30 ოქტომბერს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ლეგენდა, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი ნობი სტაილსი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტაილსის სიკვდილის შემდეგ ბრიტანულ მედიაში რამდენიმე კრიტიკული სტატია გავრცელდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ინგლისური ფეხბურთის მმართველი ორგანოები ავადმყოფ ლეგენდას არ დაეხმარნენ, საჭირო სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო თანხის არქონა კი მსოფლიო ჩემპიონის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ცნობილია, რომ ნობი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა და ოჯახს მისი სათანადო მოვლისათვის საკმარისი რესურსები არ ჰქონდა.

სტაილსი ყოფილი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. ეს დაავადება ფეხბურთელთა ძველ თაობასთან არის დაკავშირებული, რადგან ადრე ბურთი უფრო მძიმე იყო და უხეში ტყავისაგან მზადდებოდა.

2010 წელს ნობიმ გულის შეტევა გადაიტანა. მალევე გადაწყვიტა, რომ 1966 წლის მსოფლიო თასის ოქროს მედალი გაეყიდა - ეს ოჯახის შენახვის ერთადერთი საშუალება იყო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მისი მედლები 200 000 ფუნტად შეიძინა და ახლა ისინი კლუბის მუზეუმშია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სოციალური პრობლემის გამო 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 8 გამარჯვებულმა გაყიდა მედლები... სტაილსის გარდაცვალება კი სერიოზული კითხვების წარმოშობის საფუძველი გახდა, გაუწოდა კი დახმარების ხელი ინგლისური ფეხბურთის ორგანოებმა ლეგენდას?!

The Times-ის ცნობილმა ჟურნალისტმა ჰენრი უინთერმა talkSPORT-თან საუბარში გაიხსენა 2016 წლის ამბავი, როცა სტაილსის ოჯახმა ინგლისის პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციას დასახმარებლად მიმართა. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონი უფრო მეტს იმსახურებდა.

"ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა გააკეთა ნობი სტაილსმა თავისი ქვეყნისთვის, არამედ იმაზე, გააკეთა კი ქვეყანამ საკმარისი ნობი სტაილსისთვის?

მიმაჩნია, რომ პასუხი უარყოფითია. მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა. არც ფეხბურთელთა ასოციაციამ და არც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ თავი არ შეიწუხეს და სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს მის ოჯახს.

რაღაც მცირე დახმარება ფეხბურთელების ასოციაციამ აღმოუჩინა, მაგრამ იცი, რა უთხრეს ოჯახს?! დახმარების მიზანშეწონილობა უნდა შევისწავლოთო. გესმით? ეს ადამიანი ხომ მსოფლიო ჩემპიონი იყო!

წარმოგიდგენიათ, რამდენად რთული იყო ოჯახისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა?! რასაკვირველია, დამატებითი კვლევისა და სამუშაოს გარეშე უნდა დახმარებოდნენ."

ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ წამოსულმა ცრემლებმა ლამის წყალდიდობა გამოიწვია... "მანჩესტერ იუნაიტედმაც" კი დაიწყო საუბარი მათი კერპის შესახებ. ოღონდ, ცხადია, სიკვდილის შემდეგ... თან, ფეხბურთის ისტორიაში ინგლისი ერთადერთხელ, სწორედ 1966 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი...

მომზადებულია talkSPORT-ის მიხედვით

სოსო
ამ ხალხს ჰგონია,რომ გმირი,უფრთო ანგელოზი უნდა იყოს და მას ამ ქვეყნიური არაფერი სჭირდებოდეს და როგორც კი ნახავენ,რომ ისიც ადამიანია,თავისი სისუსტეებით,ადამიანური მოთხოვნილებებით...აღშფოთდებიან.აგერ!რა გმირი,რის წმინდანი!რითია ჩვენზე უკეთესი!ჯვარს აცვით ეგე!გმირი უნდა მოკვდეს და მხოლოდ მას შემდეგ უყვართ,რადგან მკვდარი,აღარაფერს მოითხოვს,მატერიალურს.ინგლისში რომ გარბიხართ,საქართველოში რამდენი გმირი გარდაიცვალა გაჭირვებაში,ვინმემ დაითვალა?ბიძინა ივანიშვილი შეაძლოა ცუდი პოლიტიკოსია,მაგრამ თავი გადააჭამეს,სახელმწიფოს წინაშე დასამხურებულ ადამიანებს,იმიტომ ეხმარება,რომ მათი მოსყიდვა უნდაო...ასეც რომ იყოს,თქვენ დახმარებოდით ბატონო,ან კიდევ ნუ მიიყვანდით იმ ადამიანებს,იმ გაჭირვებამდე...ვინმემ დაგიშალათ?ქვეყნის ჭამაში ყველანი ყოჩაღები ვართ და ამის უფლებისათვის,ერთმანეთსაც კი სჭამენ.აგერ ვხედავთ რაც ხდება.იქნებ ადამიანებზე დახმარებაში გარჯილიყავით ასე გულიანად?არც თქვენ გაქვთ ცოტა ფული ნაშოვნი.
ჟორა
არც დათო ყიფიანის ოჯახს აღმოაჩნდა საკმარისი ფული ღირსეული დასაფლავებისათვის.
Ilia
სლავა მეტრეველი გამახსენდა. მანაც სიღარიბეში დალია სული.
ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ინტერესი MLS-იდან - სალაჰს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს
პირადი კონტრაქტი შეთანხმდა - ალისონი "ლივერპულიდან" წასვლაზე ერთ ნაბიჯშია
თანაბარი ტაიმის შემდეგ თსუ-მ ორბი დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა
შევალიე ალისონის შემცვლელად - სატრანსფერო ექსპერტი ინფორმაციას ავრცელებს
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
სასიამოვნო სიურპრიზი - ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება მამარდაშვილი
MyHome-მა მომხმარებლებისთვის ფასების სტატისტიკის ახალი გვერდი დაამატა
"მილანმა" ნკუნკუ ტრანსფერზე დააყენა
U22 | ვსა-მ ვინგსს გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში რუსთავს შეუწყვილდა
პალმერს "ჩელსის" დატოვება და კარიერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგრძელება სურს
"კვარაზე" უარის მიღების შემდეგ, "არსენალმა" თვალი პსჟ-ს სხვა შემტევს დაადგა
შერმადინის 10 ქულა, 7 მოხსნა და "ტენერიფეს" მარცხი "რიტასთან" ნახევარფინალში
აზაროვის "შახტარი" კონფერენს ლიგის ნახევარფინალში დამარცხდა
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
18-წლამდე 7-კაცას ტურნირი "შევარდენზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 სპაერი. ქეცბაიას პირველი საშინაო გამარჯვება
უსამართლობა. "ოქროს ბურთი 2026" - კვარაცხელიამ მხოლოდ ორი პოზიციით წაიწია წინ
უეფამ საუკეთესოდ რაისი აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანეს
Opta ჯიუტად პირველ ჩვენებას აწვება - "არსენალი" პსჟ-ს მოუგებს
სეზონის MVP-ის ტიტულის მოგების მორიგი შანსი | შერმადინი ესპანეთის ლიგის 20 საუკეთესოს შორის მოხვდა
ქვიზი: გამოიცანი, ვინ გამოიმუშავებს ევროპულ კლუბებში ყველაზე მეტს
ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
პალმერს "ჩელსის" დატოვება და კარიერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგრძელება სურს
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
[VIDEO] გიჟური მატჩი მოულოდნელი გმირით - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპული" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
ნდობა კერიკს - "მანჩესტერ იუნაიტედი" მწვრთნელს სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ