3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მასტერსზე იასპარეზა. 3×3 კალათბურთის მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ბრძოლაში "ბებერმა არწივმა" საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა და ტურნირის - Raiffeisen Bank Bucharest Challenger-ის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.

ბუქარესტში თავი მართლაც უძლიერესმა გუნდებმა მოიყარეს. ტურნირი საკვალიფიკაციო მატჩებით დაიწყო. 6 გუნდი 2 ჯგუფში იყო განაწილებული და 2 ადგილისთვის იბრძოდა. ანუ საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებული გუნდები განთესილი გუნდებისგან შემდგარ ჯგუფებს შეავსებდნენ. "ბებერი არწივის" ღირსებას იცავდნენ ილია ლონდარიძე, რეზო ჩაჩანიძე, ზუკა მაჩალაძე და ირაკლი ალხანაიძე.

ქართული გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფში შვეიცარიულ "ჟენევასთან" და ხორვატულ "სტატისტთან" მოხვდა. პირველ შეხვედრაში "ბებერ არწივს" შვეიცარიელები შეხვდნენ, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებდნენ და რომ იტყვიან, მოგებული შეხვედრა წააგეს – 19:21. ამ მატჩამდე "ჟენევა" ხორვატულ გუნდს დამარცხებული ჰყავდა და "ბებერ არწივს" პირველზე გასვლის თეორიული შანსი კი ჰქონდა, მაგრამ ქართველებმა ეს გამოიყენეს და "სტატისტთან" 7:21 წაგებით ტურნირზე ასპარეზობა დაასრულეს.

საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ დაიწყო ტურნირის ჯგუფური ეტაპი, რომლის შედეგადაც 8 მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ესენი არიან მსოფლიო რეიტინგის ლიდერი სერბული "ნოვი სადი", ბრაზილიური "სან პაულუ", სერბული "ბელგრადი", იაპონური "ტოკიო", პოლონური "გდანსკი", სერბული "ზემუნი", ლატვიური "რიგა" და რუმინული "ბუქარესტი".

ტურნირზე პლეი ოფის მატჩები 12 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით

Georgian
რა ბებერი არწივი?! ნორმალური სახელი ვერ დაარქვით..
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა წნეხს გავუმკლავდით" - ლუის ენრიკეს კომენტარი "მონაკოსთან" გამარჯვების შემდეგ
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა