მეტი რა ჩარაა, ბუნდესლიგის მორიგ ტურზე თხრობა ისევ "ბაიერნით" უნდა დავიწყოთ.

შეიძლება ეს ბუნდესლიგას ოდნავ მოსაწყენს ხდის, მაგრამ ფაქტია, რომ "რეკორდმაისტერი" საგრძნობლად აღემატება ყველა მეტოქეს. მიუნხენური გრანდი ახლა მხოლოდ ერთ ინტრიგას ტოვებს - რამდენს გაუტანს მეტოქეს?

კორენტენ ტოლისოსა და კინგსლი კომანის არყოფნას ნიკო კოვაჩი ისედაც შეჩვეული იყო. ახლა მათ ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარაც დაემატა. მან შეიძლება "აუგსბურგთან" მატჩი გამოტოვოს. და მაინც, "ბაიერნი" უდავო ფავორიტია, რადგან, ჯერ ერთი, მეტოქეს აშკარად აღემატება და მეორე - მეტოქეს საკადრო პრობლემები აქვს და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე იასპარეზებს.

სეზონი ყოჩაღად დაიწყო "ჰერტამ". პალ დარდაის გუნდი მეორე ადგილზეა და წაგების სიმწარე არ იცის. ბერლინელები რთულ გასვლით მატჩს გამართავენ "ვერდერთან". თავის მხრივ, ბრემენელებმაც კარგად დაიწყეს მიმდინარე ბუნდესლიგა და ისინიც დაუმარცხებლები არიან. ორივე გუნდს რამდენიმე მოთამაშე ჰყავს დაშავებული.

"შალკეს" არ ჰყავს ისეთი შემადგენლობა, ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში ტოლ-სწორად რომ იბრძოლოს და ეს შედეგებსაც ეტყობა. როგორც უნდა იყოს, გელზენკირხენელებმა "ფრაიბურგთან" გასვლით მატჩში მიზნად მხოლოდ 3 ქულის მოპოვება უნდა დაისახონ თავიანთი სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა ეს არ იქნება იოლად შესასრულებელი მიზანი...

ბაუმგარტლინგერის, რეცოსისა და ბელარაბის გარეშე ითამაშებს "ლევერკუზენი", რომელიც დიუსელდორფში ჩადის. ამ სამეულის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის მინდორზე გასვლაა საეჭვო. და მაინც, "ფარმაცევტები" ამ შეხვედრის ფავორიტებად მოიაზრებიან.

დიალო, გიოტცე, ტოპრაკი და ვაიგლი - ეს "დორტმუნდის" დანაკლისია "ნიურნბერგთან" მატჩში. წესით, მასპინძლებს, რომელთაც შეიძლება გერეირო და პაკო ალკასერი დააკლდნენ, დიდად არ უნდა გაუჭირდეთ მოგება.

ფაქტები

"ვერდერსა" და "ჰერტას" შორის ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ბაიერნსა" და "აუგსბურგს" შორის ბოლო 8 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ლევერკუზენმა" უკანასკნელი 4 მატჩი მოუგო დიუსელდორფის "ფორტუნას".

"გლადბახსა" და "აინტრახტს" შორის ბოლო 3 მატჩში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"დორტმუნდმა" ბოლო შეხვედრაში 3:0 აჯობა "ნიურნბერგს".

"მაინცისა" და ვოლფსბურგის" ბოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ლაიპციგი" და "შტუტგარტი" სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა.

"ფრაიბურგსა" და "შალკეს" შორის ბოლო 8 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

ბუნდესლიგა. V ტური

სამშაბათი, 25 სექტემბერი

ვერდერი-ჰერტა 20:30

ბაიერნი-აუგსბურგი 22:30

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 22:30

ფრაიბურგი-შალკე 22:30

ოთხშაბათი, 26 სექტემბერი

ფორტუნა-ლევერკუზენი 20:30

დორტმუნდი-ნიურნბერგი 22:30

ლაიპციგი-შტუტგარტი 22:30

გლადბახი-აინტრახტი 22:30

მაინცი-ვოლფსბურგი 22:30

ბომბარდირები: 4 - ანჯეი დუდა (ჰერტა); 3 - ადამ შალაი (ჰოფენჰაიმი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] დიდი სენსაცია ბუნდესლიგაში - "აუგსბურგმა" "ბაიერნი" სტუმრად "ქამბექით" დაამარცხა!
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!