ესპანურმა Marca-მ კატალონიის "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესისთან ინტერვიუ ჩაწერა, ის მიმდინარე სეზონში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, ამასთან ერთად ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც მის ანგარიშზეა.

არგენტინელ ვარსკვლავთან ჩაწერილი ინტერვიუდან საინტერესო მონაკვეთებს გთავაზობთ.

- მეხუთე ოქროს ბუცი მოიპოვეთ. რას გრძნობთ, მოგებით არ დაიღალეთ?

- კარგი პრიზია და ის ყველას ეკუთვნის, მთლიანად გუნდს. როგორც ზამორას ჯილდო, რომელიც არამხოლოდ მეკარეს, არამედ ყველა მოთამაშეს ეკუთვნის.

- ხუთი ოქროს ბურთი, ხუთი ოქროს ბუცი, მეხუთე ჩემპიონთა ლიგა ხომ არ აკლია ამ სიას?

- შესანიშნავი იქნება. როგორც სეზონის წინ ვთქვით, ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირია და მისი კიდევ ერთხელ მოგება ძალიან გვინდა.

- ცხოვრების ამ ეტაპზე ფეხბურთი ისევ მთავარი პრიორიტეტია, თუ ის ოჯახმა ჩაანაცვლა?

- მას შემდეგ, რაც შვილები მყავს, მთავარი პრიორიტეტი ოჯახი გახდა, თუმცა ფეხბურთი მიყვარს და მისთვის ვცხოვრობ, მიუხედავად ამისა, ოჯახი სხვა ყველაფერზე მაღლა დგას.

- თქვენი შვილები კამპ ნოუზე ხშირად დადიან, რას გეკითხებიან ხოლმე?

- ფეხბურთი ორივეს ძალიან უყვარს. ტიაგოს მეტი ესმის, რადგან უფროსია და ყველაფერს განიხილავს, ძალიან ჩართულია. მაკრიტიკებს კიდეც, კითხვებს სვამს. როდესაც "ბარსელონა" აგებდა, სახლში ფეხბურთში არ ვლაპარაკობდი, თუმცა ახლა ტიაგო მაიძულებს, რომ ავუხსნა, რა მოხდა და რატომ წავაგეთ.

- რომელი უფრო გინდათ: ლეროი სანესთან ერთად თამაში თუ პეპ გვარდიოლასთან კიდევ ერთხელ მუშაობა?

- დიდ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იქნება, პეპ გვარდიოლასთან ისევ ვიმუშავებდი, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

- ჰოლანდიაში დე ლიხტსა და დე იონგზე ბევრს საუბრობენ, მათ თამაშს თუ უყურებთ და "ბარსელონას" სტილში ჩაჯდომა რამდენად შეუძლიათ?

- ეს ფეხბურთელები ჩვენი აკადამიის მსგავსი სკოლიდან მოდიან, ჩვენნაირ ფეხბურთს თამაშობენ. ისინი ახალგაზრდა და ძალიან კარგი მოთამაშეები არიან.

- თქვენი შეუსრულებელი ოცნება რომელია? რისი გაკეთებაც გსურთ, მაგრამ იცით რომ არ შეგიძლიათ?

- შეუძლებელი არაფერია. უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ. ასეთი მენტალიტეტით, მუშაობით და შრომით, შეუძლებელი არაფერია.

- თქვით, რომ პენალტების დარტყმა გააუმჯობესეთ, როგორ მოახერხეთ? მეკარეების ვიდეოებს უყურებდით?

- ვვარჯიშობდი და ვუყურებდი. დღეს ყველაფრის სწავლა შეიძლება: ჯარიმების, პენალტების, თამაშის, ყველაფერი ანალიზდება.

- როცა ბურთს საჯარიმოს შესასრულებლად ასწორებთ, ყველა ხვდება, რომ გოლი სანახევროდ უკვე გატანილია. პენალტისა და ჯარიმის შესრულებას შორის ამხელა სხვაობაა?

- მეორე შემთხვევაში ბარიერი და დისტანცია გაქვს და არც ზეწოლაა შენზე, რომ აუცილებლად უნდა გაიტანო. პენალტის დარტყმის დროს კი დასაკარგი მეტია.

- აკადემიაში მოთამაშე ფეხბურთელების ხარისხით კმაყოფილი ხართ?

- ისინი ჩვენთან ერთადაც ვარჯიშობენ ხოლმე და ვხვდები, რომ კარგი მოთამაშეები არიან. კლუბი ამ მხრივ პროგრესირებს და მათ უფლებას აძლევს ჩვენთან ერთად ივარჯიშონ, ეს მათ განვითარებაში ეხმარებათ.

- ანდრეს ინიესტა გენატრებათ?

- ძალიან, მოედანზეც და მის გარეთაც. ჩვენ ერთად მრავალი წელი გავატარეთ, ვარჯიშები, მატჩები, არასაფეხბურთო მომენტები, მეუცნაურება, რომ ვეღარ ვხედავ.

- "ოქროს ბურთის" კანდიდატებს შორის მეხუთე ადგილზე რომ გახვედით, გაგიკვირდათ?

- თუ გულწრფელად ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი პრიზია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ვიცოდი, რომ ამ სეზონში მისი მოგების შანსი არ მქონდა და არც გამკვირვებია.

- წელს კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობს. რამე განსაკუთრებული მოტივაცია გაგაჩნიათ?

- ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველწლიური მიზანია. ეს უნიკალური, განსაკუთრებული და ყველაზე ლამაზი ტურნირია, სადაც მითამაშია. ის ყველასგან განსხვავდება და მისი მოგება ყველას გვსურს.

- "ბარსელონაში" ნეიმარის დაბრუნება გსურთ?

- ნეიმარს პსჟ-ს დატოვება გაუჭირდება, მისი დაბრუნება ძალიან გაგვიხარდება, გვაკლია, როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში. ჩვენ მეგობრები ვართ, თუმცა პსჟ მას წასვლის უფლებას არ მისცემს

- უსმან დემბელემ "ტოტენჰემს" შესანიშნავი გოლი გაუტანა. ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ჩანს, რომ ჯერ "დაღვინებული" არ არის.

- მოედანზე ის ფენომენალურია, მას ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. მეორე მხრივ, ის ახალგაზრდაა და კლუბთან და ქალაქთან ადაპტირებს. ამაზე რაც ნაკლებს ვისაუბრებთ, უკეთესია. მას თავი უნდა დავანებოთ, საკუთარი შეცდომები უკვე გააანალიზა და ვითარდება. ჩვენ დავეხმარებით, რომ ფეხბურთზე მეტად ფოკუსირდეს.

- გიკვირთ, რომ მადრიდის "რეალს" კრიშტიანო რონალდო ასე დააკლდა?

- სეზონის დასაწყისში ვთქვი, რომ "რეალი" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია შესანიშნავი მოთამაშეებით, მაგრამ კრიშტიანო ყველას დააკლდებოდა. მას უამრავი გოლი გააქვს და ბევრ სხვა საქმესაც ასრულებს, ამიტომ ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ "რეალს" ის ასე დააკლდა. როცა ჩვენ ერთ ლიგაში ვთამაშობდით და ერთმანეთს ვებრძოდით, შესანიშნავი იყო. ეს ძალიან ჯანსაღი დაპირისპირება იყო.

ნონა
არანაკლები ქველმოქმედია ლეო. მესი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უყვართ ისე, რომ ამაზე პელე არ ღირს ნერვიულობა.
პელე
კრიშტიანოს იმდენი ქველმოქმედება და სიკეთე აქვს გაკეთებული ახლობლებისთვის,მეგობრებისთვის და თავისი სამშობლოსთვის მესისთვის ეს გაუგებარია.რონალდუ პორტუგალიელი ხალხის გმირია,ხოლო მესი არგენტინელებისთვის დიდი ფეხბურთელი მაგრამ არა საყვარელი ფეხბურთელი.
უჩა
მე ნესის ფანი არ ვარ მაგრამ უბანუსო ვიქნებოდი რომ არ ვაღიარებდე როგორც გენიოს ფეხბურთელს,ახლა კი ვრწმუნდები,რომ კარგი ადამიანიცაა...პიროვნულად ბევრად ჯობია რონალდოს
T.k
პირველრიგში უნდა იყო ნამდვილი ადამიანი და შემდეგ პროფესიონალი შენს საქმეში :)) სწორედ ასეა მესიც უმაგრესი ადამიანი, უმაგრესი მეუღლე, მამა, მეგობარი და ა.შ. ადამიანი რომელიც არ დარდობს მანქანებისადა სახლების ყიდვაზე კოლექციის გაკეთებაზე და უამრავ ფულს ქველმოქმედებაში დებს :)) უბრალოდ სიტყვებიარ მყოფნის მის დასახასიათებლად :** ნამდვილი პიროვნება
levani
გიო, 100000000000- ამდენი პროცენტით გეთანხმები.
ნონა
კოკა! გეთანხმები. როგორ შეიძლება, ლეო მესიზე, ვინც საქებარ სიტყვას იტყვის და არ დავეთანხმო. წარმატება ლეოს!.
gio
მესი არის უდიდესი ფეხბურთელი და ამავდროულად ძალიან კარგი ადამიანი,რაც რატომღაც იშვიათობას წარმოადგენს.ყოველივეს საუკეთესოს ვუსურვებ.
koka
ლეო! ძალიან ძლიერი და ფენომენალური ფეხბურთელი ხარ. ფეხბურთის გენიოსო, იცოდე წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვება უნდა ავღნიშნოთ!.
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
გაკპომ "ტოტენჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
"18 თვის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი" - მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
აბუაშვილის "მეცი" "გრენობლს" ფრედ ეთამაშა
დავითაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
მესი MLS-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში არც წელს ითამაშებს
ასეთი რამ საუდის არაბეთშიც კი შეიძლება მოხდეს - რონალდოს გუნდი ფინანსურ კრიზისშია
"ხანდახან ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს..." - დემბელემ მეუღლის შესახებ ისაუბრა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
"ნაგავი ხარ" - ნეიმარს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან პრობლემები აქვს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
გამოასწორებს არეულ უკანა ხაზს? - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "ბარსელონას" მცველი ინათხოვრა
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
მესი ფეხბურთს გაურკვეველი ვადით ჩამოსცილდა - არგენტინელის მონახულებას თანაგუნდელები აპირებენ
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
[VIDEO] ენრიკემ ამ განცხადებით პსჟ-იდან "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა? - რა უთხრა ესპანელმა ვარჯიშზე ფეხბურთელებს
სურს თუ არა პსჟ-იდან “ალ-ჰილალში” გადასვლა - დემბელემ საუდის არაბეთის კლუბს გადაწყვეტილება აცნობა
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
ვიტინია: "ოქროს ბურთი" პსჟ-ს სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთმა უნდა მოიგოს
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
[PHOTO] "ბედნიერი მამა" - რონალდომ ხუთივე შვილთან სურათი გამოაქვეყნა
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი? - პსჟ შესაძლოა, ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვოს
დეკუს სურს, ფლიკს კითხვის ნიშნები აქვს - რა ხდება მიქაუტაძის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე?
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი