გორის ‘ჯიქმა’ თბილისის ‘არმიას’ დაძაბულ ბრძოლაში 11:6 სძლია და მოწინავე ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

დიდი 10-ის მე-9 ტურის მატჩში, გორში ერთმანეთს ქვედა ოთხეულის გუნდები ხვდებოდნენ და მის შედეგს დიდი დატვირთვა ჰქონდა. ‘არმია’ ბოლო ადგილზეა და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ხოლო ‘ჯიქს’, ცუდი სტარტის მიუხედავად, საჩემპიონო ექვსეულში შესვლის შანსი კიდევ რჩება და ამისათვის რაც შეიძლება მეტი თამაში უნდა მოიგოს.

მატჩის დებიუტში სანდრო ფურცხვანიძემ და საბა ნიკოლავამ ჯარიმები გაცვალეს, მე-17 წუთზე ფურცხვანიძემ ერთიც გაიტანა და მასპინძლები 6:3 დააწინაურა. ‘ჯიქი’ ინიციატივას დაეუფლა და შესვენებამდე 3 ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ მე-18 წუთზე, ვიდეო-რეფერიმ არსენ ტრაპაიძეზე წინ პასი დააფიქსირა, ხოლო ზედ შესვენების წინ ნიკა სუხაშვილს ბურთი ხელიდან ლელოს ხაზთან გაუვარდა. სამაგიეროდ ვლადიმერ გოგოლიძემ ყველაფერი წესების სრული დაცვით შეასრულა და მატჩის ერთადერთი ლელო მიითვალა. ფურცხვანიძეს გარდასახვა გაუცუდდა, მანამდე კი ჯარიმიდან ბურთი ძელს გაარტყა - 11:3.

მეორე ტაიმში ქარი ზურგს ‘არმიას’ უმაგრებდა და ნიკოლავამ 10 წუთში სამჯერ დაარტყა ჯარიმა, მაგრამ მხოლოდ ერთი გაიტანა. 65-ე წუთზე მას სხვაობის 2 ქულამდე დაყვანა შეეძლო, თუმცა მიზანი ვერ გაისწორა. სტუმრებმა ბოლოს ლელოზე სცადეს თამაში, თუმცა ‘ჯიქმა’ თავი დაიცვა და 4 ქულა ჩაიწერა, ხოლო ‘არმია’ ბონუსს დასჯერდა და ბოლო საფეხურზე რჩება - 11:6.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
მბაპეს რეკორდები - საფრანგეთს და "რეალის" ფორვარდს ვერ აჩერებენ
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
[VIDEO] თბილისის "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო - საბოლოო გამარჯვებული თბილისში გაირკვევა
[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
პარაგვაიში მბაპეს ფიტული დაწვეს
Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა
"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა
გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს
ადეიემი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა
[VIDEO] 0:3. მარცხი აზერბაიჯანში - "ტორპედოს" ვოლკოვმა გაუტანა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივს" 17:8 მოუგო
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა