აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) წერილით მიმართა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უეფას, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადების დისციპლინარული გამოძიება დაიწყოს.

როგორც იცით, დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისი კლუბი უარს ამბობს აფრიკელი ფეხბურთელების დამატებაზე, რადგან ისინი სეზონის შუა პერიოდში ტოვებენ გუნდს და აფრიკის თასზე მიემგზავრებიან, რაც მათ ძალიან აფერხებთ... მან ასევე განაცხადა, რომ თუ ამ კონტინენტის წარმომადგენელი "ნაპოლიში" ჩაირიცხება, ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ მას შუა სეზონში კლუბის მიტოვების უფლება არ ექნება.

"CAF შეშფოთებულია "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერ აფრიკელი მოთამაშეებისა და აფრიკის ერთა თასის შესახებ გაკეთებული უპასუხისმგებლო და მიუღებელი განცხადებებით.

მან საჯაროდ განაცხადა, რომ "ნაპოლის" მოთამაშეებმა ხელი უნდა მოაწერონ ხელი აფრიკის ერთა თასზე მონაწილეობაზე უარის თქმას, როგორც დასაქმების პირობას.

დე ლაურენტისი, სავარაუდოდ, ექვემდებარება უეფას დისციპლინური რეგულაციების მე-14 მუხლს და ამიტომ CAF მოუწოდებს UEFA-ს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება მის წინააღმდეგ“, - ნათქვამია CAF-ის განცხადებაში.

ამ დროისთვის "ნაპოლიში" ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც აფრიკულ ქვეყნებს წარმოადგენენ, მათ შორის, კლუბის გასული სეზონის ბომბარდირი და გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი.

დინამოელი
და ეს ყველაფერი ჩუმად, ოფიციალური განცხადების გარეშე რომ გაეკეთებინა ვინმე შეუშლიდა ხელს? არც არავის მოუვიდოდა აზრად ჩივილი
გატუზო
არასწორი პარალელია. აშშ კი არა ევროლიგის გუნდები არ უშვებენ კალათბურთელებს თუ მათ თამაშებს ემთხვევა. კალათბურთს და რაგბს თავისი ფედერეციაბი და წესები აქვთ, ფეხბურთს თავისი. დე ლაურენტისი რასაც ამბობს ვეთანხმები, შუა სეზონში წამყვანი ფეხბურთელების ორი თვით გაშვება არავის გაეხარდება. მარა მეორეს მხრივ, ხელს მოვაწერინებ რო არ წავიდნენ, ეგ ფიფას კანონებს ეწინააღმდეგება.
სოსო
არაფერი გამოუვათ!თუ ასე არ გინდა,ჩემთან ნუ წამოხვალთო და მორჩა.მეორე მხრივ,შესაძლოა უეფამ პრეცენდენტის აღკვეთის მიზნით,მხარი აფრიკას დაუჭიროს.თუ ეს აკრძალეს,მერე უკვე საერთოდ ნაკრებში არ გაშვებაზე დაიწყებენ ჭიდაობას.კლუბებს ხომ არასოდეს აწყობთ,ნაკრებში სათამაშოდ ფეხბურთელების გაშვება.
beqa
აშშ მოთამაშე კალათბურთელებს არ უშვებენ თავიანთი ქვეყნების ნაკრებში სათამაშოდ და ეს დისკრიმინაცია არ არის? თუ უბრალოდ უკაცრავად და ფეხებს ვერ ჭამენ?
ქ. გ.
ვისი ყიდვაც მას არ სურს, იმას არ იყიდის. და ვერაფერს ვერ უზამენ.
zura222
ეხლა მაგ საწყალს რასობრივ დისკრიმინაციასაც მიაწერენ და ჩააყუდებენ ვირის აბანოში
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
მამარდაშვილის "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერდება - კერკეზი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს - ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"ისწავლეთ დე ლაურენტისისგან" - ენრიკო ფედელე
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი - რა კონტრაქტს სთავაზობს "ნაპოლი" კევინ დე ბრუინს
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა