ყაზახეთში ადგილობრივი ჩემპიონატის დონე ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი იმ ლეგიონერების დონეა, რომლებიც ამ ქვეყანაში სათამაშოდ ჩადიან.

განვლილი სეზონის შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაასრულა "კაირათის" რუსმა თავდამსხმელმა ანდრეი არშავინმა, რომელმაც მის უკანასკნელ სეზონში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა, "კაირათს" ტოვებს ბრაზილიელი ისაელიც, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა.

ადგილობრივი სპორტული გამოცემა Prosports.kz, სათაურით "ვინ შეცვლის არშავინს და ისაელს", სტატიას აქვეყნებს, სადაც 10 თავისუფალ აგენტზეა საუბარი, რომლებმაც, შესაძლოა, კარიერა ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელონ.

ერთ-ერთი მათგანი ქართველი მეკარე გიორგი ლორიაა. აი, რას წერს გამოცემა მის შესახებ:

"დაუჯერებლია, რომ ასეთი მაღალ დონის მეკარე, რომელმაც საქართველოს ნაკრების კარი ერთა ლიგაზე ყაზახეთის ნაკრებთან ორჯერ დაიცვა, 3 თვეზე მეტია უგუნდოდაა. მაგრამ რეალობა ასეთია, "ანჟის" დატოვების შემდეგ, რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ქართველმა შესაბამისი გუნდი ვერ იპოვა. გიორგი ლორიას ნებისმიერ კონდიციასთან მარტივად ადაპტაცია შეუძლია, პრემიერლიგა კი ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება. ორი მეკარე, გვარად ლორია ყაზახეთის ჩემპიონატში - შესანიშნავი იქნება!" - ვკითხულობთ Prosports.kz-ზე.

გიორგი ლორიამ სამარის "კრილია სოვეტოვი" გასულ ზაფხულს დატოვა, მას შემდეგ კი უგუნდოდაა. მან ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

a
მაგარი ცუდი მეკარეა, ნახტომს დააკვირდით სადაც დგას იქ წვება, თუ მოხვდა ბურთი ხო კაი. ადვილ ბურტებს ამარიაჟებს ვითომ რთულიაო და უშვებს სასაცილო ბურთებს
ფრიდონ
ფიორენტინა და ვერდერია დაინტერესებული როგორც ამბობენ
aburjga
ძალიან მაგარი მეკარეა! უძლიერესი! 1 ბრუციანი ბურთი გაუვარდა ანდორას და ამ ერთი შეცდომისათვის ნუ ლანძღავთ ამ დიდუბლ მეკარეს! ხანდახან თვით უძლიერესი მეკარეებიც კი ძალიან იოლ ბურთებს უშვებდნენ. მაგალითდ, ლევ იაშინმა რომლისთვისაც პენალტის გატანა იყო პრობლემა ერთხელ გადამწყვეტ თამაშში 40 მეტრიდან გაუშვა გოლი. და ამის გარდა ასეთი კურიოზები მოსვლია ჩვენს საყვარელ ქართველ მეკარეებსაც, კოტრიკაძეს, ურუშაძეს და ... საზღვარგარეთული ფეხბურთი სავსეა ასეთი კურიოზებით, მაგალითად ოლივერ კანს ბევრჯერ ისეთი ბურთი გაუშვია, რომ...?!!!
ჯერი ღრუტუნაშვილი
ლორია ვერაა ფორმაში. ჩაკვეტაძე დააყენეთ კარში!
euhh
ჰოო ))) ოლივერ კანის,ტოლდოს,ნოიერის და დე ხეას ორეულია)))
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
"ოქროს ბურთი 2026" - ცნობილი გახდა რომელ პოზიციაზეა კვარაცხელია
"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
პარაგვაიში მბაპეს ფიტული დაწვეს
Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა
"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა
გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს
ადეიემი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა
[VIDEO] 0:3. მარცხი აზერბაიჯანში - "ტორპედოს" ვოლკოვმა გაუტანა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
"დილამ" ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა