როგორც იცით, საერთაშორისო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) "მანჩესტერ სიტის" სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც ეხებოდა უეფას მიერ ამ გუნდის ევროტურნირებიდან მოკვეთას. ეს უეფასთვის სახალხოდ არაკომპეტენტურობის დამტკიცება და სილის გაწნა გახლდათ.

"დეილი მეილი" იტყობინება, რომ "ქალაქელები" ამ საქმისათვის სამზადისს ჯერ კიდევ მაშინ შეუდგა, როდესაც უეფას ჯერ ვერდიქტი გამოტანილი არ ჰქონდა - შეკრიბა მაღალკვალიფიციური იურისტები და შეიმუშავა სტრატეგია, რომელსაც მთელი პროცესის განმავლობაში მიზანდასახულად მიჰყვებოდა. უკანასკნელი წელიწად-ნახევრის მანძილზე ამ ამოცანის განხორციელება მანკუნიანური კლუბისათვის პრიორიტეტული იყო.

მათ კაპიტულაცია არ გამოუცხადებიათ, კონტრარგუმენტები საფუძვლიანად მოამზადეს და შვეიცარიაში გააგზავნეს, რომლის სპორტული სასამართლო ყოველთვის როდი იღებს პოპულარულ გადაწყვეტილებებს.

არადა, ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და წამყვანი ფეხბურთელები გუნდს დატოვებდნენ. ნურას უკაცრავად - რაც უფრო გაიწელა პროცესი, "ბრალდებულები" თავს სულ უფრო მშვიდად გრძნობდნენ. ეს გვარდიოლას საუბრის თვითდაჯერებული ტონიდანაც შეინიშნებოდა. სხვათა შორის, ნიშანდობლივი გახლდათ CAS-ის გადაწყვეტილების თაობაზე BBC-ის ჟურნალისტ იან ჩიზმენის პროგნოზი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე "ტვიტერზე" გააკეთა - ის უკვე ინფორმირებული იყო მომავალი ვერდიქტის შესახებ.

უეფა, პირიქით, გაიტრუნა, რაც მრავლის მთქმელი იყო. ახლა მდიდარი კლუბების პატრონებმა იციან, რომ მათი ძალაუფლება უსაზღვროა.

უეფას სამარცხვინო მარცხს შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, რამეთუ მისი ჰეგემონია ირღვევა და ევროპული ფეხბურთის მთლიანობას საფრთხე ემუქრება. არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში ევროტურნირების ჩატარებას საფრთხე დაემუქროს და სუპერლიგა მართლაც შეიქმნას, რაც ევროპის წამყვანი ჩემპიონატებისთვის ძალიან სახიფათოა. სწორედ ამიტომაა აღშფოთებული ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი.

"მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი ამბობს, რომ "სიტის" უეფაზე გამარჯვება გასაკვირი არ არის, რამეთუ ამ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება არ ძალუძს და ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ "ქალაქელთა" მძლავრ იურიდიულ მანქანას გაუმკლავდებოდა.

მოკლედ, შეიხებმა გამარჯვება იზეიმეს და საინტერესოა, დაიწყება თუ არა ევროპული საკლუბო სისტემის რღვევა და რეორგანიზაცია.

სულ3
არ იმუშავო მაგ ფასად ვახო ბიძია, წადი სოფელში და სათბური გააკეთე, ძროხა იყოლიე. საჭმელი სასმელი და სუფთა ჰაერი გექნება, მშვიდი ნერვებიც... 168 ლიტრი ბენზინის კი არა 1068 ლიტრი ბენზინის ექვივალენტი მაქვს ხელფასი და მაინც ვაპირებ გაქცევას.
სოსო
ფეხბურთი,ყველაზე დემოკრატიული სპორტის სახეობააო.აქამდე ასე თუ ისე,კიდევ იყო ასე.ამის შემდეგ კი,ფეხბურთი,როგორც სპორტი,მოკვდა და გადაიქცევა ფულის საჭრელ დაზგად,სადაც პირამიდის წვერზე მოექცევა რამდენიმე კლუბი და მთელ ნაღებს ის მოხდის,დანარჩენი მასა კი,უბრალოდ ჩაიძირება.ძირი ალბათ მსოფლიოს ჩემპიონატებსაც გამოეთხრება,რადგან ფულის ტომრები შეუფარავად იბატონებენ ყველაფერზე და ყველაფერში.მსოფლიოს წესრიგი,აქაც დაანგრია ფულმა და ოკეანეში, ზვიგენები ნთქავენ ყველაფერს
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
მე კი, საბრალო დაზგასთან ვდგავარ 14 საათი, ნაცვლად რვისა და თვიურად ხელფასი მაქვს 168 ლიტრი ბენზინის ეკვივალენტი, ანუ 18 კილო საქონლის ხორცი. საკითხავია ვინ არის საქონელი, მე, თუ დაკლული ძროხა?
Master
ამ ფაქტმა გვაჩვენა რომ ფეხბურთის,როგორც ყველაზე დემოკრატიული სპორტის მომავალი ბუნდოვანებით არის მოცული.მალე მივიღებთ კალათბურთის მსგავს სისტემას,ჩაკეტილ ლიგას და ნაკრებში არ გამოშვებულ ფეხბურთელებს.ეს მოაქვს უაზროდ ბევრ ფულს და საშუალო დონის ფეხბურთელებში 80-მილიონების ხდას და კვირაში 50 ათასიან ხელფასებს.
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
[VIDEO] "მომეცით ბურთი! ყველას კარში დარტყმა გინდათ!" - კიტეიშვილი თანაგუნდელებმა წყობიდან გამოიყვანეს
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
ოფიციალურად: სემენიო "სიტის" ფეხბურთელია