წარმოგიდგენთ ფეხბურთის 10 შეხვედრას, რომლებშიც გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა.

10. ავსტრალია-ტონგა - 22:0 (2001)

2001 წელს, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე, ავსტრალიის ეროვნულმა ნაკრებმა ტონგას 22:0 სძლია. ამხელა სხვაობით გამარჯვების შემდეგ ავსტრალიელთა კომპეტენტურმა ორგანომ აზიის მხარეში ჩართვის სურვილი გამოთქვა, რადგან ამ დონის გუნდებთან თამაშით მათი განვითარება ნამდვილად არ მოხდებოდა.

9. "პრესტონ ნორდი"-"ჰაიდ იუნაიტედი" 26:0 (1887)

1887 წელს ინგლისში, FA თასზე "პრესტონმა" "ჰაიდ იუნაიტედი" 26:0 დაამარცხა და ტურნირის მიმდინარეობისას გატანილი გოლების რეკორდიც დაამყარა. მათ შემდეგ ვერც ერთმა გუნდმა მსგავსი შედეგი ვერ გაიმეორა.

8. "ვილიარეალი"-"ნავატა" 27:0 (2009)

2009 წელს "ვილიარელმა" და "ნავატამ" ამხანაგური შეხვედრა გამართეს, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ამას ამხანაგურს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით. "ვილიარეალმა" აღნიშნული შეხვედრა 27:0 მოიგო. "ყვითლების" თავდამსხმელმა ფერეირამ 7 გოლი გაიტანა.

7. ტაიტი-კუკის კუნძულები 30:0 (1971)

ოკეანეთის ჩემპიონატზე ტაიტის ნაკრებმა კუკის კუნძულებს გამანადგურებელი ანგარიშით, 30:0 სძლია. ტაიტის ამის შემდეგ მსგავსი ანგარიშით აღარ მოუგია, ხოლო კუკისკუნძულელები ისეთივე სუსტ ნაკრებად დარჩნენ, როგორც 1971 წელს იყვნენ.

6. ავსტრალია-სამოა 31:0 (2001)

ამ შეხვედრის შემდეგ ავსტრალია ოფიციალურად აზიის კონფედერაციაში გადავიდა, სადაც ნაკრები სხვა ძლიერ გუნდებთან ერთად იბრძოდა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე. როგორც თვითონ განმარტეს, დაიღალნენ მსგავსი ოფიციალური შეხვედრებით. ცნობილია, რომ სამოას ნაკრებში 15-16 წლის ბიჭები ირიცხებოდნენ, ავსტრალიელთა თავდამსხმელმა არჩი ტომპსონმა კი 13 გოლი გაიტანა.

5. "დანდი"-"აბერდინ როვერსი" - 35:0 (1885)

1885 წლის შოტლანდიის ერთ-ერთ შეხვედრაში, რომელშიც "დანდი" და "აბერდინ როვერსი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, შოტლანდიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება, 35:0 დაფიქსირდა. გოლის ავტორები ან სხვა ნებისმიერი სტატისტიკის შემცველი სიახლე არ არის შემორჩენილი.

4. "არბროტი"-"ბონ აკორდი" 36:0 (1885)

"არბროტის" რიგებიდან 18 წლის ახალგაზრდამ, ჯონ პეტრიმ 13 გოლი გაიტანა, თუმცა მისი სახელი დროის გასვლის შემდეგ ნელ-ნელა გაქრა.

3. ფიჯი-მიკრონეზია 38:0 (2015)

ფიჯისა და მიკრონეზიის დაპირისპირება 2015 წელს გაიმართა და გამანადგურებელი ანგარიშით, 38:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამდენი გოლი წყნარი ოკეანის ტურნირზე რეკორდული სულაც არ გახლდათ, რადგან მიკრონეზიის გუნდმა იმავე ტურნირზე ერთ-ერთი შეხვედრა გაცილებით დიდი ანგარიშით დათმო.

2. ვანუატუ-მიკრონეზია 46:0 (2015)

წყნარი ოკეანის ტურნირის ყველაზე დიდი სხვაობა ვანუატუს გუნდს ეკუთვნის, რომელმაც მიკრონეზია 46:0 დაამარცხა.

1. "ადემა"-"სტატ ოლიმპიკ ლემირნი" 149:0 (2002)

ამ თამაშის შედეგი გინესის რეკორდებშიცაა შეტანილი, როგორც ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება. ამ შეხვედრამდე "ოლიმპიკის" ფეხბურთელებმა ჩემპიონობის შანსი ბოლო წუთებზე არდადებული თერთმეტმეტრიანის გამო დაკარგეს, რაზედაც პროტესტის ნიშნად, პირველივე წუთიდან საკუთარ კარში გოლების გატანა დაიწყეს. მსაჯმა ეს მარაზმი ვერ/არ შეაჩერა და ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხიც დაფიქსირდა.

ამის შემდეგ ამ გუნდს თამაში 3 წლით აეკრძალა.

მომზადებულია yandex-ის მიხედვით

ფიფია
კარიკარი - დინამო დაამატეთ!
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა