საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის - "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში, თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელებთან ერთად ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა.

გურამმა მოსწავლეებთან საკუთარი გამოცდილება გაიხსენა და თქვა, რომ ჩაგვრის მსხვერპლი ბავშვობაში თვითონაც ყოფილა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პრობლემის სხვასთან გაზიარებაა.

"როცა მე სკოლაში დავიწყე სიარული, ფეხბურთი არ იყო პოპულარული. სპორტი არ იყო საერთოდ პოპულარული ახალგაზრდა თაობაში. სკოლაშიც უფრო კრიმინალური მენტალიტეტი აინტერესებდათ. მიხარია, რომ ეს მენტალიტეტი საერთოდ ისპობა და სპორტი შემოდის თქვენში, ბავშვებში.

სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა. მეგობრები არ მყავდა, უფრო გოგოებთან ვმეგობრობდი და ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ მეშინოდა, იქ "კაი ბიჭები" იდგნენ და მეუბნებოდნენ: "ხურდა მომე, ბიჭო" და მართლა მეშინოდა. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, თან მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი. ეს სიტყვა - ბულინგიც არ ვიცოდი. სახლში მეუბნებოდნენ, არავინ დაგჩაგროს, არ იტიროო. არადა, ერთი კვირის წინ ვბღაოდი, მამაჩემია ძალიან ცუდად საავადმყოფოში. არ არის სირცხვილი, რომ კაცმაც იტიროს.

მინდოდა, არ შემერცხვინა ჩემი ძმაც. ფულს რომ წამართმევდნენ, მეგონა, ჩემს ძმას ამით შეურაცხყოფას მივაყენებდი. არადა, პირიქითაა, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა. ვიღაცას უნდა გაუზიარო, თუ რამის გეშინია, თუნდაც ჩაგვრა არ იყოს. აუცილებლად ისეთი ადამიანი უნდა მონახო, ვისაც ენდობი. შეიძლება ეს იყოს მეგობარი, მასწავლებელი, დირექტორი, შეიძლება ვიყო მეც. შეგიძლიათ "ინსტაგრამზე" მომმართოთ და თქვენი ტკივილი გამიზიაროთ. მე აუცილებლად მოგისმენთ", - უთხრა გურამ კაშიამ სკოლის მოსწავლეებს.

შეხვედრის შემდეგ გურამ კაშიამ "ლოკომოტივის" მოთამაშეებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა.

Dato
ვეთანხმები ლოზუნგს "ძლიერები არ ძალადობენ" მაგრამ ეს კაცი არ უნდა იყოს მომავალი თაობის მაგალითი... და ამის უკან დგას კონკრეტული საზოგადოება..
M
ჯერ ერთი ეგ არ არის ის “კაი ბიჭობა” ეგენი ვიღაც ნაგლი ტიპები იყვნენ, და შენ მერე მაგის გულზე ისეთი უნდა გახდე და იმათი მხარდამჭერი გახდე??? ეგ არის ავადმყოფობა და დეგენერატობა, მე ვარ ემიგრანტი და შენზე მეტი შიმშილი და სიმწარე მაქვს გადატანილი სკოლაში სასადილოში არც მე ჩავდიოდი იმიტომ რომ იქ იყო ჯუნგლები და ეგ ქართული პონტები ანგელოზობაა იმასთან შედარებით, მაგრამ მაგის გულზე ქათმების მხარდამჭერი როგორ უნდა გახდე ეგ არის დეგენერატობა. ისე საინტერესოა სპორტში როგორ გაიკვალე გზა მანდაც არის ბლატავი და ეგეთი პონტები, მარა მცველი ხარ აა დაცვაში ჩაგაყენეს დაგაჩმორეს და ბლატაობ ეხლა
superman
ძალიან დიდი ადამიანი ხარ გურამ
ბულინგი
ბრიტანულ-ქართული აკადემიის ნაცვლად ჯობია სჯარო სკოლაში მისულიყავი გურამ. მანდ ისედაც ბევრი იციან ბულინგის შესახბ

როგორ გჩაგრავდნენ გურამ ეს მუტრუკები:) ისე მართლა რა ბავშვობა გვაქვს გავლილი უმრავლესობას, ვხოცავდით ერთმანეთს.... ნაწილი შემთხვევით გადარჩენილი თაობა ვართ. ეს კარგად უნდა ავუხსნათ შვილებს.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია