ყაზანის "რუბინმა" (მეტწილად) ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტიანი მოქმედებებითა და ჯორჯე დესპოტოვიჩის დუბლით მოსკოვის "სპარტაკს" გასვლაზე მოუგო, ხოლო "მატჩ ტვ-ს" ექსპერტმა, რუსეთის ნაკრების ყოფილმა შემტევმა ვლადიმირ ბისტროვმა "კვარა" შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

თამაშის შემდეგ ხვიჩამ ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა:

"ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია თამაში, არც მინდორი იყო საუცხოო პირობებში. მაგრამ მოვიგეთ, სახლში 3 ქულა მიგვაქვს და ბედნიერი ვარ.

კვინსი პრომესი მაღალი დონის ფეხბურთელია, მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ითამაშო და ასეც ვიქცეოდით.

ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მიმაჩნია, რომ ყველა დარჩენილი შეხვედრის მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.

გამიხარდა თამაშის საუკეთესო მოთამაშედ რომ დამასახელეს, თუმცა ჩემთვის დღეს საუკეთესო დესპოტოვიჩი იყო, ამიტომ თუ ამ პრიზს მთხოვს, უპრობლემოდ გადავცემ,"- თქვა ხვიჩამ.

ქართველი
ყოჩაღ ხვიჩა მასე გააგრძელე. რაც მტავარია თავმდაბალი და უბრალო ხარ პროფესიონალთან ერთად.თავმდაბლობაა ის რაც მოგიტანს ყველანაირ სიკეთეს და წარმატებას. იმიტო უყვარხარ მთელ რუსეთს. საქართველოზე აღარაა საუბარი. წარმატებები შენ და ყველა გულიან და უბრალო ქართველ სპორცმენს.

ძალიან მაგარი ბიჭია და იმედია შემდეგი სეზონიდან,რომელიმე ევროპულ ამბიციურ კლუბში გადავა,სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.ისე ვიცი რომ რონალდოს გულშემატკივრობს,არადა მესის უფრო ჰგავს სათამაშო სტილითაცვდა ხასიათითაც, რონალდო არასოდეს არ იტყვის ჩემ პრიზს სხვას ფეხბურთელს გადავცემო,ამ საკითხში მესი ბევრად უფრო უბრალო ადამიანია,ისე როგორც ხვიჩა.ორივე სიამოვნებისთვის თამაშობენ ფეხბურთს.რონალდო უფრო მეტად წარმატებისთვის,რითაც მიაღწია კიდეც,რასაც მიაღწია.ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ხასიათი უკეთესია,ორივეს ძლიერი ადრენალინი მოაქვს,როგორც სიამოვნებით თამაშს,ასევე წარმატებას და თუ ეს ორივე ერთად გაქვს, ამაზე დიდი ნარკოტიკი და ორგაზმი არარსებობს დედამიწაზე.წარმატებები ხვიჩას
კ ო მ ბ ლ ე
აი ის კაცი, ვისიც მართლა გვეამაყება...
გადასარევი გიორგი
ყოჩაღ - დესპოტოვიჩზე რაც თქვი. წარმატებები ხვიჩა, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ :) ფეხბურთზე ხომ არაფერს ვამბობ
ჟორა გაბრიჭიძე
ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი პელეს, გარინჩას, მესხის, მეტრეველის და მაგ თაობიდან ყველა დროის ფეხბურთს. მესხისა და გარინჩას დროს მოედანზე სპექტაკლები იდგმებოდა, სადაც ქართულ ფეხბურთსაც არ აკლდა მაღალი დონის შემსრულებლები. დღეს კი ფეხბურთი პასის კულტურაზე გახდა დამოკიდებული და დრიბლინგის გაკეთებას კიდეც უშლიან ფეხბურთელს. კვარაცხელია და ასეთი ბიჭების იმედი მაქვს, რომ ფეხბურთს დაუბრუნებენ სანახაობრივ მხარეს და ერთი ათად დაფასდებიან დრიბლინგის ოსტატები.
Zaza
ძალიან მაგარია ათრია მთელი სპარტაკი თავის პრომესე თი საუკეთესო გახდა თამაშის და სპარტაკის ქომაგმაც კი დააფასა შრომა როარ ეზარება ძალიან კარგია მარტო ნიჭით დღეს დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ.
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება