გუშინ, 18 ნოემბერს, CACTU2-ის ორგანიზებით ჩატარებული ტურნირი დასრულდა. პირველად, საქართველოს ისტორიაში, გულშემატკივარმა PUBG-ის უმაღლესი დონისა და ამავდროულად, მასშტაბის ტურნირი იხილა.

ტურნირში მონაწილეობა 430-მა გუნდმა მიიღო, სადაც გამარჯვება "TEAM ONYX"-მა მოიპოვა.

ფინალში 16 გუნდი მონაწილეობდა. ჩატარდა 12 მატჩი 2 დღეზე თანაბრად, თითო დღეს 6 თამაში.

sportall.ge გუნდის კაპიტანს, სანდრო ხვედელიძეს, (onyxMASTER-ს) დავუკავშირდით და გამარჯვების შემდგომ განწყობაზე ვესაუბრეთ.

" მოგესალმებით, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. საქართველოში ასეთი მასშტაბური და ორგანიზებული ტურნირის ჩატარება, თან სტუდიით, არარის ადვილი და დასაფასებელია , მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს. წინა ტურნირებთან შედარებით თამაშის დონე უკეთესი იყო. კონკრეტულად კლანებს რაც შეეხება, პირადად მე რამდენიმე გუნდისგან უფრო მეტს ველოდი, მაგრამ დრო აქვთ შემდეგ ტურნირამდე პროგრესირებისთვის . ვულოცავ "300 არაგველს" და "Known As" კლანს დამსახურებულ საპრიზო ადგილებს.

ჩემ გუნდს რაც შეეხება, მთლიანობაში ყველაფერი კარგად ჩავატარეთ, ლიდერბორდში ყოველთვის პირველ ადგილს ვიკავებდით, (საკვალიფიკაციო, ნახევარფინალი და ფინალის ორივე დღე) ბევრად დიდი ანგარიშით შეგვეძლო დაგვესრულებინა ეს ტურნირი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის გამარჯვებით.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტურნირი და ზოგადად ასეთი ორგანიზებული ჩემპიონატები ეხმარება გუნდებს განვითარებაში, რაც უფრო მეტი მაღალი დონის ტურნირი ჩატარდება საქართველოში, მსოფლიო ასპარეზზე წარმატებებს მით უფრო მალე მივაღწევთ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ასპარეზობას. საქართველოში, სამწუხაროდ, ტურნირები ამ მომენტისთვის აღარ არის, მაგრამ ჩვენ პარალელურად უცხოურ ტურნირებზე ვთამაშობთ და წინ რამდენიმე ფინალი გველის. გვქონდა შეცდომები, რაც ამ ტურნირზე გამოჩნდა,

მთავარია დავინახეთ, დანარჩენი ყველაფერი მარტივად გამოსწორდება.

მინდა, თქვენი მეშვეობით მივმართო ასევე იმ გუნდებს, რომლებიც მხოლოდ ბოლო ხელში ჩვენს ადგილზე ჩამოხტნენ, რადგან ჩვენთვის ხელი შეეშალათ. ასეთ მენტალიტეტს და დამოკიდებულებას სანამ არ შევცვლით, ვერც ეს გუნდები და ვერც ქართული კიბერსპორტი წინ ვერ წავა. იმ გუნდებს კი ვინც ცდილობს დაიხვეწოს და პროგრესირდეს, ვურჩევ რაც შეიძლება ძნელი პრაკები ითამაშონ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან, დაუღალავი ვარჯიში აუცილებლად გამოიღებს შედეგს!

საბოლოოდ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა CACTU2-ს ასეთი დონის ტურნირისთვის. ბევრი ასეთი დონის ჩემპიონატი ქართული კიბერსპორტის განვითარებას შეძლებს".

წარმატებები "TEAM ONYX"-ს და კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს გისურვებთ.

"TEAM ONYX"-ის ფეისბუქ გვერდის სანახავად ამ ლინკს დააჭირეთ.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს