გიბრალტართან (3:0) და დანიასთან (1:5) ჩატარებული შეხვედრების შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს.

Sportall.ge განვლილი შეხვედრების შესაფასებლად ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა.

- როგორ შეაფასებთ გიბრალტართან და დანიასთან საქართველოს ნაკრების თამაშს?

- რა შემიძლია ვთქვა, ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლდა საქართველოს. ვნახეთ მსაჯის მიერ დაშვებული ორი შეცდომა, დიდი ანგარიშით დავმარცხდით და საწყენია, მაგრამ ერთ თამაშში მსაჯის შეცდომების გამო გაშვებული ორი გოლი ბევრია. თან, როდესაც ანგარიში 1:1-ია.

ვფიქრობ, რომ გარდატეხა თამაშში ამან შეიტანა. თავიდან ბურთის დაჭერა გაგვიჭირდა, მაგრამ მაგ დროისთვის ბურთიც დავიჭირეთ, მოწინააღმდეგის ნახევარზეც გადავედით, შეტევაშიც აქტიურები ვიყავით და ამ დროს მოხდა ეს.

- რას ფიქრობთ ვაისის გადაწყვეტილებაზე, როდესაც მან დანიის წინააღმდეგ ცენტრფორვარდი არ დააყენა?

- თქვენი აზრით, ვინ უნდა დაეყენებინა წინ ისეთი, ვინც მაგ ბურთს მიიღებდა, შეინარჩუნებდა და შეტევას გააგრძელებდა? ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მან იცის ყველაზე კარგად ფეხბურთელების მდგომარეობა, ტაქტიკური განათლება. შეიძლება თავდამსხმელი დაეყენებინა და უფრო ცუდად წაგვეგო. როდესაც რაღაც მოხდება, მერე უფრო მარტივია საუბარი. ვარჯიშებზე კარგად ხედავს, ვინ როგორ მდგომარეობაშია.

- ქუთაისის "ტორპედოსაც" შევეხოთ, რა ხდება კლუბში, არის რაიმე სიახლე?

- მამუკა კობახიძის ამბავი გარკვეულია, მიდის ბათუმის "დინამოში", გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება, სხვები კი კლუბში რჩებიან, რადგან "ტორპედოსთან" კონტრაქტი აქვთ. სხვა მხრივ კი, ჯერჯერობით სიახლე არ არის.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას კვლავ დანიის წინააღმდეგ, ამჯერად თბილისში გამართავს.

მატჩი 8 სექტემბერსაა ჩანიშნული.

emigranti
მიკერძოებულად კი მსაჯობდა, მაგრამ 11-მეტრიანის დანიშვნაც ასე თუ ისე 50|50 ზე იყო, ხოლო ლორია კი თავად შეცდა და ეს უნდა ვაღიაროთ. რამდენი ბურთიც არ უნდა მოიგერიოს ლორიამ ერთ-ორ შეცდომას მაინც უშვებს, რაც ბოლოს სავალალოა.
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დაამარცხა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
"რთული სიტუაციაა" - მატვეი საფონოვი
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ლევანტესთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და "ვილიარეალს" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
[VIDEO] "ნიუკასლმა" "ყარაბაღს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს