"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა "ჰიუსტონ როკეტსთან" მოგებულ (112:102) შეხვედრაში 36 ქულა ჩააგდო, 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 4 ბლოკი მიითვალა და ამასთანავე, NBA-ს რეკორდიც დაამყარა.

აღნიშნული გამარჯვება ლებრონისთვის პლეი-ოფში მოგებული 162-ე მატჩი იყო და ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიის ლიდერი გახდა.

აქამდე "მეფე" პირველ ადგილს დერეკ ფიშერთან (161) იყოფდა. ჯეიმსი ისეთ კალათბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან: ტიმ დანკანი (157), რობერტ ორი (155), კარიმ აბდულ ჯაბარი (154), ტონი პარკერი (137), სკოტი პიპენი (136), მანუ ჯინობილი (135), კობი ბრაიანტი (135) და შაკილ ო'ნილი (129.

NBA-ს მოქმედი კალათბურთელებიდან 100-ზე მეტი გამარჯვება ლებრონის გარდა არავის აქვს. ჯეიმს პლეი-ოფის მატჩების 65% აქვს მოგებული, რაც საუკეთესო მაჩვენებელია 10 კალათბურთელს შორის, რომლებსაც NBA-ს ფინალურ სტადიებზე 200 შეხვედრაზე მეტი უთამაშიათ.

გაუგებარი
მაგ სტილის თამაშის დროს ლებრონს უფრო აქვს შანსი ვიდრე შენ დასახელებურ კალათბურთელებს იმ ლებრონზე ამბობ ვინც 2005 2006 წლებში შაკის გაჩერება ვინც მოახერხა აქ კი შენ დასახელებურ კალათბურთელებზე ბევრად მეტი ძალა ჰქონდა შაკის ამაზე არ ვიდაოთ აი ვილტს რომ ეთამაშა ჯორდანის დროს დაშლიდა ჩიკაგოს
გაუგებარი
ბეჭდებით თუ გინდა შეადარო საუკეთესოა თუ არა ლებრონი ჯორდანზე მაშინ ეს შეცდომა არის რადგან ლებრონი აქ საპირწონედ ვერ გამოდგება, აი ბილ რასელზე ამას ვერ ვიტყვით.
ლიქსო საუ
3 წამიანის წესი რომ ყოფილიყო 90-იანებში ჯორდანს 2 ან 3 ბეჭედი ექნებოდა და პიპენის გარეშე 1
ჯემალ გაგნიძე
და მაინც,ლებრონი საუკეთესოა
ომბუცმენი
შუმახერი,ტალახაძეც იმედია შეუერთდება სხვანაირ ხალხს.
გუჯი
გუნდების უმეტესობას ათწლეულების განმავლობაში ერჯერ, ორჯერ ან საერთოდ არ უთამაშიათ ფინალური შეხვედრა. ლებრონმა კი ბოლო 9 წელში 8 ჯერ გაიყვანა მისი გუნდი ნბა-ს ფინალში. ეს იგივეა ფეხბურთელმა რომ ულიდერო შენს გუნდს და 8-ჯერ ზედიზედ გაიყვანო შენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამას მხოლოდ ერთეულები აკეთებენ ათწლეულების განმავლობაში ნიჭით და მაღალი შრომის ეთიკით. მარტო ნიჭი ან მარტო შრომა არაა საკმარისი. მარადონა თუ პელე? მესი თუ რონალდო? მაიკ ჯორდანი თუ ლებრონ ჯეიმსი? აი ამ სიაშია ლებრონი ულაპარაკოდ
სიმართლე
ლებრონი რომ ძალიან დიდია, ამაზე დავა არ ღირს ჩემი აზრით, მაგრამ პირველი ბევრი მიზეზის გამო ვერ იქნება: 1) თუ მარტო სტატისტიკაა კალათბურთი, მთავარი სტატისტიკა ვერ აქვს საამაყო (ბეჭდების რაოდენობა) 2) გუნდიდან-გუნდში მოგზაურობა უკეთესი პირობების გამო (საჩემპიონო ამბიციები, ფინანსები, შემადგენლობა და ა.შ) 3) გადამწყვეტ მომენტებში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები, რაც ამ ეტაპზე აღმოფხვრილია, მაგრამ ცოტა დაგვიანებულია და კიდევ არის რაღაც - რაღაცეები რაც მინიმუმ იმ " ორს " აყენებს ლებრონზე წინ P.S და ეს NICKNAME "მეფე" მარტო მე მიშლის ნერვებს ? :)
ჯემალ გაგნიძეს
ჩემი აზრით კი ან სახელი გაქვს გამოგონილი ან კალათბურთის მცოდნეს იმიჯი, უფრო მეტად კი ორივე
მათემატიკოსს nankasgan
ჰოდა, მათემატიკაც არ უნდა მაგას, უბრალო არითმეტიკაა. რამდენი ჩემპიონატი აქვს მოგებული ჯეიმსს და რამდენი, მაგალითად, ბილ რასელს? 3
Milani
Arsebobs xalxi romelic laparakobs, arseboben isetebi romlebic qmnian. Lebroni, mesi, ronaldu, tedi rineri, federer-nadali, maikl felmpsi, usein bolti, es xalxi sxva planetas miekutvneba. Sul eyolebat gamprotesteblebi magram faqts veravin shecvlis, amati migcevebi matematikuria da matematika zusti mecnierebaa varaudebs areyrdnoba.
ჯემალს
კრიკეტს მიაწექით პატივცემულო,ლებრონი ვერასდროს იქნება პირველი.
ჯემალ გაგნიძე
ჩემი აზრით არასწორი მიდგომაა! მეფე განსხვავებულია და საუკეთესო.ნებისმიერ კალათბურთელს აღემატება ყოფილსაც და მოქმედსაც!!!
nanka2002
პლეიოფის სტატისტიკა კარგია, მაგრამ ფინალების სტატისტიკაში და ბეჭდების რაოდენობაში მოიკოჭლებს ცრუ მეფე :P თან თამაშის სტილი სერიოზულად განსხვავებულია ახლა, წესები გამკაცრებულია, დაცვა გაცილებით სუსტია. ეთამაშა ზეკეს, ლამბიერის, როდმენის, მაჰორნის, მორნინგის, X მენის და სხვების წინააღმდეგ და მაგ სტატისტიკას სიზმარშიც ვერ დააგროვებდა ჯეიმსი. ვისაც ძველი კალათბურთი აქვს ნანახი, გაიგებს, რასაც ვგულისხმობ.
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
დიდხნიანი პაუზის შემდეგ - "იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი უბრუნდება
The Telegraph: "ტოტენჰემი" 14 თებერვალს დანიშნული იგორ ტუდორის მოხსნას განიხილავს
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ჯესი ლინგარდი ფეხბურთელს დაუბრუნდა და ბრაზილიურ გუნდში ჩაირიცხა
"ენფილდზე" ფანების გარეშე - UEFA-მ "გალათასარაი" დააჯარიმა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა