"Postv სპორტმა" "დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელ ჩისკო მუნიოსთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ესპანელმა დამრიგებელმა სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"გასული წელი ძალიან რთული გამოდგა. გუნდში პანდემიის გამო ძალიან ბევრი ცვლილება ხდებოდა. უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში 12 ინფიცირებული ფეხბურთელი გვყავდა.

უნდა აღვნიშნო ფედერაციის კარგი მუშაობა. მათ დიდი ძალისხმევა გასწიეს, რომ ეს სეზონი დასრულებულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

კლუბში ექიმებმაც შესანიშნავად იმუშავეს. საბოლოოდ ყველაფერი გამოგვივიდა და ახლა ძალიან ბედნიერები ვართ.

ზედიზედ ორჯერ მოვახერხეთ ჩემპიონობის მოპოვება. შეცდომებიც ბევრი იყო, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

რაც შეეხება მომავალი სეზონისთვის ცვლილებებსა და ტრანსფერებს... ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გუნდის გაძლიერებაზე. ქვეყანაში საუკეთესო გუნდი გვყავს და გვჭირდება საუკეთესო გეგმა განვითარებისთვის.

მთელი სტაფი ამ საქმეშია ჩართული. ახლა ძალიან რთული დროა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალი წლისთვის უფრო ძლიერი კლუბი გვყავდეს.

მესმის გულშემატკივრების გულისწყრომა, რომ ევროსარბიელზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს.

ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების მუშაობით. ისინი ბევრს მუშაობენ და თავიანთ საქმეს ძალიან კარგად აკეთებენ.

ხალხს ჰგონია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მარტივია, რაც ტყუილია. ასევე არავინ საუბრობს იმაზე, რომ "დინამომ" მატჩები ითამაშა გასვლაზე.

უელსში და ფარერებზე ძალიან რთული და კატასტროფული დღეები იყო და მინდა, რომ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფანები გუნდს მოგებისა და წაგების დროსაც გვერდში ედგნენ.

საერთაშორისო თამაშები ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ოცნების მისაღწევად.

მომავალ წელს საქართველოს თასზე, ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე მოგვიწევს ასპარეზობა და უნდა შევქმნათ ისეთი გუნდი, რომელსაც ყველაფრის მოგება შეეძლება.

ევროსარბიელზე შედეგები მინიმუმ 50%-ით უნდა გავაუმჯობესოთ და ეს ყველამ ერთად უნდა შევძლოთ", - თქვა ჩისკომ.

zura
ხო ეხლა მავრიტანიის კუნძულებთან წაააგეთ და ესე როგორც იცით ხოლმე სტანდარტულად გამოსვლა სტაბილურად 6_1 გააუმჯობესეთ
Status quo
სანამ ფიფია მანდაა, არაფერი გამოვა თქვენგან.
ზორბეგი
ფეხბუთის თამაში არ იცით და რაც გინდა ის თქვით
ზვიადი
ფარერებთან 0:3 უნდა წააგოთ თუ 1:3
Homerson
ცოტათი გვიანია ეს ბოდიში. მითუმეტეს როცა საქმე დინამოს ეხება. ასეთი ისტორია, ბაზა , სტადიონი, ხალხის სიყვარული... თუმცა (!) ჩისკო ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე ამ არა პროფესიონალების ხელში ( პრეზიდენტი, ფეხბურთელები, მენეჯმენტი)
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
კონფერენს ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა