8 ნოემბერს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და თურქეთის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მეტოქის უპირატესობის მიუხედავად, რამდენიმე რეალური მომენტი ჩვენს გოგონებსაც ჰქონდათ. გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს ლელა ჭიჭინაძე იყო, მაგრამ ქართველი შემტევის დარტყმული მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

თურქებმა თათია გაბუნიას კარის აღება მატჩის მეორე ნახევარში მოახერხეს. 67-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვაში წარმოქმნილი არეულობით მელიქე ფექელმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, 88-ე წუთზე ებრუ თოფგლიმ შორეული საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამხანაგური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ და ფეხბურთელმა ნინო პასიკაშვილმა მატჩი შეაფასეს:

ლევან ბაჯელიძე:

„ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში ეს პირველი ამხანაგური მატჩი იყო. ჩვენ საკმაოდ ძლიერ თურქეთის ნაკრებს დავუპირისპირდით, რადგან მომავალ შესარჩევში სწორედ ასეთი დონის გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება და ჩვენ წარმატებულად ასპარეზობა გვსურს. რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ თამაშს, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა. მადლობას ვუხდი ჩვენს გოგოებს ბოლომდე ბრძოლისთვის, მათ მოედანზე მაქსიმუმი გააკეთეს. 100 პროცენტიანი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გავიტანეთ და შემდეგ საკუთარ კარში მივიღეთ გოლი. ვულოცავ თურქეთის ნაკრებს გამარჯვებას, ჩვენის მხრივ კი, გავაანალიზებთ თითოეულ შეცდომას და მომავალ შეხვედრაში მეტოქეს სხვა თამაშს დავუპირისპირებთ.“

ნინო პასიკაშვილი:

„სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ეს ამხანაგური მატჩი იყო. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვცადეთ იმისთვის, რომ მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის პრობლემები აღმოვფხვრათ და ამ მნიშვნელოვან მატჩებს მზად შევხვდეთ. დღევანდელი შედეგი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალ ამხანაგურ შეხვედრას უკეთ ვითამაშებთ.“

საქართველო - თურქეთი 0:2

თბილისი, ტექნიკური ცენტრი „ბასა“

საქართველო: გაბუნია, ქველიძე, პასიკაშვილი, მატვეევა, ჭიჭინაძე (89’ შენგელია), ჭყონია, ბაქრაძე, ტატუაშვილი, სხირტლაძე (46’ კალანდაძე), სუთიძე (36’ ჩხარტიშვილი), თოდაძე (82’ დანელია)

სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, დოლიძე, წოწერია

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

თურქეთი: აკგოზი, კარაგენჯი, უზუნგუნეში, თურქოღლუ (46’ გონულთაში), კარაბულუთი (90+2’ არჰანი), ფექელი, კარა (80’ ერქანი), ჰანგარი (90+2’ ჯუმერთი), იშიკი (46’ იენიჩერი), თოფგლი, დიშლი (80’ ჩინარი)

სათადარიგო შემადგენლობა: იამანი, შაჰინი, შექერი, კაია, გუნდოღდუ, აგული

მთავარი მწვრთნელი: ტალატ თუნჯელი

მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ირაკლი ქარსელაძე

გოლები: 0:1 ფექელი (67), 0:2 თოფგლი (88)

საქართველოსა და თურქეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 11 ნოემბერს 14:00 საათზე, კვლავ ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ბოლოსწინა გასახურებელი-სასელექციო თამაში
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - უელსი
"ჩემი მეომარი ძმით ვამაყობ" - დვალიშვილი თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
მზადება დიდი ტრანსფერისთვის? - პსჟ-მა შესაძლოა, საკას გადაბირება სცადოს
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
[VIDEO] გოლი 90-ე წუთზე - კოტ-დ'ივუარმა ეკვადორი დაამარცხა
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
პორტუგალიელთა მკერდსავსე ფანებმა გულშემატკივრები გააოცეს - ვიტინია იმედიანადაა
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში