რუმინეთის მეორე ლიგის გუნდები - "რაპიდი" და "პეტროლული" საფეხბურთო თრილერის სიუჟეტში აღმოჩნდნენ, რომელსაც რამდენიმე მთავარი გმირი ჰყავდა.

მეორე ტაიმში "პეტროლულმა" პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა და დასარტყმელად სერგიუ არნაუტუ მივიდა. "რაპიდის" 19 წლის მეკარე მიხაი პოპამ ბურთი მოიგერია, თუმცა მსაჯმა ხაზზე დგომის წესის დარღვევისათვის პენალტის გამეორება ბრძანა, მეკარემ კი პროსტესტის გამოხატვის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

"პეტროლულის" მწვრთნელმა დამრტყმელი შეცვალა, თუმცა ვეტერანმა ლორენცო მარინესკუმაც ვერ შეძლო ეჯობა ახალგაზრდა მეკარისათვის. თუმცა, პოპამ იგივე შეცომა დაუშვა და დარტყმამდე ლამის მეკარის ბაქანის ხაზამდე მივიდა. მეკარემ ნამდვილი ისტერია მოაწყო და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანიც დატოვა.

"რაპიდის" კარში ახალი მეკარე ჩადგა, პენალტის შესასრულებლად მესამე ფეხბურთელი მივიდა და სიტუაცია მარტივად განმუხტა - საერთოდ ააცილა კარს ბურთი. საინტერესო ის არის, რომ მოედანზე ახლადშემოსულმა მეკარემაც დაარღვია ხაზზე დგომის წესით, მაგრამ ბურთი კარს აცდა.

შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა. "რაპიდმა" კი შეხვედრა 8 კაცით დაასრულა, მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო წითელი ბარათი.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით

alexandre
ნეტა სად დაინახა "დარტყმამდე ლამის მეკარის ბაქანის ხაზამდე მივიდა". მაქსიმუმ 0,5 მეტრი ჰქონდა წინ გადადგმული. თუმცა ესეც დარღვევაა. დარტყმის მომენტში 1 ფეხი მაინც უნდა ქონდეს ხაზზე დადგმული და თან არ უნდა მოძრაობდეს, ადრე ხაზზე მოძრაობა შეეძლოთ მეკარეებს. მე ასე მახსოვს წესები. საერთოდ, მცირე დარღვევის გარეშე მაინც პენალტის აღება წარმოუდგენელია.
master
მასე ხუთი მეტრით თუ გამოვიდა მეკარე არცერთი პენალტი აღარ გავა.კუთხეს უზღუდავს დამრტყმელას და რა თქმა უნდა აღების შანსი უფრო მეტია ვიდრე გაშვების.კარის ხაზზე მოძრეაობაც არ შეუძლია.პენალტი უმაღლესი სასჯელია ფეხბურთში და იმიტომაცაა შეზღუდული მეკარე,.
ბათუმის ფანი
მსაჯი მართალი იყო მაგრამ წესია აბსურდული,თუ გამტანი ხარ ისეც გაიტან,მასე კუპატაძეც ლამის ფეხებში ჩაუვარდა ჯოვის დარტყმისას მაგრამ გახარებულ მსაჯებს არაფერი დაუნახავთ) ამით არ იფიქროთ ჯოვის ვამართლებდე,უბრალოდ ძნელია ასეთი რამ მსაჯებმა ვერ შეამჩნიონ
აბგდ
ორივე შემთხვევაში წესის დარღვევა იყო რა იყო რას ბღავი რა გატირებს მთელი ქვეყანა შენ გიყურებს :დ ისე რანაირი წესია რა მეკარეების აზრი მაინტერესებს მართლა.მგონია რო ძაან შეზღუდულები არიან მეკარეები ნუ უმეტესობა მაინც.ცოტათი გამოსვლის უფლება უნდა ჰქონდეთ რა
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
ლუის ენრიკემ "ოსერთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე "ლაიფციგთანაც" ვერ ითამაშებს
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
პსჟ მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება? - პარიზელები შეტევით ხაზში გაძლიერებას გეგმავენ
ეს მართლაც შესაძლებელია? - საუდის არაბეთის კლუბმა ვინისიუსს გიჟური კონტრაქტი შესთავაზა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ხვიჩა სასტარტოში, სამი ქულისთვის ოსერში და ფიქრით "ნიუკასლთან"
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
დავითაშვილი ზამთარში გუნდს არ გამოიცვლის და კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს
პსჟ-ის აუტსაიდერთან სტუმრობის დღე - "ნიუკასლის" წინ
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება