14 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "რეალმა" სტუმრად 2:1 მოუგო "აიაქსს".

"რეალის" წარმატებებით აღფრთოვანებულმა მისმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ განაცხადა, რომ მათთვის შეუძლებელი არაფერია და ეს ტურნირი ზედიზედ მეოთხედ უნდა მოიგონ. მან თავდამსხმელი გარეთ ბეილი სასტარტოში დააყენა, ხოლო მცველი მარსელო - არა. მარსელო მას დაპირდა, რომ მაგრად ივარჯიშებს, რამდენიმე დღეში 3 კილოგრამს დაიკლებს და ფორმაში ჩადგება.

მომენტები პირველ ტაიმში ბევრი არ ყოფილა. 37-ე წუთზე კურტუამ დე იონგის დარტყმული ბურთი მოიგერია, ტალიაფიკომ კი დამატებაზე ყველას დაასწრო და ამსტერდამელებმა გოლის აღნიშვნა დაიწყეს, მაგრამ სლოვენიელმა მსაჯმა დამირ სკომინამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი არ ჩათვალა. ეს ამ ტურნირზე VAR-ის სისტემის პირველი გამოყენება იყო.

მე-60 წუთზე ვინისიუსი მაზრაუის გაექცა, ბენზემას გადააწოდა ბურთი და 0:1. 75-ე წუთზე კი ზიეშმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ბლანკოსმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება - თავი ასენსიომ გამოიჩინა.

სერხიო რამოსმა "რეალში" მე-600 შეხვედრა ჩაატარა და ეს ამ გუნდის ისტორიაში მე-7 შედეგია. მან მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და 6 მარტს განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს.

"რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეშვიდედ სძლია "აიაქსს" და ეს ამ ტურნირის რეკორდია.

ვინისიუსმა ამ სეზონში მე-10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ამ სეზონში "რეალში" საუკეთესო მაჩვენებელია.

"აიაქსის" კაპიტანი 19 წლის მატეი დე ლიგტი იყო. ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი პლეი-ოფში არც ერთი გუნდის კაპიტანი არ ყოფილა.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი". 53 497 მაყურებელი

აიაქსი - რეალი 1:2

გოლები: 0:1 ბენზემა (60), 1:1 ზიეში (75), 1:2 ასენსიო (87)

აიაქსი: ონანა, ტალიაფიკო, ბლინდი, დე ლიგტი, მაზრაუი, დე იონგი, ვან დე ბეკი, ზიეში, ნერესი, შონე (დოლბერგი 73), ტადიჩი

რეალი: კურტუა, კარვახალი, რამოსი, ნაჩო, კროოსი, ბენზემა (ასენსიო 73), მოდრიჩი, ბეილი (ვასკესი 61), კაზემირო, რეგილიონი, ვინისიუსი (დიასი 80)

გოგა
რეალი მოიგებს ისევ აბა ვინ უნდა მოიგოს. პსჟ გვინდა მეოთხედფინალში უნდა ვატიროთ:)
barsa
varდრიდის რეალია
123
პსჟ_ს ფანი ვარ და სერიოზულად მეშინოდა აიაქსის თამაშს რომ ვუყურებდი, უმჯობესია აიაქსი გავარდეს რეალი პრობლემა არაა. პსჟ მაინც გამოუცდელია და ახალგაზრდების ასეთი ელვისებურ შტურმებს შეიძლება ვერ გაუძლოს.
ირაკლი
მაგრა მიხარია, რომ მილანის ფანი ვარ და არასოდეს დაუდანაშაულებიათ მილანი მსაჯების მოსყიდვაში და შეცდომაში როცა ნებისმიერ გუნდს როცა ხვდებოდა ამტვრევდა და საერთდო არ აგებდა.

აიაქსი არა, მაგრამ რეალის შემდეგ თამაშზე, სიტის, პსჟ_ს ან იუვენტუსის წინააღმდეგ ასე რომ იმსაჯონ, დაბრიდავენ უეჭველი მსაჯს.
123
5 წელში რეალი ახლოც ვერ მივა აიაქსთან თუ ის გუნდი იქნება რაც ეხლაა აიაქსი
kote
შაკო 100-იანი მართალი ხარ!
ივერი
სტატიის ავტორმა საერთოდ ნახა მატჩი? მომენტები არ ჰქონიაო.....
ფენომენო
რეალმა დაღალა აიაქსი მეორე ტაიმში და კლასით მოიგო
შაკო
მეოთხედ არა მერვედ, დაახია აიაქსმა ბურთი თავზე, მაგრად გაუმართლა რეალს რომ მოიგო, ასევე მსაჯებიც დაეხმარნენ
გატყაული თავადი
ეს რეალი ტილივითაა,ვერ მოიშორა უეფამ ყველგან ტრაკს უკოცნიან ვახხ,ეხლა ესეც და ა ბატონო აქაც რეალისკენ ვარია თუ სარი სულ კი,,,,რეალს მაინც მას აძლევენ დაბროს ვახ
სოსო
მადრიდში დაამტკიცოს ,კი ბატონო ვაღიარებთ აუცილებლად, მაგრამ,!!!!
სოსო
ოღონდ არ იყოს ახლა გოლი არ ჩაუთვალეს და ,ა.შ
912
კაი რა ეს ვარი მარტო რეალისთვისაა მოგონილი?
T.k
ორივე გუნდმა კარგად ითამაშა მაგრამ ვაღიაროთ აიაქსმა დაიმსახურა მოგება :))
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება