პოლონური გამოცემა pilkanozna.pl-ი "არკას" ქართველ შემტევ ლუკა ზარანდიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.

გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს:

- ასეთ ტექსტს როგორ იღებთ - "ლუკა ზარანდია "არკას" საუკეთესო მოთამაშეა"?

- კარგია, როდესაც ვინმე ჩემ შესახებ ასე ამბობს, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ საუკეთესო ვარ, ეს ჩემი სტილი არ არის. ასეც რომ ვფიქრობდე, ამას არ ვიტყვი. ეს ხალხის აზრია. ფეხბურთი არაა ინდივიდუალური სპორტი, ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს ძალიან კარგი მოთამაშეებით.

- 10-ნომრიან მაისურს ყველა ვერ იღებს...

- ეს ჩემი ფავორიტი ნომერია. ამ მაისურით აქამდე მათეუშ შვოცი თამაშობდა და როდესაც წავიდა, ვაკანტური დარჩა. შვიდნომრიანით ვთამაშობდი, მასეკ იანკოვსკიმ მთხოვა, რომ მისთვის დამეთმო. მეც ათიანი ავიღე. ვიცი, რომ მოედანზე ნომერი არ თამაშობს, მაგრამ თითქოს მასთან დაკავშირებული ვარ. ახალგაზრდულ ნაკრებსა და "ლოკომოტივში" ამ მაისურით ვთამაშობდი.

- ტალანტი და უნარები გაქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ ცოტა ზარმაცი ხართ...

- ამას ვინ ამბობს?

- ამის შესახებ ინტერნეტში წავიკითხე. ამას არც თქვენ უარყოფდით...

- შეიძლება ცხოვრებაში ზარმაცი ვარ, მაგრამ არა მოედანზე. ვარჯიში ჩემთვის სასჯელი არაა. ასე რომ იყოს, თამაშს თავს დავანებებდი. ბურთი ჩემთვის დიდი პატივია. ვცდილობ, თითოეულ ვარჯიშსა და თამაშზე ბოლომდე დავიხარჯო.

- ისეთივე შრომისმოყვარე რომ იყოს, როგორიც დემინენ ზბოზიენია, "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშებდა - ეს თქვენი თანაგუნდელის, მიხალ ნელეპის აზრია...

- ესეც წავიკითხე. ტრანსფერისთვის რამდენიმე რამაა საჭირო. პირველ რიგში, დემიენივით უნდა ვივარჯიშო და შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა მოვუნდე.

- ინტერვიუებში არ მალავდით, რომ "არკას" დატოვება და უფრო ძლიერ ლიგაში წასვლა გსურდათ, განსაკუთრებით, TOP 5 ლიგაში...

- ალბათ, პოლონეთში ყველა მოთამაშე ფეხბურთელს სურს, რომ ინგლისში, ესპანეთში ან იტალიაში წავიდეს. არ ვღელავ. უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასვლა ჩემი მიზანია, მაგრამ არა აქ და ახლა. ამ მიზანს ნელ-ნელა ვუახლოვდები. დაველოდები, როცა კარგი კლუბისგან ისეთი შემოთავაზება მოვა, რომელიც მეც და "არკასაც" დაგვაკმაყოფილებს.

- ეს ზამთარში არ მოხდება?

- არა.

- შემოთავაზება არ გქონია?

- ინტერესი იყო, თუმცა არა იმ მიმართულებიდან, რომელიც მსურს.

The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა