NBA-ს მიმდინარე სეზონის პლეი-ოფის ეტაპი შთამბეჭდავი რეკორდებით დაიწყო და თავი ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოიჩინეს.
პირველმა რეკორდი "იუტა ჯაზის" მცველმა დონოვან მიჩელმა დაამყარა, რომელმაც "დენვერთან" წაგებულ შეხვედაში (125:135) 57 ქულა ჩააგდო. ახალგაზრდა კალათბურთელს 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. დონოვანი გახდა NBA-ს პლეი-ოფების ისტორიაში წაგებული გუნდის საუკეთესო მექულე. მასზე მეტი წაგებულ მატჩში აქამდე არავის ჩაუგდია.
გარდა ამისა, 23 წლის მიჩელმა NBA-ს პლეი-ოფების ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა - მასზე მეტი ქულა მხოლოდ მაიკ ჯორდანსა (63) და ელჯინ ბეილორს (61) ჩაუგდიათ. NBA-ს პლეი-ოფში 57 და მეტი ქულა მის ასაკში მხოლოდ მაიკლ ჯორდანს ჩაუგდია. აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფის სტადიაზე 50+ ქულა 2003 წლის შემდეგ არავის ჩაუგდია - მაშინ ეს ლეგენდარულმა ალან აივერსონმა გააკეთა.
დონოვან მიჩელის სარეკორდო ქულები
გამთენიისას და კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა - ლუკა დონჩიჩმა "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" წაგებულ მატჩში (110:118) საკუთარ გუნდს 42 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. ლუკამ NBA-ს პლეი-ოფის სადებიუტო მატჩში მოპოვებული ქულების რეკორდი დაამყარა. მასზე მეტი არავის ჩაუგდია, არც 40 ქულამდე ასულა ვინმე.
გარდა ამისა, "დალას მავერიქსის" გამთამაშებელი NBA-ს ისტორიაში ასაკით მე-3 კალათბურთელია, რომელმაც პლეი-ოფში 40 ქულაზე მეტი ჩააგდო. მასზე უფრო ახალგაზრდები მხოლოდ მეჯიქ ჯონსონი (20 წლისა და 276 დღის) და ლებრონ ჯეიმსი (ორჯერ: პირველად 21 წლისა და 119 დღის ასაკში, მეორედ 21 დღისა და 124 დღის ასაკში) იყვნენ.
ლუკა დონჩიჩმა NBA-ს რეკორდი დაამყარა
დარჩენილ 2 შეხვედრაში "ტორონტო რეპტორსმა" "ბრუკლინ ნეთს" მოუგო - 134:110; ხოლო "ბოსტონმა" "ფილადელფიას" 8 ქულით აჯობა - 109:101.
გოგა ბითაძის "ინდიანა" პლეი-ოფის პირველ მატჩს "მაიამის" წინააღმდეგ დღეს, ღამის 00:00 საათზე გამართავს.
გიორგი
ცოტა ღვინოს წყალი რომ გავურიოთ, ისიც უნდა ითქვას, რომ 11 დაკარგვა(ც) ქონდა
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეათე გოლი გაიტანა
ლუნინმა ბოლოს და ბოლოს "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ
ალონსომ "მარსელი" იუარა - ესპანელისთვის ფრანგულ გუნდში არასტაბილური სიტუაციაა
BBC: ვოლტემადე "ნიუკასლის" დატოვების ვარიანტს განიხილავს
რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
დანიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით დაიწყო
[VIDEO] ხვიჩას მოპოვებული პენალტი, დუეს დუბლი - პსჟ-მ "მონაკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
20 წ. | თასი უკვე თბილისშია!
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ყოჩაღი ო'ნილი - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელმა კლუბიც ჩაიბარა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
ბრძოლა, ღირსება, პატივისცემა, კალათბურთი!
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
NBA: დონჩიჩმა მორისზე გაიწია - მარკუსმა ლუკა ძლიერი დარტყმით "ნოკდაუნში" გაუშვა [VIDEO]
"იუტას" ცენტრმა კორონავირუსი უკვე 2 კალათბურთელს გადადო
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
NBA-ს ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი გადაიწერა
უდიდესი სენსაცია - საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატიდან აშშ გამოთიშა [VIDEO]
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
NBA-ს ვარსკვლავმა FIFA 20-ში "იუვენტუსი" ვერ იპოვა [PHOTO]