საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა. 10 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ანგარიში პირველი ნახევრის მიწურულს აზერბაიჯანელებმა გაიხსნეს, მე-14 წუთზე გოლი ქანან ასადლიმ გაიტანა. სტუმრებმა 27-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, ქართველთა კარი ზუსტი დარტყმით ჯეიჰუნ ნურიევმა აიღო. ამ მომენტიდან ზუსტად 4 წუთში ნიკა ხარატიშვილმა ზუსტი შორეული დარტყმით სხვაობა შეამცირა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების არსებობის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა. მატჩის დასრულებამდე კიდევ ორი გოლი გავიდა, 33-ე წუთზე აზერბაიჯანელთა კაპიტანმა იღბალ ფანაჰოვმა ანგარიში 3:1 გახადა, 39-ეზე კი, გიორგი ჩადუნელმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი, სტუმართა სასარგებლოდ 3:2, დააფიქსირა.

საქართველო 2:3 აზერბაიჯანი

თბილისი, "ოლიმპიური სასახლე"

საქართველო: დვალიშვილი, მოგელაძე, კოშაძე, ზუნტუროვი, ნადარეიშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ყენია, ბექაური, ეგრისაშვილი, ღავთაძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, კუხიანიძე, გაბისკირია, სვანიძე, ხარატიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანადილ ასათიანი

მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
"რეალში" პეპეც ბრუნდება - პორტუგალიელი მოურინიოს დაეხმარება
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა