საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე "საბურთალოს" ოფიციალურ ვებ-გვერდს ესაუბრა. 22 წლის ფეხბურთელი თბილისურ კლუბში გატარებულ პერიოდს იხსენებს. გარდა ამისა "საბურთალოს" ჩემპიონობაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების, ერთა ლიგის წარმატებასა და "უფა"-ზე საუბრობს.

- ჯიმი, გაიხსენეთ პირველი დღე საბურთალოში?

- გუშინდელი დღესავით მახსოვს ის გრძნობა, რაც პირველ ვარჯიშზე მქონდა. ახალ გარემოში მოხვედრით ძალიან გახარებული ვიყავი. მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი იყო. იმ პერიოდში "საბურთალოში" ჩემს ასაკში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. აღნიშნული ფაქტორები ჩემს მოტივაციას საგრძნობლად ზრდიდა.

- ყველაზე დასამახსოვრებელი დღე "საბურთალოში" გატარებული პერიოდიდან…

- 2015 წლის აპრილის თვე იყო, როცა პირველი ლიგიდან უმაღლესში გადავედით. მთელი გუნდისთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. ამიტომაც ეს დღეა ყველაზე დასამახსოვრებელი. მაშინ პირველად დამეუფლა გრძნობა, რომ ჩვენ "საბურთალოს" პროგრესში წვლილი შევიტანეთ. მაშინ ისეთ ასაკში ვიყავით, რომ ძალიან დიდი მონდომების გარეშე მიზანს ვერ მივაღწევდით. წარმატებაში ფეხბურთელების მონდომების გარდა სამწვრთნელო შტაბმა და კლუბის ხელმძღვანელებმა დიდი შრომა ჩადეს. მათთვის "საბურთალო" ძალიან ბევრს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, როცა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლევა მოვიპოვეთ, ძალიან ამაყები ვიყავით.

- 2015 წელს, როცა "საბურთალო" უმაღლეს ლიგაში აღზევდა, რამდენად ელოდით რომ სამი წლის შემდეგ კლუბი საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა?

- 2015 წელს "საბურთალო" პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც კარიერა ბელგიურ "გენტში" გავაგრძელე. ზუსტად ვიცოდი, რომ "საბურთალო" უმაღლეს ლიგაში გადასვლით და მხოლოდ თამაშით არ დაკმაყოფილდებოდა, რადგან ეს არის გუნდი, სადაც ყოველთვის განვითარებაზე ფიქრობენ და ასეთ შემთხვევაში წარმატება გარდაუვალია. მჯეროდა, "საბურთალო" ადრე თუ გვიან ჩემპიონობას მოიპოვებდა. "საბურთალოს" ჩემპიონობაში ორმაგად სასიხარულო არის ის, რომ კლუბმა ტიტული გიორგი ჭიაბრიშვილთან, გაგი მარგველაშვილთან, ლაზარე კუპატაძესთან, გურამ გოშთელიანთან, გოგა ჩაბრაძესთან, სანდრო ალთუნაშვილთან, ბექა ქურდაძესთან, გიორგი კოხრეიძესთან, ლუკა ლაკვეხელიანთან, ბექა გვარაძესთან, ცოტნე ნადარაიასთან ერთად მოიპოვა. ეს ფეხბურთელები "საბურთალოს" სკოლის აღზრდილები არიან. ძალიან დიდი შრომის შედეგად "საბურთალო" დამსახურებულად გაჩემპიონდა. თითოეულმა მათგანმა ჩემპიონობა დაიმსახურა, რადგან მათ მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარეს.

- "საბურთალოს" თამაშებს შეძლებისდაგვარად თვალს ადევნებდით. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ გუნდზე?

- თითქმის ყველა თამაში ვნახე. მატჩების დიდი ნაწილი "საბურთალომ" უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მეტოქეებზე ერთი თავით მაღლა იდგა და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. წლეულს საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!

- ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

- დადებითად. ზუსტად ვიცი, რომ საქართველოს ნაკრები არ გაჩერდება და ქართველ ქომაგს მომავალშიც გაახარებს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის საქართველოს ნაკრების პროგრესის მთავარი ფაქტორი ?

- გუნდურობა, ერთი მიზნისკენ სვლა, ერთიანობა. ამ ყველაფერის გარეშე თანამედროვე ფეხბურთში წარმატება გამორიცხულია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშით ამაყი ვარ.

- რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მოსკოვის "სპარტაკთან" 2 საგოლე პასი შეასრულეთ. მცველისთვის როგორი შეგრძნებაა, როცა გამარჯვებაში დიდ როლს ასრულებთ? საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თქვენთვის უჩვეულო, მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშეთ…

- ძალიან გახარებული ვიყავი. ჩემი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანე. მარცხენა მცველის პოზიციაზე ვითამაშე, მაგრამ გუნდს სადაც დაჭირდება იქ უნდა ითამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გუნდმა შეძლო სამი ქულის მოპოვება.

- გასულ სეზონში "უფა" პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა მიმდინარე სეზონში კლუბი გასავარდნ ზონაშია. ორ ფრონტზე ბრძოლა გაგიჭირდათ?

- პრემიერლიგაში თამაშის პარალელურად ევროპა ლიგაზე ასპარეზობა ადვილი არაა. თავდაპირველად, აქცენტი ევროპა ლიგაზე გავაკეთეთ და შიდა ჩემპიონატში წარმატებული გამოსვლისთვის ძალები არ გვეყო. ამ შემთხვევაში გრძელი სათადარიგოთა სკამია საჭირო. ორ ფრონტზე ბრძოლისთვის მზად არ აღმოვჩნდით. სეზონის მეორე ნახევრისთვის ჯერ კვიპროსზე, შემდეგ კი ესპანეთში მოვემზადებით. დარწმუნებული ვარ მეორე წრეში რთულ ვითარებას თავს დავაღწევთ და პრემიერლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ.

დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "სოშოს" მოუგო
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] მიქაუტაძემ გაიტანა, ოსიმენმაც - "ვილიარეალმა" სტამბოლში "გალათასარაის" მოუგო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
"უფას" მწვრთნელი ამბობს, რომ ტაბიძეს კარგ გუნდში წაიყვანდა და გვარდიოლას სტილში შეუტევდა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ომის პერიოდში უკრაინელი ფეხბურთელი რუსულ "უფაში" გადავიდა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ჯიმი ტაბიძე: ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - "ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
რუსული კლუბის თავმჯდომარეს რაღაც-რაღაცების მოჭრით ემუქრებიან
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
"სამი ქართული გუნდიდან" ერთ-ერთი გავვარდება - რუსეთში რეგლამენტი შეიცვალა
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
გრიგალავა მოედნიდან გააძევეს - "როტორი" პრემიერლიგიდან