ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის ბოლო მატჩისთვის 23 მორაგბე დაასახელა.

თიბისი რაგბის სერიები 2018-ის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს, „მიხეილ მესხზე“ გამართავს და მისი მეტოქე ტონგა იქნება. თამაში 18 საათზე დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა სტადიონის სალაროებში, ასევე ონლაინაა შესაძლებელი

ცვლილებები პირველ ხაზში

მილთონ ჰეიგმა გასულ შაბათს სამოასთან გამარჯვებული (27:19) გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი მორაგბე შეცვალა და ორივე შერკინების პირველ ხაზში. ჯაბა ბრეგვაძის ნაცვლად კვაჭი შალვა მამუკაშვილი იქნება, ხოლო მარჯვენა ბურჯად ლევან ჩილაჩავა დადგება, რომელსაც სამოას წინააღმდეგ არ უთამაშია. მამუკაშვილი და ჩილაჩავა სასტარტოში ივნისში, ტონგასა და ფიჯისთანაც იყვნენ. მარცხენა ბურჯად ადგილი შეინარჩუნა მიხეილ ნარიაშვილმა.

წინა ორი მატჩის მსგავსად, მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილისა და ლაშა ლომიძის დუეტს ვიხილავთ, ხოლო მესამე ხაზში კვლავ ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე იქნებიან.

სამოასთან მატჩის შემდეგ უცვლელია ხაზი: 9 და 10 ნომრებზე ვასილ ლობჟანიძესა და თედო აბჟანდაძეს ვიხილავთ, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით მეორე თამაშს იწყებს. ცენტრში თამაზ მჭედლიძე და მერაბ შარიქაძე შეწყვილდებიან. ჩვენი კაპიტანი 24 ნოემბერს მე-60 კეპს მოიხვეჭს. ფრთებზე ზურაბ ძნელაძე და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება.

გამოცდილები მარქაფაში

მარქაფაში რამდენიმე ახალი მოთამაშეა. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზე ჯაბა ბრეგვაძე შევა, კვლავ განაცხადშია ბექა გიგაშვილი, ხოლო მარცხენა ბურჯად ზურაბ ჟვანია გამოჩნდება, რომელსაც სამოასთან არ უთამაშია.

მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილი ითამაშეს, მესამეში კი ერთბაშად ორი შეცვლა გვყავს - ბექა ბიწაძე და გიორგი თხილაიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო ნაკრებში წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია.

9 ნომრის შეცვლაზე გელა აფრასიძე გვეყოლება, ხოლო ხაზში ტრავმა მოშუშებული მერაბ კვირიკაშვილი ბრუნდება, რომელსაც ნაკრებში ყველაზე მეტი, 114 თამაში აქვს ჩატარებული და საუკეთესო მექულეა - 833 ქულა.

ღია ვარჯიში

დღეს ბორჯღალოსნებმა გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მომავალი მატჩის მოლოდინებზე ისაუბრეს.

წლის გამარჯვებით დასრულებაზე ფიქრობს ჯაბა ბრეგვაძე:

„ეს ჩვენი ბოლო თამაშია 2018 წელს და გვსურს წელიწადი დადებით ნოტაზე დავასრულოთ. ადვილი თამაში ნამდვილად არ იქნება. ვეცდებით საწყის წუთებში ისეთი შეცდომები აღარ დავუშვათ, როგორიც სამოასთან გვქონდა და მეტოქეს პირველივე წუთებიდან მოვახვიოთ ჩვენი თამაში. ტონგას ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ყავს. უნდა ვეცადოთ, რომ კარგები ვიყოთ ბოჭვებისას და არ მივცეთ მანძილის მოგების შესაძლებლობა, რასაც სამოა პირველ ტაიმში ახერხებდა“.

გულშემატკივარს კარგ სანახაობას პირდება შალვა სუთიაშვილი:

„ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, დღევანდელი ვარჯიშით კმაყოფილები ვართ. ვიცით რა დონის მეტოქეს ვეთამაშებით და ვფიქრობთ, რომ მზად ვართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს საქომაგოდ იტალიაში ჩამოვიდნენ. „ავჭალაში“ ყველა მსურველმა ვერ მოახერხა მოსვლა, თუმცა ახლა უფრო დიდ სტადიონზე ვთამაშობთ და მაყურებელს კარგ სანახაობას ვპირდებით.

სამოასთან მატჩში პირველი კეპი მოიხვეჭა გურამ გოგიჩაშვილმა, რომელიც ტონგასთან განაცხადში არაა, თუმცა მზადების პროცესში აქტიურად იყო ჩართული:

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ეროვნულის კვართით, ამ ბიჭების მხარდამხარ თამაში მომიწია. ამით ჩემი ოცნება ახდა. ტონგას ძლიერი და სუსტი მხარეები შევაფასეთ. მეტოქე დაცვაში მჭიდროდ თამაშობს, ვეცდებით ბურთი გავუშალოთ და მეტოქე ღია თამაშში დავჯაბნოთ“.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

Mmm
იაპონელები ისე წინ წავიდნენ გვიკადრებენ კი? თან ასეთ ტურნირებში ფინანსებია გადამწყვეტი და მერეა სპორტული ინტერესი. ისე იდეა ჩინებულია.
zuka
ეტყობა იზსე გააკეთა, რომ ყველას ეთამაშა. ჟვანია არ დაჩაგრა, თან კაი სეზონი აქვს. არა და გოგიჩაშვილი ულაპარაკოდ მეორეა, ნაროს მერე დღეს. გამორიცხული არაა, ერთ ორს-სამ წელში მასაც კი აჯობოს
zuka
ბარემ კი გვჭირდება, მაგრამ სად არის)

ისევ ლობჟანიძით იწყებს. ვერ ხედავს ეს კაცი რომ აფრასიძით გაცილებით მობილურია გუნდი? ბოლოს როდის ითამაშა ვასკამ კარგად ვეღარც ვიხსენებ.
6 ერი
სამწუხაროდ საათობრივი სარტყელის გამო შეუძლებელი ჩანს
მამუკა ქობულაძე
არაფერში არ გვჭირდება 6 ერი! თუ შეძლებენ უკეთესი იქნება ალტერნატიული 6 ერი შევქმნათ ამ გუნდებთან: ფიჯი, ტონგა, სამოა, საქართველო, იაპონია, რუმინეთი! უკეთესი ვარიანტია!
912
გოგიჩაშვილი სადაა რას ერჩიან???
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს
[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით