ყაზანის "რუბინის" "ფეისბუქგვერდმა" რუსეთის პრემიერლიგის პირველ წრეში გუნდის წევრების სხვადასხვა მონაცემი გამოაქვეყნა და ცხადია, ჩვენთვის საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკაა.

ხვიჩამ ჩემპიონატის პირველ ნახევარში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და 4 პენალტი მოიპოვა; თავისი გუნდის მიერ გატანილი გოლების 36%-ში მიიღო მონაწილეობა.

გარდა ამისა, ხვიჩა მეტოქის მოტყუებების რაოდენობით ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, წარმატებული მცდელობის მაჩვენებელი კი 52% გახლავთ. ასევე, კვარაცხელია ჩემპიონატის მასშტაბით მიწაზე თამაშისას ყველაზე მეტჯერ შევიდა ორთაბრძოლაში, რაც ასეთ ფიზიკურ ლიგაში 19 წლის თინეიჯერისთვის საოცარი მონაცემია. ამასთანავე, ხვიჩა შეტევით ორთაბრძოლებში ჩართვით ჩემპიონატში მეორე ადგილზე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას გადაცემათა სიზუსტემ 77% შეადგინა, რაც ფლანგის შემტევის კვალობაზე ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ეს რიცხვები კი მეტყველებენ იმაზე, თუ რამდენად უშიშარი და გაბედული მოთამაშეა ხვიჩა. ასევე, ნათლად აჩვენებს მის ფიზიკურ მონაცემებსაც, რაზეც სიომინიც საუბრობდა, კვარაცხელიას ისეთი ფიზიკა აქვს, ზედიზედ ორ თამაშს ჩაატარებსო...

თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მთავარი საფუძველი ტექნიკაა: როგორ გიჭირავს ბურთი, რამდენად ადვილად და ხარისხიანად ახერხებ ბურთის საჭირო ადგილას მიტანას, რამდენად ზუსტი ხარ. გუნდები ტექნიკის ნაკლებობის დასაბალანსებლად ფიზიკურ სიძლიერეს იყენებენ. თუ ფეხბურთელი ტექნიკაში ვერ ვარგობს, მოწინააღმდეგე ფიზიკაში უნდა დაჩაგროს. ხვიჩას კი ტექნიკაც აქვს და ძალაც, მთავარი მათი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაა და რაღაც გრანდიოზულს წინ ვერაფერი დაუდგება...

beqa
იმედია გაორმაგებით მიუდგება ვარჯიშებს დარტყმა ფინიშირება უნდა დახვეწოს და სუპერ ფეხბურთელი გახდება!
G.LA
გოლების გატანას უნდა მოუმატოს აუვცილებლად. კარში დარტყმაზე უნდა ივარჯიშოს უფრო მეტი. წარმატება ხვიჩას.
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
ანუ ერთ თამაშში ერთი გოლი გადის,ასე გგონია?
ქობულეთს
დავითაშვილი ფეხბურთელი გონია? ჯერ რა ფეხბურთი უნდა ითამაშოს ლამისაა შესაბოლი გახდეს ისეთ წონაშია...
ზალიკო
16 თამაშში რუბინმა 24 გოლი გაიტანა და აი ამ 24 გატანილი გოლებიდან 36 % -ში მიიღო მონაწილეობა
Nugzari
გამოტოვებულ თამაშებს ათვლიან
ქობულეთი
ეს შედეგი ორი გოლი და სამი საგოლე პასი მიუღწეველი შედეგია,ოქროს ბურთზე უნდა წსრადგინონ უეჭველი,,ისე რუბინში ვინმე მძიმეწონოსანი დავითაშვილი რომ იყო სად არის? ეხლა რატომ არ წყვიტავს ვარსკვლავებს როცა აქ იყო მიქონდა ჯიკავით..ვის რად უნდა ძალით ნათამაშები ფეხბურთელი რუსეთშიც,
ბათუმს
თავისი გუნდის მიერ გატანილი გოლების 36%-ში მიიღო მონაწილეობა.
ბათუმი
თუ 16 თამაშში 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 4 თერთმეტმეტრიანაია 36% როგორ აქვს საგოლე მომენტებში მონაწილრობა? 50% არ უნდა იყოს?:) წარმატებები ხვიჩას!!!
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "სოშოს" მოუგო
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] მიქაუტაძემ გაიტანა, ოსიმენმაც - "ვილიარეალმა" სტამბოლში "გალათასარაის" მოუგო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - მუნდიალის გმირი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება
ხვიჩა ტრავმას გადაურჩა - ქართველის პრეასისტი და პსჟ-ს ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"