საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, ასევე სფფ-ის გენერალურ მდივანთან დავით მუჯირთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გლდანის რაიონში მიმდინარე სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მოინახულა.

პროექტის ფარგლებში ადგილზე ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული და მინი მოედნები მოეწყობა, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა “ფორვარდის” დაფინანსებით მიმდინარეობს, 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონია 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "პროექტი მოიცავს სტანდარტულ საფეხბურთო მოედანს და დამატებით ერთ მინი სტადიონს. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული შენობის, განათებისა და 250 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნის მოწყობა. ანალოგიური საფეხბურთო ცენტრში ჩვენ უკვე გავხსენით ვარკეთილში. ორივე პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ფიფას პროგრამა "ფორვარდის" საშუალებით ფინანსდება.

სასიხარულოა, რომ ასეთ პროექტებს ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად ვახორციელებთ. მოგეხსენებათ, რომ ეს მიწა ჩვენ გადმოგვეცა საკუთრებაში და სანაცვლოდ ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ აღნიშნული პროექტი წლის ბოლომდე დაგვესრულებინა. სასიამოვნოა, რომ მშენებლობის პროცესი უფრო ადრე დასრულდება. ვფიქრობთ, რომ საფეხბურთო ცენტრის გახსნა სექტემბერ-ოქტომბერში უკვე შესაძლებელი იქნება. სწორედ ამ პერიოდში იგეგმება ბავშვთა საფეხბურთო ტურნირების განახლება. აღნიშნული საფეხბურთო ცენტრი კი, სწორედ ბავშვთა და მასობრივი ფეხბურთისთვისაა გათვალისწინებული."

კახა კალაძე - თბილისის მერი: "დღეს ვიმყოფებით გლდანში სადაც თბილისის მერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ერთობლივ პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მოიცავს საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას. მსგავსი პროექტი უკვე განვახორციელეთ ვარკეთილში. ის საფეხბურთო ცენტრი უკვე დატვირთულია და ძალიან ბევრი ბავშვი სარგებლობს თანამედროვე ინფრასტრუქტურით. გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა შემოდგომისთვის დასრულდება და აქაც ანალოგიურად გლდანში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მაღალი დონის ინფრასტრუქტურით ისარგებლონ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი საფეხბურთო სკოლებისთვის სრულიად უფასო იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საფეხბურთო ცენტრით ძალიან ბევრი ახალგაზრდა ისარგებლებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თბილისის ყველა რაიონში მსგავსი პროექტები განვახორციელოთ.

აქვე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას იმისთვის, რომ ჩვენთან თანამშრომლობით ასეთი კარგი პროექტები ხორციელდება."

ამ ეტაპზე დასრულებულია ტერიტორიის შემოღობვა, დამონტაჟებულია განათების ანძები და მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

GFF.GE

ვოვა
ამ სტადიონზე ვარჯიშობდა ლეგენდარული "მთვარის გლობუსი"
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
კიტეიშვილის "შტურმი" კვლავ დამარცხდა
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] გიგა ჭიკაძე კევინ ვალეხოსთან ნოკაუტით დამარცხდა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" მეტოქე გაანადგურა
[VIDEO] დავითაშვილის დუბლი "სენტ-ეტიენისთვის" გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
"მეცი" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" დაგეგმილი 3 ქულა "ოსასუნასთან", გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი - "მეცი" პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] წიტაიშვილმა "პარი სენ ჟერმენს" ეფექტური გოლი გაუტანა
[VIDEO] ზურიკო დავითაშვილმა "ბასტიას" გაუტანა
"მეცი" - პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] "ენფილდზე" სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ - ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს "ლივერპულის" ფანები
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს