ესპანეთთან მატჩის წინ „მარკა“ საქართველოს ნაკრების მცველს, ოთარ კაკაბაძეს ესაუბრა:

„ესპანეთი უკეთესი გუნდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს. „ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი აღფრთოვანებულია ესპანელთა კაპიტნით, მეტოქის ფავორიტობას აღიარებს, მაგრამ 2016 წელს ხეტაფეში 1:0 გამარჯვება ახსოვს.

ის ესპანეთში 2016 წელს თბილისის „დინამოდან“ ჩამოვიდა. თავის მშობლიურ ქალაქ თბილისში ესპანეთთან პირველად თამაშის იმედი აქვს. 2016 წლის 7 ივნისს, როდესაც საქართველომ ამხანაგურ მატჩში ესპანეთს სძლია, ოთარი სათადარიგო იყო. მსოფლიოს ჩემპიონთან მოპოვებული ერთადერთი გამარჯვება ქართველებისთვის ეპოქალური მოვლენა გახლდათ. 2012 წელს საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს თბილისში ბრძოლა გაუმართა. კასილიასის კარი ძელმა იხსნა, ერთადერთი გოლი კი საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე სოლდადომ გაიტანა. მაშინ კაკაბაძე 17 წლის იყო.

ოთარი ახლა „ტენერიფეში“ თამაშობს და ნაკრებში 38 მატჩი აქვს ჩატარებული. მომავალი შეხვედრის შესახებ საუბრისას თვალები უბრწყინავს: „ესპანეთს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე დავიხარჯებით, ყოველი ბურთისთვის ვიბრძოლებთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავახაროთ. ეს ისაა, რაც 2016 წელს ხეტაფეში გავაკეთეთ, თუმცა ამხანაგური მატჩი იყო. ისიც გვახსოვს, როგორ იწვალა ესპანეთმა თბილისში 2012 წელს“.

ორი გაფრთხილება

დელ ბოსკეს გუნდის შემდეგ თბილისში მალე დაზარალდა საფრანგეთი (0:0), ისევე როგორც დანია 2019 წელს.

იმ მატჩში მნიშვნელოვანი ელემენტი იყო: სავსე სტადიონი და არაჩვეულებრივი ატმოსფერო თავიდან ბოლომდე. „საქართველოს მიზანი მუდამ შემდეგი მატჩია. ჩვენ ჯგუფის უძლიერეს მეტოქეს შევხვდებით და ასევე ჩვენი დონის გუნდებს. სამწუხაროა, რომ სტადიონი სავსე არ იქნება. ჩვენ ჩვენს ხალხთან ერთად დიდ სიმბიოზს ვქმნით, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მატჩები იმართება. პანდემიამ ჩვენთვის ყველაფერი შეცვალა: მოგზაურობის საშუალება, სახლში ახლობლებთან დაბრუნება, ყოველთვის ნიღაბი უნდა ატარო, გულშემატკივრების გარეშე ითამაშო... ძალიან უცნაურია, თუმცა თანდათან ყველაფერს ეჩვევი“, - ამბობს ოთარი.

ანალიზისას „ტენერიფეს“ მცველი ოპტიმისტურადაა განწყობილი: “ჩვენ ძალიან შეკრული და ახალგაზრდული გუნდი ვართ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. ვეცდებით ფრთხილად ვითამაშოთ და შეცდომა არ დავუშვათ. ვნახოთ, რა მოხდება. ესპანეთი ჯგუფში საუკეთესოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს“.

კაკაბაძემ იცის, ვის უნდა გაუცვალოს მაისურა: „სერხიო რამოსი. უკვე მრავალი სეზონია ის მსოფლიოს საუკეთესო მცველია. თუ დაცვაში თამაშობთ, უნდა ყურადღება მიაქციოთ, ამას სერხიო როგორ აკეთებს“.

სანჩეს_
კარგი ახალგაზრდები ყოველთვის თავზე საყრელად გვყავს. მწვრთნელი არ გვყავს პატრონი არ გვყავს
ლშა
24-25 წლის ბიჭები ნამდვილად ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან
bijos
რომელია ახალგაზრდა? ლორია, კაშია,ჯაბა,კვერკვე, ქვილო 30-ს უკაკუნებს, გრიგალა. ახალგაზრდულია ლუქსემბურგი. ისე აღარც შენ ხარ ახალგაზრდა, არც აბუ, არც ოქრი და ვიღა დარჩა? 2-3 კაცი, ვისაც ხანდახან ათამაშებენ?
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება