მიხეილ ბერიშვილის საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთის წყალობით “ალ შამალმა” “ალ აჰლი” 86:85 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 1.1 წამით ადრე 84:85 ჩამორჩენილ მის გუნდს ბურთი გვერდითა ხაზიდან შემოჰქონდა. პასი ბერიშვილმა მიიღო და საფინალო სირენის გაჟღერებამდე მოასწრო სროლა. დაახლოებით 4 მეტრიდან ნასროლი ორქულიანი “ალ აჰლის” კალათში ჩაეშვა და შეხვედრაც დასრულდა.

კომენტატორმა მიშა, მიშას ძახილით დაასრულა რეპორტაჟი, მოედანზე კი გახარებული “ალ შამალის” კალათბურთელები დარბოდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ. ბერიშვილმა შეუცვლელად, სრული 40 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 ორიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მიშას ანგარიშზე 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩჭრა დაგროვდა. ბერიშვილმა 2 ჯარიმა მიიღო, ბურთი არ დაუკარგავს და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

საერთო სარგებლიანობით ბერიშვილი მე-2 იყო. საუკეთესო კი ვაელ არკაჯი გახდა, რომელმაც 39 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. 3 მოგებითა და 1 მარცხით “ალ შამალი” მეორე ადგილზეა. შემდეგ ტურში ბერიშვილის გუნდი ბოლო ადგილზე მყოფ “ალ რაიანს” სტუმრად, 22 დეკემბერს შეხვდება.

GBF.GE

კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი