2017 წელს კილიან მბაპეს კარიერა რადიკალურად შეიცვალა. "მონაკოს" ვუნდერკინდზე ევროპის ყველა ტოპ-კლუბი ოცნებობდა, ფეხბურთელის ოჯახი კი ვარიანტებს დიდი ხანი განიხილავდა. ბოლოს კილიანი პსჟ-ში აღმოჩნდა, თუმცა დიდი შანსი გახლდათ იმისა, რომ თავი "ლივერპულში" ამოეყო.

სავარაუდო ტრანსფერზე დიდი ზეგავლენა ამერიკულმა კომპანია Nike-მა მოახდინა, რომელიც კილიანის "ენფილდზე" ჩაყვანას ცდილობდა. ჯერ კიდევ 2017 წელს ფეხბურთელს "ლივერპულის" მფლობელი ჯონ ჰენრი შეხვდა: მბაპეს ოჯახს კერძო თვითმფრინავი გაუგზავნა და მათთან ერთად ნიცის თავზე ორი საათი იფრინა. L'Equipe-ის ინფორმაციით, სწორედ ამ ხნის განმავლობაში გრძელდებოდა მოლაპარაკებები, თუმცა ბოლოს ფრანგი პარიზულ გრანდში აღმოჩნდა.

იმავე ინფორმაციას ფლობს "წითლების" ლეგენდა ჯეიმი კარაგერი. CBS Sports-თან ინტერვიუში ყოფილმა ფეხბურთელმა უნიჭიერესი ფრანგის მერსისაიდულ კლუბში გადასვლის შანსები მომავალშიც საკმაოდ იმედიანად შეაფასა.

"არ ვხუმრობ, ვეყრდნობი იმ ფაქტს, რომ 2017 წელს "ლივერპულში" თვლიდნენ, მბაპეს ხელში ჩაგდების ძალიან კარგი შანსები ჰქონდათ. ვიცი, რომ სხვა კლუბების მსგავსად, მას იურგენ კლოპი ესაუბრა.

როცა "წითლებმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ბევრმა "ლივერპულს" ისე შეხედა, რომ კლოპსა "ენფილდის" მხარდაჭერასთან ერთად "რეალის" დონის კლუბად შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ის "რეალში" ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ "ლივერპული" ასეთი ფეხბურთელისთვის მომდევნო ნაბიჯის გადადგმამდე იდეალური ადგილი იყო", - ციტირებს კარაგერს The Mirror-ი.

პსჟ-სა და მბაპეს შორის კონტრაქტი 2022 წელს იწურება და კლუბი ახალი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ფეხბურთელმა კი თქვა, რომ გადაწყვეტილებას ისევ ფეხბურთელთან ერთად მიიღებს.

2017 წელს პსჟ-მა კილიანი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ იჯარით აიყვანა, ხოლო 1 წლის შემდეგ 145 მილიონ ევროდ გამოისყიდა. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მბაპემ 21 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. 6 დღის წინ 22 წლის თავდამსხმელმა "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" კარში 3 გოლი შეაგდო.

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ის შეიყვანეს და ჩემი ქმარი არა" - ნატალია France Football-ის გადაწყვეტილებით გაოგნებულია
წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს - "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელის უცნაური ამბავი
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
დემბელემ თავისი აზრით, "ოქროს ბურთის" მოგების სამი მთავარი კანდიდატი დაასახელა
რას გადაწყვეტენ "ლივერპულში"? - მამარდაშვილს სეზონის განმავლობაში დააკვირდებიან
მბაპე: "ოქროს ბურთის" მოგება შემიძლია
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
მამარდაშვილის "რეალის" სიაში მოხვდა, "ლივერპულის" ახალმა მეკარემ კი ქართველს საკმაოდ ხმაურიანი შეტყობინება გაუგზავნა
"ოქროს ბურთს" ამ ფეხბურთელს მივცემდი, მეორე ადგილზე კი მას დავაყენებდი" - ანრიმ თავისი ფავორიტები დაასახელა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
"ამის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ახლა საჭიროა" - მოურინიო "სოსიედადთან" გამარჯვების შემდეგ
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"კვარას" არყოფნა კითხვებს გააჩენს! - პსჟ-ის მატჩი და რამდენი ითამაშებს 11 ქართველიდან?
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
"გვინდა და ასეც მოხდება" - მბაპემ "რეალის" გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] ისაკის დუბლი 3 წუთში და ბარკოლას დებიუტი - "ლივერპულმა" "იფსვიჩი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა