ცნობილი გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ათამაშეს "ჰამბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 23 აპრილს, მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურში, სტუმრად "რეგენსბურგთან" მოგებულ (4:2) მატჩში.

90min-ი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძეს HSV-ს დატოვება მოუწევს.

გამოცემის ცნობით, იჯარით აყვანილმა ქართველმა თავიდან თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან როდესაც ფარიდე ალიდუმ რამდენიმე კვირა სახეირო ვერაფერი გააკეთა, ამით ვერ ისარგებლა.

გიორგიმ ჩემპიონატზე ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ 2 დაიწყო სასტარტოდან, 1 გოლი გაიტანა და 30 ივნისს მანუელ ვინცხმაიერთან, იან გიამერთან, ალიდუსთან და მიხაელ კაუფმანთან ერთად "ჰამბურგს" დატოვებს.

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, ისევ იჯარით გაუშვებენ თუ შანსს მისცემენ.

ქ. გ.
დღევანდელი თამაშის წინ გუნდთან ერთად მოთელვაზე გავიდა.
კახა ქ.
გაანებეთ რა ჭორაობას თავი.მეგობარი გოგონა რა შუაშია, ან რა მეგობარი კაცი ყავდეს აბა.მერე პლანს ეწევა,ბარში დადის,სოფელშიც კი აღარ ჭორაობენ ასე.გაიხსენეთ დათო რამდენი წლის იყო,რომ ათამაშდა....ასერომ მთავარია,მშვიდად ,წყნარად,ნელ--ნელა მიხედო შენ საქმეს.არაფერი არაა დაკარგული.წარმატებები.

ჩემი აზრით ნაადრევია, როცა 22 წლის ბიჭზე ვიძახით უკვე ჩაქრაო. რამდენი ფეხბურთელი ყოფილა 25 წლის მერე გახსნილა და უთამაშია დიდი ფეხბურთი. ნუ გადავუსვამთ ასე ხაზს ეგრევე. 30 წლის რომ იყოს სხვანაირად ვიტყოდი მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ფიზიკური, ფსიქოლოგიური მომზადება თუ ექნება, შეუძლია მას დიდი ფეხბურთია თამაში.
Master
ეს ბიჭი დინამოშიც რო მოიყვანო,ძალიან საეჭვოა აქ მაინც გაქაჩოს.ანანიძეზე გაცილებით ადრე ჩაქრა სამწუხაროდ.როცა ბელგიაში განაცხადში ვერ ხვდები და მეორე ბუნდესლიგის გუნდში ძირითადში რომ ვერ ხვდები და მაქსიმუმ ათ წუთს გათამაშებენ,იქ მორჩენილია დიდი ფეხბურთი.კი ითამაშებს პოლონეთში,უნგრეთში,კვიპროსში...კიი ნაკრებსაც ალბათ წაადგება ხანდახან,მაგრამ ეს ის არაა რასაც მისგან ველოდით ჩვენც და თვითონაც თავის თავისგან.წარმატებები.
სოსო
ზუსტად, ჭორიკნები
გიგა
ყველაზე ადეკვატური კომენტარი.
luka
კვარაცხელიას ნუ ადარებთ ვიღაც ჩაკვეტაძე,კვარაცხელია ვსრსკვლავია პროფესიონალია,ამიტომაც გააქვს ტოპ ნაკრებების კარებში გოლი..ჩაკვეტაძეს ანდორას ვერ გაცდა,მოუაროთ გავუფრთხილდეთ მართლა კვარაცხელიას,ლობჟანიძეს,დავითაშვილს მამარდაშვილს..ჩაკვეტაძე ჯერ გახდეს ფეხბურთელი და მერე დაიცავით ვისაც გული შეგტკივათ.
დაცვას მივხედოთ!
მე ვფიქრობ ჩაკვემ ამპლუა უნდა შეიცვალოს, დაცვაში გამოგვადგება!
Rrr ს
კვარაცხელიასაც ცილს წამებენ ასეთები და ყველა სხვა ნიჭიერ ფეხბურთელს, თუ კი ვინმე გამოჩნდება. ახლა ჩაკვე არის ცუდ დღეში და მაგას მიადგენ, მოიცა ცოტა ხანში კვარას დაუცდება ფეხი და ზუსტად იგივეს დაიწყებენ. სამწუხაროდ არავის ინდობენ ესენი. ვინ კლუბში დადის და ვინ ბარში რა ამათი საქმეა. მარტო საქართველოში გვყავს ასეთი ჭორიკანა გულშეატკივარი
Skeleton
რაღაც სისულელეებში ნუ ვეძებთ მიზეზებს. თუ ვინმეს კარიერაში ჩავარდნა აქვს როგორ ყველა პროფესორი გახდება მის გარშემო. არვიცი რატონ წერთ ბარებში და კლუბებში დადიოდაო, წარმოდგენა არ მაქვს სად დადის ახალგაზრდა ბიჭი და რითი ერთობა, ეგ არც უნდა აინტერესებსეს გულშემატკივარს. ამაზე ყურადღების გამახვილება იმას ნიშნავს, რომ ყველა სფეროში ზედმეტად ინტერესდება ხალხი სხვისი პირადით და ცხოვრების წესით. ადმიანმა მიიღო ტრავმა, ზოგი საერთოდ კარიერას ასრულებს მასეთი ტრავმის შემდეგ. მხარდაჭერა თუ არ შეგიძლიათ ეგ ირონიული და ჭორიკანა კომენტარები მაინც რა საჭიროა. ანდორას და ყაზახეთს გაუტანაო და რას გადაგვაყოლეთო, ეგერ კვარამ ესპანეთს და შვედეთს გაუტანა მაგრამ სულ პატარა ფეხის დაცდენაზე უარესად უვლით ზედ. სერიოზულად გგონიათ, რომ თუ შევაქებთ ფეხბურთელს მაგით გაფუჭდება და ბარემ ლანძღვა გვიყვარს და ვლანძღოთ? თუ ვინმემ დაწერა რეალში გადადისო ეგრე ყველაზე წერენ სატრანსფერო ჭორ-მართალს და მაშინ ვეღარ უთამაშია ვერავის ფეხბურთი :) ისწავლეთ საკუთარ ფეხბურთელებზე მხარის დაჭერა და წარმატების სურვება.თუ არ უსურვებთ წარმატებას, მაგასაც არავინ გავალდებულებთ. უბრალოდ ვინ სად ერთობა და ვინ პლანს ეწერა თუ მეგობარი გოგო ჰყავს ეგ არავის საქმე არ არის. ვერ ვიჯრებ რომ მსგავს კომენტარებს ვკითხულობ.
rrr
ბიჭო რა დაგიშავა ამისთანა ჩაკვეტაძემ ამ მისმა ოჯახმა ასეთ ცილს, რომ სწამებ, კი ბატონ დაწერე ცუდათ თამაშობს, ზარმაცია, ფსიგოლოგიური პრობლემები აქ, მარა რაც არაა იმას რატომ წერ? ყველამ იცის, რომ გიო რესტორნების, ქეიფის და დროსტარების კაცი არაა, ღმერთის არ გეშინია?
ქ. გ.
არ მოუხდა გიორგის ბელგიური ჰავა (კლიმატი) და დიეტა. საქართველოში ერთ თვეში ჯანზე მოვა. აი ნახავთ, რა კარგად ათამაშდება, თუ ჩამოვა საქართველოში.
andro
ვის რად უნდა ჩაკვეტაძე,ბელგიაში და გერმანიაში ბარ-რესტორნები არ აქვს დატოვებული,ვარჯიშზე აგვიანებს და საერთოდ ყარაულის თოფივით გაუარდა ერთი გოლი ნაკრებში და მხოლოდ რეალს დაუკავშირეს,მადლობა ღმერთს დღეს ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს კვარაცხელია დავითაშვილი კიტეიშვილი და არა ხაკვეტაძეს მსგავსი ვაი ფეხბურთელი
Winter
თავიდანვე არ იყო გამოსყიდვის უფლებით. რომ გადავიდა მაშინვე დაიწერა ოფიციალურად, რომ მშრალი იჯარაა და გამოსყიდვის უფლების გარეშეო. ზუსტად ვიცოდი რომ მოვიდოდა გაზაფხული, ისევ გენტში დაბრუნდება და ხალხს მშრალ იჯარაზე ინფორმაცია დაავიწყდებოდა :)) რა ადვილი გამოსაცნობია ქართველი გულშემატკივარი. როგორც კი საშუალება მიეცემა ახალგაზრდა ფეხბურთელი ლანძღოს, ეგრევე გადადის შეტევაზე, თანაც ისე, რომ ინფორმაცია არ აქვს, არც კითხულობს და არც ცდილობს გაერკვეს :) მეტი ვიკითხოთ და დასკვნები მერე. წარმატებები!
rigiti
გენტიდან ვერ მოდის ხალხო დიდი ალბათობით, საქართველოში იმ თანხას ვერ გადაუხდიან რაც კონტრაქტში აქვს კლუბთან თორემ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისი აქ ჩამოსვლა. ალბათ პოსტტრავმული ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, რეგულარული თამაში ჭირდება რის საშუალებასაც იქ ვერ აძლევენ, იქ თუ უმაღლეს დონეზე არ თამაშობ სკამზე ზიხარ. დაგავიწყდათ გენტს რამხელა ფასი ჰქონდა დადებული მის გაყიდვაზე?
ტაბუ
თავში აქვთ პრობლემა ჩვენს ,,ვარსკვლავბიჭუნებს" და არა ფეხებში!
ქ.გ.ს
ჰამბურგში თუ ვერ მოვიდა ჯანზე აქ ვითომ გვყავს სპეციალისტი რომელიც ჩაკვეს ფიზიკურად მოძლიერებას შეძლებს და აქამდე სხვებს ხო მოაძლიერებდა და ყველა დაინახავდა იმის მოძლიერებულს
ნიკა
როგორც ხშირად ხდება ქართველ ფეხბურთელებში აქაც დიდი ალბათობით სუსტი ნებისყოფის ხარჯზე ნიჭი იჩაგრება, ბევრი კითხულობს რატომაა მოედანზე თავჩაქინდრული, აბა როგორ უნდა იყოს ასეთი მონაცემების (რომელმაც მთელი ნაკრები მარტომ გაათრია ერთა ლიგის ფინალამდე) გამნიავებელი ადამიანი კარგ ხასიათზე. დანარჩენი უკვე მისი გონების და პიროვნული ბრძოლის საკითხია...
odala
ბაქი-ბუქა ტიპები რომ ვართ ვერ ხვდებით? სომხებს დავცინით და უარესად ჩვენ ვტრაბახობთ, როცა მიზეზი სულ უფრო და უფრო ნაკლები გვაქვს რაც დრო გადის.
ქ. გ.
დაბრუნდება საქართველოში, ფიზიკურად გაძლიერდება და ძალიან კარგად ითამაშებს.
გელა
ფაქტია რომ ევროპულ დონეზე ვეღარ თამაშობს არ არის ფომრაში სჭირდება ისეთ კლუბში გადასვლა სადაც ექნება ყურადღება და ბევრი სათამაშო დრო რომ ფორმა აღიდგინოს და თავდაჯერებულობა დაიბუნოს და ჩამოვიდეს თბილისის დინამოში ითამაშოს ერთი სეზონი აღიდგინოს ფორმა და წავიდეს მერე კვარაცხელია ჩამოვიდა ბათუმში და თამაშობს და ჩაკვეტაძე რომ ჩამოვიდეს რა პრობლემაა ისევ მაგას წაადგება ხომ ხედავს რომ ევროპაში ასეა 3-4 თამააშს გათამაშებენ ვერ დადებ შედეგს და მორჩა არავინ გადაგყვებაა გადაგსვამენ სკამზე.
Zuka
ჩამოვიდეს ბათუმის დინამოში თუ უნდა რომ ათამაშდეს. დინამო თბილისი იყო გუნდი სადაც საუკეთესო ფორმაში იყო. ბათუმში კაკრას კვარა დატოვება ივნისში და საკვალიფიკაციობზე დაგვეხმარება.
გიორგი
სპეციალისტები ლაპრაკობენ რომ საქართველოში არასწორად ხდება ბავშვების მომზადება ხელოვნური საფარით დაწყებული უბრალო ვარჯიშებით დამთავრებული რა პატრონი რის პატრონი ყველა ნიჭიერი ვინც გყავს ყველას ტრამვები აქვს რამდენი ჩამოგითვალო ანანიძე ჩაკვეტაძე ჭანტურია ყენია კიტეიშვილი მჭედლიძე ოქრიაშვილი ყველას მუდმივად ტრამვიანობს და ფიზიკური მომზადების კუთხით სრული კატასტროფაა ქართულ ფეხბურთში თუ პრობლემებზე არ ვილაპრაკებთ და არ გამოვასწორებთ ამ ქაქში ვიქნებით ყოველთვის.
PATRONI.
რას ქვია "ტრამვისკენ მიდრეკილი" ყიფიანების და ჩივაძეების დროს რატო არავინ არ იყო მიდრეკილი. მესხი მეტრეველი ყიფიანი დიდი დინამოს თაობა მშვენივრად იყვნენ და დედას ტირობდნენ რაღა ამ ბოლო 30 წელიწადში დაიწყო ტრამვისკენ მიდრეკილი. არასწორი აღზრდა და ვარჯიშებია ერთადერთი მიზეზი არავის ეგონოს რომ ქართველი როგორც ასეთი არის ტრამვისკენ მიდრეკილი ან "ფეხბურთი არაა ჩვენი თამაში" და ან "რუსული სკოლა" მოგვაკლდა ა.შ. ყ### ბები ნებისმიერი. ერთადერთი რაც გვაკლია არი პატრონი აი ნოდარ ახალკაცი იყო პატრონი
123
ზედმეტად ბრძნულ დასკვნებს ნუ აკეთებთ ნუ დასჩხავიხართ ყვავებივით, რას ქვია ვერ დადგება ამას ავადმყოფის გარდა სხვა იტყვის ვინმე საერთოდ. თქვენი გასარჩევი სადაა ვინ დადგება და ვინ არა, თქვენი მოსაწონი ხო არავინ მოიძებნა ვინა ხართ რა ხართ არაფრის ღირსები რო არ ხართ საერთოდ
გიორგი
ნუ გადაგვაყოლეთ ამ ყაზახეთთან და ანდორასთან გატანილ 3 გოლს და გაგვიხადეთ ვარსკვლავი ჩაკვეტაძე არის არ შემდგარი ფეხბურთელი არ შემდგარი ტალანტი მასეთი არ შემდგარი ტალანტი და ფეხბურთელი მილიონია ევროპაში თვითონ თუ არ უნდა ფეხბურთის თამაში ჩვენ ვერ ვუშველით ბელგიაში ჩავიდა სახლი მანქანა მისცეს კაი ხელფასი დაუნიშნეს და დაკმაყოფილდა მაგით ზაზას კომეტარს ვეთახმები მართლა მიქაუტაძემ უფრო მეტი ითამაშა და უფრო მეტი გოლი გაიტანა ამ სეზონში ბელგის ლიგაში ვიდრე ჩაკვეტაძემ ბელგიურ კარიერაში და იმ მიქაუტაძეზე ხალხი იმას წერს 20 გოლი უნდა გაეტანაოო და ჩაკვეტაძე თურმა ჯერ არნახული ტალანტია და ასეთი ტალანტი და ნიჭის პატრონი გენტში კონფერენც ლიგის განაცხადში ვერ ხვდება??? ხალხო მიწაზე დაეშვით რა და ნუ გადაგვაყოლეთ ამ მართა ანდორას ყაზახეთს და ლატვიასთან გატანილ 3 გოლს. ამან მაქსიმუმ ამ თამაშით კვიპროსში ყაზახეთში ან აქ საბურთალოში ითამაშოს ევროპაში ამას არავინ აღარ ათამაშებს ნორმალურ ჩემპიონატში. რაც შეეხება ტრამვას 1 წელია ტრამვა მოირჩინა და ერთი წელი ფეხბურთელმა ფორმა ვერ აღიდგინოს ეს არის სისულელეა ვინც შრომოს ვარჯიშობს და ფეხბურთს თამაში უნდა ის ფორმას ერთ წელში კიარ ერთ თვეში დაიბრუნებს.
გიორგი
ჩაკვეტაძემ რაც ტრამვა მიიღო და დაბრუნდა ტრამვის შემდეგ სულ სხვა ფეხბურთელია სამწუხაროდ ყველა ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელი ტრამცებისკენ არის მიდრეკილი ეგ ალბათ იმის ბრალია რომ ბავშობიდან არასწორად ხდება მომზადება ფიზიკურად ჯერ კიდევ 10 წლის წინ ლაპარაკობდა მაგაზე ქეცბაია რომ ფიზიკური მომზადება ძაალიან დიდი პრობლემააო შენ თუ გინდა ევროპაში გაუშვა ფეხბურთელები და იმათ იქ ითამაშონ მაშინ საქართველოშიც იმ ევროპული სტანდარტებით და მიდგომით უნდა მოამზადო ბავშვები ფიზიკურად როგორც იქ ამზადებენ რომ იქ რომ წავა ტრამვები აღარ ქონდეთ. ძალიან დიდი პრობლმა ასევე ქართული მენტალობაც ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი ბევრი ქართველი ფეხბურთელი რომ ჩადის ევროპის რომელიმე გუნდში იქ როცა მოეწყობიან სახლი მანქანა კარგი ხელფასი ამით კმაყოფილდებიან და ვარჯიშით თავს აღარ იწუხებენ თან ევროპაში თუ რომელიმე ქალაქის კლუბში თამაშობ იმ ქალქში უკვე ყველა გიცნობს და ყურადღების ცენტრში ექცევი გასართობიც ბევრია და ბევრს დაუწყია გულაობა გართობა და ფეხბურთი მე 2 ხარისხოვანი გამხდარაა მათვვის. ვინც სერიოზულად უდგება თავის კარიერას შრომობს ვარჯიშობს რეჟიმს იცავს მხოლოდ ფეხუბრთი აინტერესებს ისნი თამაშობენ მაგალითებიც ბევრი გვაქვს ამის ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი რომელმაც ვერ ითამაშა ისე როგორც შეეძლო და შედარებით ნაკლებად ნიჭიერი მაგრამ კარიერა რომ ქონდა. თუ თავად ჩაკვეტაძეს აღარ აინტერესებს ფეხბურთი და კმაყოფილია თავისი მდგომარებოით ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპრაკოთ ვერაფერს შევცლით ყველაფერი ჩაკვეზეა დამოკიდებული.
ზაზა
მე არ ვამბობ იმას რომ ჩაკვეტაძეს ღვაწლი დავუვიწყოთ და ყურადღება აღარ მივაქციოთქო რაც აქვს გაკეთებული ნაკრებისთვის ვიცით და ვაფასებთ ამის გამო აქ საუბარია იმაზე რომ მიქაუტაძე რომელიც საფრანგეთში დაიბადა გაიზარდა ჩამოვიდა საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ და ქართველი ჟურნალისტების და მედის მხრიდან იმსახურებს მეტ ყურადღებას დაფასებას და პატივისცემას კაცი თავის გუნდში ძირითადის ფეხბურთელია გუნდის ლიდერია სულ ძირითადში თამაშობბს გოლები გაქვს და ერთი წლის განმავლობაში ერთხელ ხომ შეიძლებოდა ვინმე ქართველი ჟურნალისტი ჩასულიყო და ინტერვიუ ვრცელი ჩაეწერა ბეკგუს ლიგა აქვთ ნაყიდი და მიქაუტაძის გუნდის მატჩი ერთხელაც კი არ გაუშუქებიათ არამგონია საქართველოში ქართველ გულშემატკივარს დიდად ბელგის ლიგაა აინტერესებდეთ უბრალოდ სერენის რამდენიმე მატჩის ტრანსლირება მიქაუტაძის დაფასება იქნებოდა.
N
მიქაუ ძალიან მომწონს, ძალიან ვქომაგობ და დიდ წარმატებას ვუსურვებ და ველი მისგან, მაგრამ მას ჯერ არ მისცემია საშუალება, რაიმე სერიოზული გაეკეთებინა ნაკრებისათვის. ჩაკვე, გარდა იმისა, რომ დიდი ტალანტია, არ დაგავიწყდეთ, რომ უკვე ისტორიული პიროვნებაა: ბოლოს და ბოლოს, კონფერენცლიგის ისტორიაში პირველი გოლი აქვს გატანილი! ხომ გახსოვთ, ამ ლიგის პირველ გათამაშებაში ნაკრებს როგორ მიუძღოდა! და თუ ადამიანს გაუჭირდა, სწორედ მაშინ უნდა ქომაგების თანადგომა და არა ჩაწიხლვა! მე მისგან დიდი ფეხბურთის თამაშს ველი! საბედნიეროდ, ბევრი გვყავს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი: თუნდაც აზაროვი, მიქაუ და დავითაშვილი რად ღირან! მაგრამ ახალგაზრდებიდან სადღეისოდ მე მაინც სამს გამოვარჩევდი: ჩაკვეს, იმისათვის, რაც მან კონფერენცლიგის პირველ სეზონში აკეთა; კვარას, რომელმაც შვედეთი გამოაგდო მსოფლიო ჩემპიონატიდან, ხოლო ესპანეთს რომ გოლი გაუტანა, მე წლის საუკეთესო გოლად მიმაჩნია, თუნდაც მისი მნიშვნელობის გამო და მამარდას (თუნდაც ხუთი უძლიერესი ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ აღაიარება რად ღირს!). ვინც არ მეთანხმებით, თქვენ-თქვენ გზაზე გაგიმარჯოთ!
არტ
ჩაკვეტაძეს რაც ჭირდება ეს ახალი გუნდის ძიება კი არა, საკუთარ თავში წარუმატებლობის მიზეზის მოძებნაა და არა გარეთ მიზეზების ძიება. გენტში ვერ გაუგეს, სანიოლი უკმაყოფილო იყო, ჰამბურგში მშვენივრად მიიღეს მაგრამ ახლა ძალიან უკმაყოფილოები არიან. ხოდა ასე ყველა როგორ ტყუის მასთან? თუ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ფსიქოლოგი აიყვანოს, თუ სამედიცინო პრობლემებია - მედიკოსი. ბავშვი აღარ არის და უნდა ესმოდეს რასაც აკეთებს. თუ არა ,მორიგი მენტალიტეტის მსხვერპლი გვეყოლება მისი სახით. ჟურნალისტებთან კი საყვედური - რა გახდა ერთი ინტერვიუ, იქნებ გავარკვიოთ რა ჭირს.
არტ
გეთანხმებით. მიქაუტაძისადმი ყურადღების ნაკლებობას ჩემთვისაც გაუგებარია. უნიჭიერესი ბიჭია.
ჯიმა
არ ათამაშეთ თქვენ ჩემის თვრამეტიანებო და 5 წუთით ზამენიდან შესვლა კი ჩაკვეს კიარა რონალდინიოს გაუჭირდებოდა თავის წარმოჩენა. არ გაჩერდე გიო. თქვენ ის თაობა ხართ საქართველოს ისტორიას დაწერთ ქართულ ფეხბურთში. მიაწექი ჯიმა... წარმატებები
G.LA
ძალიან საწყენია მარა ფაქტია ვერ დადგება ამ ბიჭისაგან, რასაც ბევრი ჩვენთაგანი მოველოდით და გვეგონა. მიზეზები უკვე აღარც არის საინტერესო. გენტში გვეგონა ჩაგრავდნენ, მერე სანიოლმა გვითხრა და ახლა გერმანელებმა ბეჭედი დაუსვეს.
75*
ჩამო ბათუმში
ზაზა
ბელგის უმაღლეს ლიგაში თამაშობს გიორგი მიქაუტაძე ამ სეზონში უფრო მეტი ითამაშა ძირითადში შეუცვლელად მიქაუტაძემ და უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე ჩაკვეტაძემ მთელს თავის ბელგიურ კარიერაში ჟორჟი თავის გუნდში ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია და საფრანგეთში დაბადებული და გაზდილი ბიჭი ჩამოვიდა საქართველოს ნაკრებში როცა საერთოდ შეეძლო უარი ეთქვა და ფეხბურთელი რომელიც კარიერას უსერიოზულესად ეკიდება დღედაღამე ვარჯიშობს თავდაუზოგავად რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. მიქაუტაძესთან არც ქართველი ჟურნალისტი ჩასულა მთელი წლის მანძილზე და ერთი ინტერვიუც კი არ ჩამოურთმევიათ მისთვის ქართულ არხებზე ბელგის ჩემპიონატი აქვთ ნაყიდი ჩაკვეტაძის გამო და გენტის მატჩებს უშვებდნენ სადაც ჩაკვე საერთოდ განაცხადში არ იყოო და სერენის და მიქაუტაძის მატჩი ერთხელაც კი არ გაუშუქებიათ ტელევიზიაში ერთხელაც კი არ უჩვენებიათ. მერე ჰამბურგში რომ წავიდა ჩაკვეტაძე ჰამბურგის მთელი მატჩების ბადე იყიდეს და მე ვერ გავიგე ამ ხალხის მიდგომა ვინც თამაშობს ვინც ლიდერია გუნდში ვინც სერიოზულად ეკიდება თავის კარიერას ვინც იმსახურებს ჩვენგან ყურადღებას პატივისცემას და დაფასებას თავისი საქციელის გამო იმას ვაიგნორებთ მე ჩაკვეს ათამაშებაც გამიხარდება მაგრამ ასეთი დაუფასებლობა და უპატივცემოლობა იმ ფეხბურთელის რომელიც თამაშობს და ვინც არ თამაშობს იმის ცაში აყვანა უსამართლობა მგონია.
გიორგი
მე პირადად ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ გიორგი შეძლებდა და ჰამბურგში ამ მიიღებულ შანსს გამოიყენებდა,მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შეძლო ძალიან მწყდება გული რომ ქართული ფეხბურთი და ნაკრები კარგავს ასეთ ტალანტს როგორიც ჩაკვეტაძეა. ჩემი აზრით გიორგის ახლა სჭირდება ისეთი კლუბი და მწვრთნელი რომელიც ყურადღებას მიაქცევს და დაეხმარება ფორმაში ჩადგომაში მიიღებს სათამაშო დროს ამ სიტუაციაში ქეცბაიასთან კიპრზე ან თბილისის დინამოში ჩამოსვლა ვფიქრობ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება.
EA7
დინამო თბილისი ❤️
სხვა
სამწუხაროა რომ აერია კარიერა, ეგეთი ნიჭის პატრონი რომ სხვებს კონკურენციად ვერ უწევს ალბათ ან არ ან ვერ შრომობს ფსიქოლოგიურ ამბავში, იმედია კარგ ფსიქოლოგს იპოვის
რა მაფიაა?
სამწუხაროა რომ შემდგარი ვარსკვლავობის განცდას უქმნის ქართული პრესა და საზოგადოება ზოგადად ჩვენს ბევრ ფეხბურთელს... ისიც სამწუხაროა რომ 18 წლის ბიჭების იმედად რომ არის ხოლმე ნაკრები და მათ თამაშს თუ ტრავმა არ აქვთ კითხვის ნიშანიც არ უდგას ჩვენთან... რაღაცნაირად უნდა გავყოთ უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელსაც ვარსკვლავობამდე ძალიან ბევრი უკლია და ჩამოყალიბებული პროფესიონალი, ვის იმედადაც შეიძლება იყოს ნაკრები სტაბილურად
კაპიტან გარდენბურგი
არ გეწყინოს გიორგი, მარა არაფრის გაფუჭებაზე თამაშს, ბურთის მოშორებაზე და უბრალოდ გუნდში დარჩენაზე, სულ დაანებო ის სჯობს. ან ითამაშე რა ნიჭიც გაქვს იმის შესაფერი, ან მიხედე მეგობარ გოგოს და ძმაკაცებს. არ იყო ეს თამაშები შენი შესაფერი.ასეთი ნიჭიერი ხარ მეგობარო და რა ხდება, რანაირად თავჩაქინდრული და უჯიგროდ გამოიყურები მოედანზე, თუ გაწუხებს გრავმა და მართლა უფრთხი რეცისივს, გასაგებია, მაგრამ ესეც თქვი შე კაცო სადმე, რა დაგემართა, გაუგებარია პირდაპირ შენი ამბავი. ყველა შენ გკყურებს და შენ რაღაცას რომ დააშავებენ ბავშვები, ისე გამლოიყურები. ხოდა თუ კიდევ პლანს ეწევი დაანებე თავი, სანამ დროა, თორე გამოგაშტერებს ეგ. ჯერ პატარა ხარ და შეძლებ ყველაფერს, მარა შეიძლება სულაც ვიღაც ხელს გიშლის. ეჰ, არადა შრნნაირი ნიჭიერი მე ცოტა ვიცი ფეხბურთელი, საწყენია ძალიან. გამოფხიზლდი
ნოდო
და ევროპაში ვინ არ აფასებს? უბრალოდ მიზეზი ვევრი ტრავმა რაც ისახება სათამაშო ფორმაზე და ამის გამო კლუბი ვერ ხეირობს და არავითარი ამოჩემება ვინმეს მიერ
ILIA
ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, იქცეს ვარსკვლავად.
N
სამწუხაროა! :-) ხომ არ აჯობებდა, რომ გიორგიც საქართველოში დაბრუნებულიყო იჯარით, ანუ იქ, სადაც აფასებენ, და აქედან ეჩვენებინა ევროპელებისათვის თავისი შესაძლებლობები, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, ხვიჩა.
გურამი
ჩამოდი აქ გიო იშრომე ისევ რიგში ჩაგიდგებიან ევროპაზეც რაღაც შანსი გაგვიჩნდება
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ