ათამაშებდა. თავიდან ქართველი მცველი "ლოკომოტივში" იჯარით იყო, შემდეგ კი კლუბმა მისი სატრანსფერო უფლებები 2.5 მლნ ევროდ გამოისყიდა.

"კვირკველიას დიდი ხანია ვიცნობ. აგენტმა რევაზ ჩელებაძემ ის "დინამოში" მომიყვანა, მაგრამ მაშინ ის ძალიან ახალგაზრდა იყო და არ ავიყვანეთ. ჩელებაძემ ის "რუბინში" მოაწყო, თუმცა საბას თამაშს თვალს ვადევნებდი.

მახსოვს, საქართველოს ნაკრების მატჩს დავესწარი და მან იდეალურად ითამაშა. როცა "რუბინის" ესპანელი მწვრთნელი მას არ ათამაშებდა, საბა იური სიომინს ("ლოკომოტივის" მწვრთნელი) შევთავაზე.

მას ძალიან გაუხარდა, მაგრამ ერიკ შტოფელსჰაუსმა ("ლოკომოტივის" სპორტული დირექტორი) თქვა, რომ კვირკველია ნელია. სიომინის წყალობით ჩვენი გავიტანეთ. სიომინმა მტკიცედ განაცხადა: "ეს ფეხბურთელი მჭირდება".

როცა იჯარა დასრულდა, ილია გერკუსი ("ლოკომოტივის" პრეზიდენტი) საბას გამოსყიდვის წინააღმდეგი იყო და საკითხი საბოლოოდ დირექტორთა საბჭოს წევრმა ანდრეი ბოკარიოვმა გადაწყვიტა. მგონი, ბოკარიოვმა ტრანსფერის თანხა თავისი ჯიბიდან გადაიხადა. ყაზანშიც თავად ჩაფრინდა".

როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ლევანტესთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და "ვილიარეალს" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა