ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები აზერბაიჯანელ თანატოლებს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, 13 ოქტომბერს, გორში, 19:00 საათზე დაიწყება.

განვლილი 8 ტურის შემდეგ მასპინძელთა აქტივში 9 ქულაა, ხოლო სტუმართა მონაგარი 6-ს უტოლდება.

სატურნირო თვალსაზრისით, აღნიშნული დაპირისპირება გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა. მიუხედავად ამისა, ვასილ მაისურაძის შეგირდებს შვეიცარიასთან წაგებული მატჩის შემდეგ რეაბილიტაციის კარგი შანსი აქვთ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჯვაროსნების" შემადგენლობა საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. გუნდი აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს და ცდილობს, ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშოს. ნახევარდაცვის ცენტრში ბრწყინვალედ მოქმედებს თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ბექა დარცმელია, რომელიც ქართველ შემტევებს კარგი გადაცემებით ამარაგებს, დაცვით ფაზაში კი შესანიშნავად გამოიყურება. იგივე შეიძლება ითქვას დავით სამურკასოვზეც, რომელიც ამ ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერია.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა შვეიცარიელებთან სამბურთიანი სხვაობით წააგეს, ვერ ვიტყვით, რომ გუნდის თამაშში კარგი დეტალების შემჩნევა შეუძლებელი იყო. მეტიც, მეორე ნახევარში, მაშინ, როდესაც სტუმრები ერთი გოლით იგებდნენ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა აშკარად მოუმატა და რამდენიმე ძალიან კარგი კომბინაცია განახორციელა, აღნიშნული კი ბურთს ფლობაშიც აისახა (58%-42%).

სამაგიეროდ, ძალიან გაგვიჭირდა დამამთავრებელ ფაზაში. კარისკენ საქართველომ 6-ჯერ დაარტყა, მეტოქის კიპერი კი თამაშში მხოლოდ ერთხელ ჩაერთო.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, აზერბაიჯანმა უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაიმარჯვა. ობრადოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლიხტენშტეინელი ახალგაზრდები მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მონაგარი მხოლოდ 6 ქულაა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვს, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის სათამაშო ხარისხი იმაზე კარგია, ვიდრე ეს გასულ შეხვედრებში იყო. გუნდმა, როგორც სლოვაკეთთან, ისე საფრანგეთის ნაკრებთან წააგო, მაგრამ მეტოქეებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლომდე იბრძოლა.

აზერბაიჯანელები სტანდარტულ 4-4-2 სათამაშო ფორმაციით ასპარეზობენ და როგორც წესი, კონტრშეტევებით ცდილობენ მომენტების შექმნასა და მათ რეალიზებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ერთმანეთის წინააღმდეგ სულ ერთხელ ითამაშეს. 2019 წელს "ჯვაროსნებმა" მეტოქე უშანსოდ, 3:0 დაამარცხეს.

საინტერესო ფაქტები

საქართველოს U21 ნაკრები ერთ შეხვედრაში საშუალოდ 1.7 გოლს უშვებს, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის მაჩვენებელი ამ კომპონენტში 2-ს უტოლდება.

ვასილ მაისურაძის გუნდმა უკანასკნელი 6 ოფიციალური შეხვედრიდან 5 წააგო. დროის ამ პერიოდში საქართველომ 7 გოლი გაიტანა, 13 კი გაუშვა.

საინტერესოა, რომ აზერბაიჯანმა ჯგუფური ეტაპის პირველივე შეხვედრა აუტსაიდერ ლიხტენშტეინთან წააგო (1:0). ამის შემდეგ ობრადოვიჩის გუნდმა ქულების მოპოვება მხოლოდ ორჯერ მოახერხა. ერთ შემთხვევაში - სლოვაკების, შემდეგ კი ლიხტენშტეინის დამარცხებით.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებმა შინ ჩატარებული ბოლო ორი შეხვედრა ისე წააგო, რომ გოლი ვერ გაიტანა, საკუთარ კარში კი 5 გაუშვა.

ლადო
მაისურაძე მწვრთნელი გონიათ? ახლობელ ნათლულების მეტს არ იძახებს არავის
bejo
რანაირასაა კარგად დაკომპლექტებული მამარდაშვილი ლამის რეალმა იყიდოს და ესენი ახალგაზრდულში არ ათამაშებენ )))) ერთი 10 კაცს ჩამოვთვლი ვინც უნდა იყოს გამოძახებული ეს სტატია აშკარად შეკვეთილია იმიტომ რომ დაუწუნეთ ყველამ მაისურას არჩევანი და ეხლა თავს ამართლებინებთ თუ რას შვებით ვერ ვხვდები ასეთი უსუსრი ბოლოს როდის იყო ნაკრები ??? იქნებოდა წარსულში მაგრამ არ მახსოვს მე პირადად...
ბათუმის ფანი
კლაკსვიკაო))))
semi
ყველა რომ ამ ვაისის გაშვებას ითხოვთ, მაისურაძის სტატისტიკას შეხედეთ ერთი. ახალგაზრდებში არ ვარგიან და უფროსებში რა უნდა ივარგონ.
კლაკსვიკა
წავაგებთ 0:3-ს. ესეთი სუსტი ახალგაზრდული გუნდი არ გვყოლია არასდროს!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0-3 იბერია 1999. კონტრშეტევების ფასი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-2 ტორპედო. აუტსაიდერს მოგება შეეძლო...
"სოსიედადმა" "ატლეტიკო" დაამარცხა და ესპანეთის თასის მფლობელი გახდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0-3 იბერია 1999. კონტრშეტევების ფასი
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ" - კოულ პალმერი
ვინ გაწვრთნის "რეალს"? - ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
ფარერის კუნძულები - საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში ტორსჰავნში
კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე
[VIDEO] გულიაშვილის გოლი, მაღალი შეფასებები და "რასინგის" ლა ლიგისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-2 ტორპედო. აუტსაიდერს მოგება შეეძლო...
გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგი" სან-სებასტიანში 2:0-ს იგებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 დილა. შეცვლამ დროზე მოუსწრო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 მეშახტე. დებიუტანტის ღირსეული ქულა
7-ქალა მონაკოს ტურნირზე ითამაშებს
WU19 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
არანაირი გარანტიები - "ბარსელონა" ფლიკს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს