ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" ჩემპიონთა ლიგის "ნოკ აუტის" სტადიის პირველი მატჩის წინ "ფეისბუქის" გვერდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"და წინ ისევ ბრძოლა გველის...

ძალიან კარგად გვესმის ჩვენი გულშემატკივრების მოლოდინი, რომ გუნდი გააგრძელებს წინსვლას ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე. ჩვენი სურვილი და მიზანიც სრულ თანხვედრაშია გულშემატკივრების განწყობებთან.

თუმცა მიგვაჩნია, რომ საჭიროა სწორი მოლოდინების შექმნა, ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელებისთვის არ უნდა შეიქმნას დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი ამ ისტორიული მატჩების წინ.

დღეის მდგომარეობით, ქალთა ფეხბურთის განვითარების მხრივ შვედეთი გაცილებით წინ არის საქართველოზე, შედარებისთვის ჩვენი მეტოქე გუნდი 1970 წელს არის დაფუძნებული და არსებობის 50 წლიან ისტორიას ითვლის, ეს მაშინ როცა საქართველოში ქალთა შორის რეგულარული ჩემპიონატი სულ რაღაც მეხუთე წელია ტარდება.

შვედეთის ეროვნული ნაკრები, რომელშიც ამჟამად "როსენგარის" 6 ფეხბურთელი ასპარეზობს, რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე, არის ევროპის 1984 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2003 წლის ვიცე-ჩემპიონი.

ჩვენ არ ვიქმნით წინასწარ ალიბის, უბრალოდ ჩავთვალეთ, რომ ობიექტურად უნდა შევხედოთ შექმნილ გარემოებებს. ცხადია ვიბრძოლებთ ბოლომდე და ღირსეულად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, არც ერთ წინა შეხვედრაში არ ვყოფილვართ ფავორიტები, არც ახლა ვიქნებით, არა უშავს, ამ როლს შეჩვეულები ვართ, მთავარია შედეგი!

გმადლობთ გულშემატკივრობისთვის!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

კონსელეირო
გოგონებს წარმატებები,მაგრამ შვედების დამარცხებაზე ფიქრი რათქმაუნდა უტოპიაა, იმედია სენსაციას მოახდენენ, არ მეწყინება:)
kote
წარმატებები გოგოებო
bacho
მოიგებთ კიდევაც თუ რაღაც ხრიკებსაც მოახერხებთ გურულებო! შვედებმა რა იციან გურულები ვინ არიან, ეგ ჩვენი კოზირია! თქვენ რომ ბრძოლობთ მაგას ყველა ხედავს და წარმატებები! საკუთარი თავის გჯეროდეთ! ბოლომდეეე! თქვნზე აუგს ვერავინ გაბედავს რომც წააგოთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ მოგებისათვის ყველაფერს იღონებთ.მთელი საქართველო თქვენს გვერდზეა! აბა თქვენ იცით!
გუჯა კახაძე
რეალობის შეგრძნება გაგაჩნიათ და ეს წარმარების 50%-ა. თუ თქვენი მიზანი მოედანზე გასვლა და სწორად თამაში იქნება კიდევ 20% დაგემატებათ... თქვენთვის ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდესა არასწორი ფსიქოლოგიური განწყობა - როდესაც მოგება ხდება თვითმიზანი. თქვენი თვითმიზანი უნდა იყოს მოწინააღმდეგის შეცდომების სწრაფად გამოყენება და გამარჯვებაც მოვა. გისურვებთ დამსახურებულ წარმატებას!
buba
ითამაშეთ თავისუფლად და ლაღად. თქვენ თქვენი საქმე უკვე გააკეთეთ და თქვენი მისია უკვე შეასრულეთ!!! წარმატებები!!!
Lula
გოგოებო, უბრალოდ გადით მოედანზე და ითამაშეთ თქვენი სიამოვნებისთვის. დამიჯერეთ შედეგი დაიდება. თუ იმაზე იფიქრეთ, ვაიმე რომ წავაგოთ ხალხი ჩვენზე რას იფიქრებსო, არაფერი არ გამოგივათ. არ ინერვიულოთ, უბრალოდ ისიამოვნეთ
გეგი
თქვენ ისედაც ძალიან ბევრი გააკეთეთ უკვე,ასე რომ ნუ დაიძაბებით.დიდი მადლობა თქვენ ყველას და ძალიან მიყვარხაართ!!!
zaza
სწორი შეფასება არის, გადით იბრძოლეთ, ჩვენი ტაქტიკა ალბათ ისევ დაცვა იქნება კონტრშეტევების იმედად, ოღონდ ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად შვედები და მთავარია ბევრი ბურთი არ გაუშვათ და იბრძოლოთ. ორი მატჩის ჯამში 1-2 ბურთი თუ გავიტანეთ მაგარი იქნება, ისე ობიექტურად -7 საერთო ჯამში ბურთების სხვაობა მეტი თუ არ იქნება, ცალსახად ღირსეულად გამოგივად თამაში. მალტის ნაკრებთან შედარებით ის შვედური კლუბი ბევრად ძლიერია, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ოღონდ ბოლომდე იბრძოლეთ, როგორც იბრძოლა ლოკომოტივმა გრანადასთან.
L.J.
წარმატებები გოგოებს !!!!
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი საქართველოს ქალთა ფეხბურთში
"ლანჩხუთი" სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
თეა წულუკიანი "ლანჩხუთს" შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა
"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
საქართველოს ნაკრების მცველი "სივასპორში" ითამაშებს