20 იანვარს, ლა ლიგას მე-20 ტურში "ბარსელონამ" სახლში "ლეგანესს" 3:1 სძლია.

ბლაუგრანამ ესპანეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

"ბარსელონას" ის "ლეგანესი" ესტუმრა, რომელმაც ესპანეთის თასის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "რეალს" 1:0 სძლია, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 0:3 ჰქონდა წაგებული, გათამაშებას გამოეთიშა.

"ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავდამსხმელი ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და როდესაც მის გუნდს გაუჭირდა, 64-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. იმ დროს ანგარიში 1:1 იყო.

71-ე წუთზე მესის დარტყმული ბურთი მეკარე კუელიარმა "ცხრიანიდან გამოაძრო", თუმცა დამატებაზე ლუის სუარესმა თავისი გუნდი დააწინაურა. სტუმრები გოლის გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან მიიჩნიეს, რომ ურუგვაელმა იუხეშა, მაგრამ ვიდეოგამეორების არბიტრების მიერ ნახვის შემდეგ მსაჯმა გოლი ჩათვალა.

კომპენსირებულ დროში კი მესიმ თავადაც დალაშქრა მეტოქის კარი.

"ბარსელონამ" 46 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" კვლავ 5 ქულით უსწრებს და 27 იანვარს, შემდეგ ტურში "ჟირონას" დაუპირისპირდება, იქამდე კი 24 იანვარს თასზე სტუმრად "სევილიას" შეხვდება.

69-ე წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო პირველი გოლის ავტორმა უსმან დემბელემ (ფეხი გადაუბრუნდა) და შეცვალეს.

მეკარე მარკ-ანდრე ტერ-შტეგენმა პრიმერაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 50 670 მაყურებელი

ბარსელონა - ლეგანესი 3:1

გოლები: 1:0 დემბელე (32), 1:1 ბრაიტვეიტი (57), 2:1 სუარესი (71), 3:1 მესი (90+2)

Dadu
ReAli leganesac ro ver ugebs magaze ras ityvit realis panebo :)mesis ligazec gaaqvs tqven ar inerviulot .ronaldom tu sasuolos gautana va magaria .logiKas ver vxvdebi...
10
ამაშია საქმე. ვააღიარებ მესი ძალიან, ძლიერი ფეხბურთელია!
იუზა
მმმმ, ვახო და ამაშია საქმე! მე მგონი ერთი და იგივე ხარ, ისე გავს ერთმანეთს თქვენი კომენტარები. გიჟებივით, რომ ამოგიჩემებია ალავესი, ლეგანესი, ბიჭო რამდენჯერ გითხრათ შეცვალე პლასტინკა თორემ უკვე მაგარი მოსაწყენია შენი სულელური კომენტარები.
მმმმ
წელსაც თქვენი მაქსიმუმი ლეგანესთან და სელტასთან დუბლებია ლიგაზე და რამე ნორმალურზე მესი კომპანია ტრადიციულათ როგორც ექვსი წელია ჩაისვრიან მოწყინდა ყველას თქვენი ესპანეთის ჩემპიონობა რამე ნორმალური მოგაგებინოთ მესიმ
ვახო
ყველაფერს აკეთებენ რო მესი რონალდოს ფონზე მაგარი გამოჩნდეს მოწყინდა ხალხს 6 წელია ლეგანესთან და სელტასთან გოლები თუ ასეთი მაგარია ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანოს ან არგენტინის ნაკრებში გადამწყვეტი გოლები ლეგანესს და სელტას სტუანიც ყოველ თამაშზე უტანს
ave
პელე ნახე ლეოს ტურმე მარჯვენა ქონია რო არ იცოდი.დ.დ.
T.k
Visca el Barca
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
[VIDEO] გულიაშვილის საგოლე გადაცემა - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
"მბაპესგან სწორედ ამას ველოდებით" - ანჩელოტი "ლეგანესთან" გამარჯვების შემდეგ
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
მამარდაშვილის მშრალი მატჩი და "ვალენსიას" ზედიზედ მეორე გამარჯვება [VIDEO]
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა