ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გასული, 2020 წელი სტატისტიკური კუთხით შეაჯამა და საერთო სარგებლიანობის მხრივ საუკეთესოდ გიორგი შერმადინი აღიარა. ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს ლიგაში არავის რომ არ ინდობს და თამაშების უმეტესობაში MVP-ის ტიტულს რომ ეპატრონება, ყველას კარგად მოეხსენება. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ქართველ ცენტრს უდიდესი აღიარება ხვდა წილად – "2020 წლის მეფე" – ასე უწოდა ACB.COM-მა გიორგი შერმადინს.

"გასული წლის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ისეთ სახელოვან კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ვალტერ ტავარესი, მარსელინიო უერტასი და ნიკოლა მიროტიჩი არიან. შერმადინი გამორჩეული იყო სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით, ქულებში კი იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა მიროტიჩთან. სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გადასწონა ტავარესის გარჯა, რომელიც პირველი გახლდათ მოხსნებში, წუთებში, მოგებებსა და დაფარებებში".

საქართველოს ნაკრების ცენტრის ჯამური სარგებლიანობის კოეფიციენტი 592 იყო, მის უკან კი ხსენებული ტავარესი (579), მიროტიჩი (547), ფაკუნდო კამპაცო (496) და ბოიან დუბლევიჩი (433) აღმოჩნდნენ. საინტერესოა, რომ შერმადინი ამ კომპონენტში 2017 წელსაც საუკეთესო იყო 710 ქულით, 2018-ში კი პირველობა თორნიკე შენგელიას (791) ერგო, რომელიც მაშინ "ბასკონიას" წევრი იყო, ამჟამად კი მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს.

2020 წლის განმავლობაში აღებული ქულების მიხედვით, ქართველ ცენტრსა და ესპანური ლიგის, ალბათ, უმთავრეს ვარსკვლავ ნიკოლა მიროტიჩს იდენტური მაჩვენებლები ჰქონდათ – 453 ქულა. მათ მცირედით ჩამორჩება დილან ენისი (443), ხუთეულში კი კლემენ პრეპელიჩი (418) და დარიო ბრისუელაც (415) არიან. მოხსნებში ტავარესს (257) ბადალი არ ჰყოლია, თუმცა შერმადინი აქაც საუკეთესოებში ტრიალებდა. 185 მოხსნით გიორგი მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა და "რეალის" ცენტრის გარდა, მხოლოდ "მურსიას" ბრაზილიელ ლეგიონერ აუგუსტო ლიმას ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის შერმადინი "ტენერიფეს" ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის აშკარა ლიდერია. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 24:39 წუთი, 16.4 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.2 პასი. გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 22.7-ს უტოლდება და ეს მთელ ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელია. ტენერიფელებს 17-დან 14 მატჩი აქვთ მოგებული და "ბარსელონასთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს, სტუმრად, აუტსაიდერ "გიპუზკოა ბასკეტთან" ჩაატარებენ.

GBF

შოთა
ეს საოცრებაა! ყოჩაღ გიო, უძლიერესი ხარ!
სოსო
გილოცავ გიო,მაგარი ხარ!ევროპის ჩემპიონატისთვის,სამქულიანი სროლებიც რომ აღიდგინო,მაგარ კოზირს მოგვიმატებ და შედარებით სუსტ უკანა ხაზს,დიდ შეღავათსაც მისცემ.
Giorgi
უსერიოზულესი შედეგი და აღიარებაა. წარმატებები გიოს მთელი გულით, ძაან მაგარ ფორმაშია და ესე გააგრძელოს!
მერაბ მაღლაკელიძე
გიო! გვეამაყები. აბა რისი შერმინატორია? ანადგურებს მოწინააღმდეგეებს.
რიგითი
გიორგი საოცარ თამაშს აჩვენებს და ტენერიფეშიც ბედნიერია... უბრალოდ ერთ რამეზე მწყდება გული , რომ არ თამაშობს ევროლიგაზე... წარმატებები ყველას და შობას გილოცავთ ხალხნო...
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე