ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით გახარებულები ვართ და მის გზაზე სხვა ფეხბურთელებსაც ველით, თუმცა ქართველი ლეგიონერების ირგვლივ პრობლემებიცაა, რაზეც საუბარი საჭიროა.

ჩვენ არასდროს ვიყავით მომხრე და პირიქით, ვეწინააღმდეგებოდით იმ პათოსსა და ტონს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეიქმნა, რომელმაც რუსული ფეხბურთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ ყაზანის "რუბინთან" კონტაქტის შეჩერების უფლებით პირველივე დღეებში არ ისარგებლა. საბოლოოდ კარგად დავინახეთ, ყველაფერი როგორ დასრულდა და საათები აქ არაფერს წყვეტდა. ამის შემდეგ ფიფამ 3-თვიანი შეზღუდვები გაზარდა და ახლა რუსული კლუბებიდან დროებით წასვლა ლეგიონერებს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ. ამის მიუხედავად, იქ რამდენიმე ჩვენებური რჩება, მათ შორის, ნაკრების ყოფილი წევრი გია გრიგალავა, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მთავარი საწუხარი ლუკა გაგნიძეს უკავშირდება, რომელიც მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელია.

19 წლის ნახევარმცველის თამაში ვისაც უნახავს, მაშინვე დარწმუნდებოდა, რომ მას მინდვრის განსაკუთრებული ხედვა აქვს და ყველა თვისება გამოარჩევს, რის გამოც დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. როცა ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში იყო, მისი მოსკოვში გადასვლა და შემდეგ თუნდაც "ურალში" განათხოვრება ლუკას განვითარებისთვის ხელისშემშლელი არ უნდა ყოფილიყო და საბოლოოდ, ის ევროპულ კარიერაში წარმოგვედგინა. გაგნიძემ ფიფას შესაძლებლობით ისარგებლა და 3 თვით პოლონურ "რაკუვში", ვაკო გვილიასთან გადავიდა. ფაქტია, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში მას თავის გამოსაჩენად დრო არ მიეცა, საბოლოოდ კი ქართველი ფეხბურთელი მოსკოვში დაბრუნდა. რუსეთის ჩემპიონატი ყველა ღირებულმა ლეგიონერმა დატოვა და მათ კლუბებს ევროტურნირებზე გასვლაც აკრძალული აქვთ. ამ ფონზე გაგნიძის განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელი გვგონია, თანაც უკვე პრინციპული საკითხი გახდა, ყველა არარუსმა ისარგებლოს და რუსეთის ჩემპიონატი დატოვოს. ამის შესახებ განცხადება ლევან კობიაშვილმაც გააკეთა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა - "მნიშვნელოვანია, ეს შანსი გამოიყენოს ყევლამ... თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი". იქნება თუ არა უფრო მკაცრი შეზღუდვები, რთული სათქმელია. მაგალითისთვის, საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ რუსულ და ბელარუსულ გუნდებში მოთამაშეებს არ გამოიძახებენ.

გაგნიძესთან ერთად, მოსკოვის "დინამოს" ღირსებას ირაკლი კვირიკაშვილიც იცავს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრზე, 19 წლის ლუკა გაგნიძეზე, უფრო დიდი მოლოდინები და ინტერესია. რთული დასაჯერებელია, რომ კარიერის დროებით გასაგრძელებლად მისთვის რომელიმე, თუნდაც ქართული კლუბი ვერ მოიძებნა. გეტყვით, რომ პრემიერლიგაში ჯერ 3 ტური გავიდა და "დინამოს" 5 ქულა აქვს, გაგნიძე კი არც ისე ბევრს თამაშობს.

არტ
არ აჩერებს ეშმაკი არა? აბა, აბა, როგორ ბედავენ საკუთარი სამშობლოს დაცვას და იმ სათნო, საყვარელი რუსების ხოცვას ხომ? დანებდნენ, ჩააბარონ თავისი ქვეყანა,რა მოხდა მერე ასეა არა შენი ლოგიკით?
Skeleton
რა გინდათ მაგ საშინელ ქვეყანაში. მართლა გული მწყდება, არავის ვლანძღავ, უბრალოდ გული გაგისკდება ადამიანს. დღეს მედვედევმა დაპოსტა, რუსეთთან შეერთებამდე საქართველო როგორც ქვეყანა საერთოდ არ არსებობდაო და ეს ჩვენი მიწებია, რომელიც უნდა დავიბრუნოთო, მე მთელი გულით მჯერა, რუსეთუმეები რომ მიწოდებია და მიკამათია, ის ადამიანებიც კი არ დაეთანხმებიან ამ საშინელებას არასოდეს. იქნებ ოდესმე მივხვდეთ, რომ ბოლომდე გადაყლაპვა უნდა ამ ქვეყანას ჩვენი, ისე როგორც ვყავდით ერთ დროს გადაყლაპული, დაჩლუნგებული, ენა წართმეული, ისეთი დეგრადაცია მოგიწყოზ რომ თურმე სსრკ ში ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ეთაკილებოდათ კიდეც ქართულად საუბარი. დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის შენება, ისე, რომ ახალგაზრდას რუსეთში გაქცევა არ მოუნდეს , და სპორტში რუსეთი არ იყოს ევროპისკენ გამავალი ტრამპლინი. როდის მივხდებით ყველა ერთად, რომ ის დიდი ჭაობია

ასე ადამიანურ ენაზე რომ ისაუბროს ყველა გულშემატკივარმა რამოხდება?ვეწინააღმდეგები რუსეთში ქართველების თამაშს მაგრამ ისეთ უკიდურეს აგრესიას ავლენენ მათ მიმართ მერე ამ ფეხბურთელის დამცველი ვხდები, იმიტომ რომ ასეთ გადავლას არავინ იმსახურებს , მითუმეტეს 19 წლის სპორტსმენი.
გიორგი
მოკლედ რომ ვთქვა, არა ვარ მომხრე ახალგაზრდა ფეხბურთელი სისტემატური წნეხის ქვეშ მოთავსება, მით უფრო კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად აგორებული კამპანიის სახით. მარაზმს ემსგავსება ეს ყველაფერი და ფეხბურთთან არაფერი აქვს საერთო.
რობერტ კემბელი
რასაც ვატყობ, მოსკოვის დინამო სათამაშო დროს აძლევს და მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს. ძირითადში არ დგას, მაგრამ შეცვლაზე სულ გამოდის. ამიტომ ჯერჯერობით სარგებელს გაგნიძეც ნახულობს, მაგრამ არავინ იცის როდემდე. ფაქტია, გაგნიძე დასაკარგი ფეხბურთელი არ არის, ყველა ნიჭიერი ქართველი ცენტრალური ნახევარმცველია ვინც პერსპექტივაში გვყავს, უახლოეს მომავალში ამ ბიჭზე ბევრი რამ იქნება ნაკრებში დამოკიდებული. ამიტომ, აგენტიც და მის გარშემო ვინც არიან, ვიწრო ინტერესებით არ უნდა იმოქმედონ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, ამ ბიჭის კარიერისთვის უკეთესი რაც იქნება.
სოსო
საფრანგეთის ნაკრებმა რუსეთში წასულ კალათბურთელებს,ნაკრებში მიწვევაზე უარი განუცხადა.მალე კლუბებმაც შეიძლება მათ მიბაძონ და ლუკა ყველანაირ შანსს დაკარგავს,რუსეთიდან გაღწევის.ახლა რუსეთში წასვლა,მათი მხარდაჭერის ტოლფასად აღიქმება ევროპაში.სწორედაც საკუთარი თავის მტრობად მეჩვენება,ახლა იქ წასვლა.
სოსო
1992 წელს საქართველოში არათუ ფეხბურთის თამაში,ცხოვრებაც კი ძალიან სახიფათო იყო და კარიერის გასაგრძელებლად ერთადერთი გზა,რუსეთში წასვლა იყო,რადგან ევროპისაკენ ჯერ არ გვქონდა გაჭრილი გზები.როცა აფხაზეთის ომი დაიწყო,მოსახლეობის ზეწოლით,არაერთი ფეხბურთელი გახდა იძულებული,რუსეთიდან წამოსულიყო.2008 წელს,ომი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა.ახლა კი,ომი უკვე 5 თვეა მიმდინარეობს,თანაც ქართველ ფეხბურთელს,კარიერის გასაგრძელებლად,სხვა ქვეყნებშიც შეუძლია წასვლა,მაშინდელისაგან განსხვავებით და ამაშია დიდი სხვაობა.როცა ქვეყანა,მთელ მსოფლიოს და ადამიანურობას ფეხებზე იკიდებს და მიუხედავად მსოფლიოს მიერ მისი იზოლაციისა,შენ მაინც იქ მიდიხარ სათამაშოდ,ეს უკვე შენ პოზიციად აღიქმება.თვითონ რუსულ ფეხბურთში თითქმის აღარავინ დარჩა ,ნორმალური ლეგიონერი და ჩემპიონატის დონე ძალიან დაეცემა,დაამატე ამას,იზოლაცია და ვერც საერთაშორისო ტურნირებში ითამაშებს.რაკი თვითონ ირჩია იქ წასვლა,სავარაუდოდ.რომც მოინდომოს,ევროპული გუნდები,მის მიწვევას თავს აარიდებენ და განვითარების პერსპექტივა,კიდევ უფრო დაიკლებს.თვითონაც ხედავ,როგორი თვალით გვიყურებს ევროპა,აქაურმა ოპოზიციამ ევროპა და ამერიკა დაარწმუნა,რომ მთავრობა რუსეთისაკენ მიისწრაფის და გაგნიძის წასვლა ამ მხრივაც ძალიან ცუდად იქნება მიღებული.საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია,სავარაუდოდ იძულებული გახდება,ნაკრებში აღარ გამოუძახოს(საფრაჰგეთმა ასე გააკეთა კალათბურთში) და განვითარების მაგ შანსსაც დაკარგავს.უღირს კი ლუკას ამდენ ხათაბალად იქ წასვლა?სულელის საქციელია და ვცდილობთ,ამას მივახვედროთ,სანამ ჯერ კიდევ დროა,თორემ მერე გვიან იქნება.ნიჭიერი ფეხბურთელი კარიერას იღუპავს და არ ესმის,თორემ რაც მოიგოს,არავის გაუყოს.
zura222
არცერთი ასეთუ ისე ნორმალური გუნდი არ იწვევს და რა ქნას რომ წამოვიდეს ?? დააცადეთ გამოუჩდება გუნდი და წამოვა ! საკუთარი თავის მტერი ხომ არაა იმ გარიყულ ქვეყანაში დარჩეს ევროთასების შანსი რომ არა აქვს !
ბოკინიო
სოსოს:) ილიას ფანი ვარ. მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ 1992 წლიდან რატო არ ვუძრახდით? სტატისტიკაში უნდა მოვძებნი 1992 წლიდან რამდენ ქართველს უთამაშია რუსეთში მინიმუმ 200 კაცი იქნება და ეს 19 წლის ბიჭი რა ამოვიღეთ მიზანში? ეგრე ყველა ქართველი ვინც ბელგიაში წავიდა ჩალპა იქ!!! ხვიჩა კიდე განათხოვრებული იყო რუსთავში:(( აზაროვი დინამოდან გაუშვეს. მამარდაშვილი ლოკომოტივში გაანათხოვრეს და რა ქნან ამ ბიჭებმა მაგით ცხოვრობენ და არსებობენ. ხელფას ჩვენ მივცემთ? ტრავმებს ჩვენ მოვურჩენთ ესე რო დასაძრახი ის იქნება ნაკრებში ჩამოსვლა და თამაში რო დაესწროს! თორე სხვისი პირადი მე არ მიანტერესებს!!
ვალერი
სადაც უნდა იქ ითამაშოს. აიწყოს კარიერა,როგორაც თვითონ ურჩევნია. ჩვენი შეძახილის გარეშეც წამოვა რუსეთიდან, ქვეყანა სპორტულ იზოლაციაშია და პერსპექტივა არანაირი არ არის. მთავარია - უკრაინაში არ წავიდეს არც სათამაშოთ და არც სასეირნოთ. რაც უფრო აერიდება ხახოლებს - მით უკეთესი იქნება მისთვის და ყველა ქართველისთვის! მაგენიც და რუსებიც ერთია, ენითაუღწერელი უბედურება მოხდა და ხდება, და არ აჩერებთ ეშმაკი.
ბექა
აბაა,ომამდე შენგელია და მისი მომხრეები იძახდნენ სპორტი პოლიტიკა არაფერ შუაშიაო და ომი როგორც კი დაიწყო პირველი შენგელია წამოვიდა რუსეთიდან "გაუტყდა"მასეთ ქვეყანაში ცხოვრება და თამაში,მერე უცბათ დაუკავშირდა ერთმანეთს სპორტი და პოლიტიკა!!!ლუკა შენ არაფერი "გიტყდება"?!
Lasha
5 ასისტი უნდა გეთქვა
სოსო
მოყვარეს პირში უძრახე.მტერს,პირს უკანაო./ილია ჭავჭავაძე/
ირაკლი
ლუკა ძმაო!!რუსები მადლობლები მაინც არ დაგრჩებიან,შენგელია რო რუსეთიდან წამოვიდა,ცეესკას პრეზიდენტმა თქვა ის მუდამ ნიღაბს ატარებდა ჩვენთან ურთიერთობაში და ეხლა გამოამჟღავნაო,ჩვენ მაღალი დონის კალათბურთელი გვეგონა და არ ყოფილა მასეთი ვერაფერში გამოგვადგაო!!რატომ უნდა აწყენინო რუსების გამო შენ გულშემატკივარს?!რუსებს ჩვენზე მეტად უნდათ კარგი კარიერა რომ გქონდეს?!მაინც არ დაგიფასებენ!!!!!
სოსო
ალბათ პოტენციურ შესაძლებლობას გულისხმობ,რადგან ჯერ არაფერი დაუმტკიცებია,მაგრამ საფეხბურთო ნიჭთან ერთად,ფეხბურთში,ზოგადი განათლება, გონებრივი და მორალური განვითარებაც მნიშვნელოვანია. აქ,ძალიან დიდი პრობლემები უჩანს,ლუკას.დაუჯერებელია ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გაეგო,რა ხდება და თუ გაიგო,მაგრამ მაინც იქ დაბრუნდა,ეს უკვე მორალურ პრობლემებზე მეტყველებს.ალბათ შესთავაზებენ და ეგეც მიიღებს,რუსეთის მოქალაქეობას.მეტი ჭკუა არ უჩანს და მიტომ ვფიქრობ ასე.ვერც იქ მიაღწევს დიდ წარმატებებს,ისევ მაგ ნაკლოვანებების გამო.იმედი მაქვს გამოუჩნდება ჭკვიანი მრჩეველი და სწორ გზაზე დააყენებს.
Gia
Sadac unda iq itamashebs.ukrainamde chven shemogvesia ruseti,tan ramdenjer.im dros ase ar reagirebda xalxi da exla ukraina ufro adardebt?fuls aketebs mand da bevri qartveli ojaxi irchineba rusuli fulit.simartle esaa.sadac daitoves iq darcha tore evropashi chvenze metad unda tamashi.
L.J .
Ra melqadze 5 goliaq gatanili mtel karierashi :) tavdasxmels
დათო
აქ საკმარისად დაწერეს პოლიტიკურ ასპექტზე და ამიტომ ამ კუთხით არაფერს ვიტყვი. არის მეორე ფაქტორიც - რუსეთის ჩემპიონატი იყო ჩვენი ფეხბურთელების ნამდვილი სასაფლაო. უამრავი მაგალითი არსებობს როგორ დაღუპეს ქართველებმა თავიანთი ნიჭი ამ ჭაობში და პრაქტიკულად ვერ დამისახელებთ რუსეთში წასულ ფეხბურთელს დიდი ფეხბურთი ეთამაშოს და ნაკრებს გამოსდგომოდეს. მხოლოდ ასათიანის ხსენება კმარა ჩემი მოსაზრების დასადასტურებლად. კვარასაც იგივე დღე ელოდა, რომ არა ომი. ამიტომ გამოფხილდით ქართველებო და ერთხელ და სამუდამოდ გაითავისეთ რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი და ყველა სფეროში ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს, მათ შორის ფეხბურთშიც.
master
არ წამოვა,შანსი არაა.წამომსვლელი იქ აღარ დაბრუნდებოდა.აწი გინდ წამოსულა გინდ არა,ვფიქრობ თვითონ არაა დიდად დამნაშავე,პატარა ბიჭია,თვითონ გამოუცდელია და არ იცის როგორ მოიქცეს,ალბათ აგენტს ყავს დაჭერილი ყურებით და მის ჭკუაზე ატრიალებს ამასაც და მის მშობელსაც.ცუდი პრეცენდენტია,ძალიან ცუდი.რას ვიზავთ,გვყავს მეორე არანაკლებ ნიჭიერი გაგნიძეც.ეს ბიჭი ვერც დაგვაქცევს და ვერც აგვაყვავებს.წესით არ უნდა გამოიძახონ ნაკრებში,მაგრამ გამოიძახებენ.
tngh
ლუკა გაგნიძე საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელი ფეხბურთელია... კარგი იქნება, თუ მარადაშვილის გადმობირება მოხერხდება.
Lasha
რუსეთში თამაში რომ სალანძღავი გახდა, ეს დიდი სიგიჟე მგონია. მაგრამ ეს არ არის მთავარი. გაგნიძე რუსეთიდან მხოლოდ იმიტომ უნდა წამოვიდეს, რომ რუსულ კლუბებს მომავალი აღარა აქვთ. ალბათ ფედერაცია უფრო უნდა აქტიურობდეს. ძალიან გამიხარდებოდა, მარადაშვილს (ლოკომოტივი), გოგლიჩიძესა (ურალი) და მელქაძეს (სოჭი) საქართველოს ნაკრებში რომ ეთამაშათ.
ბოკინიო
2008 წლის მერე რამდენმა უკრაინელმა და ქართველმა ითამაშა რუსეთში?2014 ყირიმის. ლუგანსკის და დონეცკის ანექსიის შემდეგ! ან 1992-93 წლებში არ იყო რუსეთი ოკუპანტი? ლამის მთელი ნაკრები ალანიაში რო თამაშობდა! ნაკრებში კარგად ითამაშოს და მისი ცხოვრება ჩვენი საქმე არაა!!! ვაკრიტიკოთ თუ ნაკრებში ითამაშებს ცუდად!!!!
ვენეციის კომისია
სირცხვილია ეხლა მანდ თამაში... მეორეხარისხოვანია ფულიც, ფეხბურთიც, ნაკრებიც, კარიერაც და ყველაფერიც, როდესაც ოფიციალურად ბავშვების მკვლელ ქვეყანაში თამაშობ და ამას არ იმჩნევ, ვითომ არაფერი ხდება... ვითომ პოლიტიკაში არ ერევი? ზუსტადაც რომ იმ პოლიტიკის ნაწილი ხარ რომელსაც ეგ ტერორისტული ქვეყანა შენი სამშობლოს წინააღმდეგ ეწევა... ბარემ მიიღე ჯიქიასავით რუსეთის მოქალაქეობა, გვეცოდინება მაინც რომ ოფიციალური ღამურა ხარ და შეგეშვებით... ვეცადე მკაცრად არ დამეწერა, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ჩემი შვილის ტოლი ხარ და იქნებ დაფიქრდე, იქნებ მიხვდე რომ კარიერაზე და ფულზე უფრო ძვირფასი სხვა ღირებულებები და ფასეულობები არსებობს...
Givi
Dasjas ra azri aqvs gana tviton ar unda karg chempionatshi?ise dinamo tbilisis bralia aset asakshi ra undoda rusetshi???da kvirikashvili vin aris esec aqedan wavida tu iqauri rus-qartvelaa?
დიტო
მე არ ვიცი ლუკა გაგნიძე წამოვა თუ არა მოსკოვის დინამოდან მაგრამ ერთს ვიტყვი, ეს არის ჩემი პირადი აზრი, ლუკა გაგნიძე კვარაცხელიას შემდეგ საქართველოში ნომერი მეორე ფეხბურთელია ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ ჩემი აზრია
G.LA
გრიგალავას რას ვერჩით? კაცი იქაურია და მალე პენსიაზე გავა. თავისი გადასაწყვეტია სად იცხოვრებს. გაგნიძის იქ დარჩენა უკვე ჯიბრს მაგონებს. მინდა და აქ უნდა ვიყოვო. რისთვის იფუჭებს მომავალს, თუ კი ფეხბურთის თამაში შეუძლია სხვაგან ითამაშოს და თუ არაფერი შეუძლია სადაც უნდა იქ იყოს რა მნიშვნელობა აქვს?
ბალეშიკ
ამ ადამიანს რატომ არ აკრიტიკებთ?ოკუპანტ ქვეყანაში დარჩა ,იმიტომ ხომ არა რომ მისი გვარი ძე - თი მთავრდება აბა კვარაცხელიაზე და შენგელიაზე ერთი ამბავი ატეხეთ ვითომდა ვაი ქართველებმა
სოსო წერეთელი
ობიექტური და კარგად წასაკითხი ანალიზია, ხვიჩას კონტექსტი და შედარებაც ზუსტადაა დაჭერილი
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
ორი ცვლილებით "ბოტაფოგოსთან" - როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
"დინამო არენის" რეაბილიტაციისთვის გერმანელი არქიტექტორების ვიზიტი
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
რონალდო თუ მესი - კვარაცხელიამ კითხვაზე მოულოდნელი პასუხი გასცა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
კონფერენს ლიგაზე "ტორპედოს" და "დილას" მეტოქეები ცნობილია
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს ხუთი კლუბია დაინტერესებული
U21. პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
რუსეთში დაბრუნებულმა ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]