20 წლის ხობელი გოგონა ვიკა სახურია, გარდა იმისა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, მსაჯობს კიდეც.

მსაჯობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხობის საფეხბურთო მოედანზე ერთ-ერთ თამაშს დაესწრო.

ცოტა ხნის წინ მან წარმატებით გაიარა საქართველოში ახალდაარსებული საერთაშორისო მსაჯთა აკადემიის კურსი. ვიკა თავისი არჩევანით არსებულ სტერეოტიპს ამსხვრევს - სურს დაამტკიცოს, რომ სპორტი არა მარტო მამაკაცების საქმეა, არამედ ქალებსაც შეუძლიათ ამ სფეროში წარმატების მიღწევა. ამის გამო ბევრი წინააღმდეგობაც დასძლია.

ვიკა სახურიასთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება კარგად იცოდე თეორიაც და ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული, მაგრამ მსაჯობა მაინც ვერ შეძლო. ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომუშავება პრაქტიკას მოაქვს. თუნდაც მსაჯთან ურთიერთობა, როგორ უნდა დადგე თამაშგარე მდგომარეობაში, რას უნდა მიაქციო ყურადღება, ბურთის ხმაზეც კი უნდა გქონდეს გამომუშავებული ის, რომ "ოფსაიტი" არ გაგეპაროს და ა.შ. უნდა ხვდებოდე, რას მოგიტანს სადისციპლინო სანქციის ბარათების გამოყენება, უფრო გააღიზიანებს ფეხბურთელს თუ პირიქით, თამაშის წაყვანაში დაგეხმარება. მოკლედ, ყველაფერი წინასწარ უნდა გათვალო. სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია. ამას კურსებზე ვერ ისწავლი, ეს შენში უნდა იყოს - 17 წესი გვაქვს მსაჯებს, მაგრამ მე-18, დაუწერელი კანონივით უნდა იცოდე, რაც გამოცდილებას მოაქვს. თითოეული მატჩი გზრდის. შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადო, ნაკლები შეცდომა დაუშვა. და რაც მთავარია, ეს შეცდომები არ უნდა იყოს გამიზნული რომელიმე გუნდის წასაგებად თუ მოსაგებად. მიხარია, რომ საქართველოში ნაკლებად დგას ეს პრობლემა, სამსაჯო განყოფილება კარგად მუშაობს. ანაზღაურება ძალიან კარგი გვაქვს. საერთოდ, თუ ადამიანმა ადამიანობა დაკარგა, აღარც მსაჯად ივარგებს და არც სხვა საქმეში.

უფრო ასაკიანი მწვრთნელები გამოხატავენ უნდობლობას: ვაიმე, ქალი მსაჯია და ამან რა უნდა იცოდეს ფეხბურთისო და ა. შ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც სიხარულით ხვდება ამ ამბავს და თვლის, რომ კარგია, ქალი ამ სპორტში ადგილს რომ იმკვიდრებს და თავის სათქმელს ამბობს. გვამხნევებენ, გვასწავლიან, წარმატებას გვისურვებენ. ძალიან მახარებს მათი განწყობა და სტიმულს მაძლევს. ხოლო ვინც არ მენდობა, მათ ვუმტკიცებ, რომ ქალსაც შეუძლია მსაჯობა და მხოლოდ სამზარეულოში კი არა, ამ სფეროშიც შეუდარებლები ვართ (იცინის)".

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია gza.kvirispalitra.ge-ზე

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
წასვლა და დაბრუნება საყვარელ გუნდში - ირაოლა სავარაუდოდ, ყოფილ გუნდში იმუშავებს
მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა
"ლივერპული" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულს" ისევ მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] კვლავ ბოლო იმედის ჯარიმა და წითელი - "ბარსამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
"ლივერპული" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ვან დეიკი: გვჯერა, ისევ შეგვიძლია ისტორიის დაწერა
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
"მილანი" არ გამოისყიდის - ფიულკრუგი ზაფხულში "ვესტ ჰემში" დაბრუნდება
გარსიას გაყიდვას უპირებენ - ახალგაზრდა ესპანელი სავარაუდოდ, "რეალს" დატოვებს
15 მილიონი 17 წლის ტალანტში - დონეცკის "შახტარი" ბრაზილიელ ფეხბურთელს იმატებს
ძალიან სარფიან წინადადებაზე უარი არ თქვა - უკრაინელები რებროვის წასვლაზე წერენ და მის შემცვლელს ასახელებენ
გამოირიცხა - კონტე იტალიის ნაკრებში არ დაბრუნდება
უკრაინას 2026 წლის მუნდიალზე თამაშის შანსი კიდევ აქვს? - რას წერს ადგილობრივი პრესა FIFA-ს ჩანაფიქრზე
"აკადემიურად სრული ჩავარდნა ჰქონდა, სკოლაში სწავლა არ უყვარდა" - მესის ყოფილი თანაგუნდელი ლეოს "ბარსელონას" აკადემიის პერიოდზე
დასაფასებელი საქციელი მატჩამდე - პსჟ-ის დელეგაციამ ჟოტას მემორიალსა და ჰილსბროს ტრაგედიისას გარდაცვლილებს, პატივი მიაგო
მუნდიალზე 45 წლის ასაკში - რონალდო 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც გეგმავს
დიდი ქართული დაპირისპირება - "კვარას" სეზონის MVP სურს!..
როგორ გაჩნდნენ ფეხბურთში "შუამავლები" ანუ იგივე მსაჯები
მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემის მატჩს ცნობილი ჩაქირი განსჯის
მსაჯმა ახსნა თუ რატომ გააძევა ლიონელ მესი
არგენტინაში ფეხბურთელი მატჩის დროს მსაჯს გონების დაკარგვამდე ურტყამდა [VIDEO]
მსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]
ფიფა გვერდითა არბიტრებს რობოტებით ჩაანაცვლებს?