2 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მერვე ტურში "საბურთალოსა" და "დილას" მატჩი 1:1 დასრულდა.

თავიდან "საბურთალო" უტევდა და 28-ე წუთზე ტერამ ანგარიში ალთუნაშვილის კარგი პასის შემდეგ გახსნა. ამის მერე მასპინძელთა იერიშები ჩაცხრა და "დილა" გააქტიურდა - მე-40 წუთზე კოვტალიუკს გოლის გატანა კუპატაძემ არ დაანება.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი კოვტალიუკი სრულიად არასაჭირო სიტუაციაში კაკუბავას ეუხეშა და მსაჯმა კვირიკაშვილმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. უნდა ითქვას, არბიტრმა გორული გუნდის საკვანძო ფეხბურთელის მიმართ ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში იყო, "საბურთალო" ანგარიშის შენარჩუნებაზე აკეთებდა აქცენტს და დაისაჯა კიდეც: "დილას" 56-ე წუთზე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ლაცაბიძემ შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა სპანდერაშვილმა გამოიყენა იმავე ლაცაბიძის აქტიურობის შედეგად და საპასუხო გოლი გაიტანა.

"დილა" 16 ქულით ლიდერია, "საბურთალო" კი 13 ქულით მესამე ადგილზეა.

10 აგვისტოს "დილა" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, ხოლო 11 აგვისტოს "საბურთალო" სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება.

თბილისი."მიხეილ მესხი"

საბურთალო - დილა 1:1

გოლები: 1:0 ტერა (28), 1:1 სპანდერაშვილი (79)

გაძევება: კოვტალიუკი (45+2)

საბურთალო (3-5-2): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (კ), ჭიჭინაძე, კაკუბავა (გრიგალაშვილი 68), ცნობილაძე, ტერა (მაჭარაშვილი 46), ალთუნაშვილი, ტაბატაძე, ქავთარაძე, გულიაშვილი (ლუმუ 73)

მწვრთნელი: შალამბერიძე

დილა (3-4-1-2): გუგეშაშვილი, ლაცაბიძე, ხურცილავა (კ), მაისაშვილი, იენდეუნტი, ეტოუ (სანტოსი 63), ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 46), გორგიაშვილი (სპანდერაშვილი 30), ლექვთაძე, კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე

ბიჭო. ბიჭო, ბიჭოოო
ექიმმა რაო? :) :) :)
გიო
ხომ მშვიდობა გაქვს მეგობარო? :D :D :D
გულშემატკივარი
შალამბერიძე გასაშვებია ძინავს საბურთალოს პრეზიდენტს? ისე ხალხო ევრო სტანდარტების გუნდი რომ გინდათ და სასომხეთის გუნდს ვერ მოუგეთო იცით რომ იმის ერთ ფეხბურთელს რაც აქვს ხელფასი აქ 5 ფეხბუთელი რომ შეკრიბო აღრმატება ჩვენების ხელფასს
დათო
საბურთალოს არ ხვდება ჩემპიონობა, არარის ჟილკიანი გუნდი. ბევრჯერ დაამტკიცა ეს..... გაიხსენეთ შარშანაც როგორ სუსტად ეთამაშა აქ სომხეთის გუნდს.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ამათ სახელად ქვიათ ფეხბურთელები, თორემ მენახირეები არიან, ხულიგნები და ზანტი ვითომ მორბენლები. ბევრს უხეშობენ, ამ თამასში მინიმუმ სამი გასაგდები იყო, ჩვენი ტრენერები, ტრენერი ისაა, რომ იგინება, მართლა ხისთავიანი ახალგაზრდებს ზრდიან და გონიათ კაცი გავზარდეთო...ხტფუი! დაჭეჭყილ ვედროში
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ვირი ყოფილა კოვტალიუკი, უხეში ვირი, არადა ვიცი მის შესაძენად ფული დახარჯეს. ვირს, თუ ეძებდით, ეგე გურჯაანში ჩასულიყავთ და ერთ პაკრიშკის ფასად ორ ვირს იყიდიდით... დილა მაგარია, მიაწექ გახარია!!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
შალამბერიძე ნემსაძეს შეხვდა, ანუ ლოკო და დილა შეებნენ. ყოჩაღ ნემსაძეს, მართლა კაი გუნდი შეუკრავს, მაგრამ რად გინდა? თურმე მეკარე დუდუკს ვერ უკრამს. მიბაძეთ რიონს, ნადიკვარს და ონის ბეღურას, საჩხერე ნახეთ, გაზი აქვს და ცხოვრობს მეფურად.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
პაპის ნაჭამმა ჭანჭურმა, შვილს აუშალა კუჭიო. დიდი სოსოს უბანში, ბურთს აგორებს ნოდარა. სირცხვილია სირცხვილი, გორის დილა მაგარია...!
master
სკამი არ ყავს დილას.სულ 15 ფეხბურთელ ყავს.ბავშვთა ფეხბურთი არ არსებობს გორში საერთოდ 2 ახალგაზრდა გორელი მაინც რომ ყავდეთ?არ აპირებენ არავის დამატებას?ასე ორი მეკარით და 13 მინდვრის მოთამაშით როგორ უნდა ითამაშონ,ორმა კაცმა რომ მიიღოს ტრავმა სათადარიგოების გარეშე ითამაშებენ?არადა მაგარი შანსი აქვთ ჩემპიონობის,მოკლე ჩემპიონატია თან,მარა ორი სამი კაცი თუარ დაიმატეს ვერ გაუქაჩავენ დინამოს და ბათუნს მაინც.
კვარა
ეროვნული ლიგის ტურის მიმოხილვებს რატომ აღარ აკეთებს პირველი არხი ან სფფ იუთუბ არხი.
zaza
ძალიან უხეშად ითამაშა და გასაძევებელი იყო, ბურთი და მოედანი გადაცემაა რომ არის სილქნეტზე, ხშირად არჩევენ რომ ქართველი არბიტრები ზედმედატ ლმობიერები არიან, გადიან მერე ევროპის ლიგაზე და იქ ვისჯებით. ჯერ ჩაარტყა მერე მეორე ფეხი მიაყოლა, არა უშავს მერე მიეჩვევიან რომ მსგავსი უხეშობა არ შეიძლება.
a a
დილამ თუ სამივე საშინაო თამაში მოიგო დიდი ალბათობით ჩემპიონიც გახდება.
Jeyjey
ლოკომოტივის მაგივრად ევროპაზე დილას დიდი შანსი ექნებოდა ლოკომოტივი ძალიან დაბალი დონეა ტორპედოს ვერ უგებს სახლში... დინამო ხო საერთოდ ... ბათუმის დინამო უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგაზე ექნებოდა დიდი შანსი ევროპის ჯგუფზე და დილა ევროპაზე ლოკოს მაგივრად
ჩვენ ვართ ტორპედო
კარგი გუნდია დილა! მებრძოლი, გულიანი, ჯიგრიანი, მარილიანი! ქართულ რეალობაში დასაფასებელია! ბრავო ნემსაძე!
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
სუპერლიგის ოლ სტარისთვის სასტარტო ხუთეულები შეირჩა | მწვრთნელები სათადარიგოებს დაასახელებენ
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
ლუის ენრიკემ "ოსერთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"რეალიდან" წადი - არბელოამ ალექსანდერ-არნოლდს რჩევა მისცა
ზივზივაძე "ლაიფციგთანაც" ვერ ითამაშებს
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
პსჟ მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება? - პარიზელები შეტევით ხაზში გაძლიერებას გეგმავენ
ეს მართლაც შესაძლებელია? - საუდის არაბეთის კლუბმა ვინისიუსს გიჟური კონტრაქტი შესთავაზა
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ხვიჩა სასტარტოში, სამი ქულისთვის ოსერში და ფიქრით "ნიუკასლთან"
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
პსჟ-ის აუტსაიდერთან სტუმრობის დღე - "ნიუკასლის" წინ
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] "იბერიას" დუბლი არ გამოუვიდა, "დილა" თასს მეორედ დაეპატრონა!
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...