იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან საუბარში "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შეაფასა.

მიუხედავად გატანილი გოლისა და შედეგიანი გადაცემისა, ფედელემ ჩვენებური მაინც გააკრიტიკა:

"კვარაცხელია ძალიან მაგარი იყო ვერონაში? ბიჭს აშკარად აქვს ტალანტი, თუმცა ის ძალიან ინდივიდუალისტია. მე მას ახლა 6 ქულას დავუწერ და იმ შემთხვევაში, თუ ის გოლს ვერ გაიტანდა, ჩემი შეფასება 5 ქულიანი იქნებოდა.

მან დააგვიანა მოქმედება, როდესაც ვერონას ფეხბურთელმა დავიდე ფარაონიმ საგოლე გადაცემა გააკეთა და ამის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შეიძლება", - ამბობს ფედელე.

სოსო
რა თქმა უნდა ორივე გოლში დაცვის ცენტრი უხეშად შეცდა,მაგრამ ხვიჩასაც გაასწრო ვიზავიმ და ბურთი ზუსტად ჩააწოდა.რა თქმა უნდა ნაკლებო დოზით,თუმცა ეს მაინც შეცდომა იყო.უარყოფას აზრი არა აქვს,დაცვას რომ ეხმარები,ბოლომდე უნდა ჩაჰყვე მეტოქეს და ხელი შეუშალო.იმ მომენტში, ხვიჩამ დაზღვევა დააგვიანა.დღევანდელი ფეხბურთი თითქმის ტოტალურია,სადაც ფეხბურთელს დაცვაც ევალება და თავდასხმაც.განსხვავებული დოზებით,მაგრამ მაინც.
სოსო
ვიღაცა აგვიანებს ყოველთვის გოლი რომ გადის მაშინ აღარ იქნებოდა გოლები, ხვიჩამ კიარა ორივე გოლი ვარსკვლავი კორეელი მცველის ბრალი იყო
სოსო
რა შეცდომაზეც მიუთითა,იქ მართალი უთხრა,მაგრამ რაც შეეხება შეფასებას,ხვიჩა სადებიუტო მატჩში,ტურის სიმბოლურში შეიყვანეს და ამით ყველაფერი ნათქვამია.
zura222
კიდევ ერთი იტალიელი სანაია გამოჩდა DD
zura222
რუსების კი არა ნაცების ! რუსები პირიქით აქებენ ამაყობენ და "თავისიანიად" აღიქვამენ--ერთმა მატჩ ტვ ს ჟურნალისტმა ისიც თქვა--ჩვენი ჩემპიონატის ალმასი იტალიაში ბრილიანტი ხდებაო ! და "ქართველი" ნაცები და ლიბერასტები კი ლანძღავენ და ჩასაფრებულები არიან როდის დაუცდება ხვიჩას ფეხი @
ბესო შიოშვილი
შეცდომით დამეჭირა "დაწუნებაზე". უკაცრავად, ბატონო ვარძიელო.
Ზაზა
ეს ექს-პერტი ეტყობა რუსების გაზზეა მიერთებული.
თეიმურაზ კვიტაიშვილი
ამ კაცს ისე ესმის ფეხბურთი, როგორც მე ბეისბოლი. უსაფუძვლო კრიტიკოსები ბევრი ეყოლება ხვიჩას, მათ ყური არ უნდა უგდოს და საქმის კეთება აგრძელოს, რაც ბრწყინვალედ გამოსდის! ხვიჩა, გენაცვალე!!!
ALONZO
7 და 7 ? გაგიმაზავ, რომ 17+ და 17+ იქნება შედეგი
რრრ
თუ ეს ბიჭი გოლების და პასებისთვის გინდათ გააკეთებს მაგ საქმეს და ახლა კულიბალის წასვლით გამოწვეული პრობლემის გადაჭრასაც თუ ელით მისგან ნურას უკაცრავად.D
გოგა
კვარა ყველას პირზე ეკერება და შენ ვინ გახდები
ქუთაისელი
მართალია ეს კაცი, მეორე გოლზე აშკარად ნაკლები ეფექტიანი იყო მისი პრესინგი ვერონას ჩამწოდებელზე, რასაც გოლი მოყვა. არა უშავს, ასეთ რაღაცეებს სპალეტიც პირდაპირ ეტყვის და ჩვენი ბიჭიც დაიხვეწება და ბევრჯერ გაგვახარებს. ჩვენ კიდე კონსტრუქციული კრიტიკა უნდა მივიღოთ!
ჰაჰა
ექსპეერტ!!! შე ძველო. ფეხბურთი ეგრეა, ხან დააგვიანებ, ხან დაასწრებ, ხან გოლს გაიტან და ა.შ. პ.ს. მაინც არ გაგწირავ საგინებლად, იმიტომ რომ კვარა სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით არ იციკლება, არამედ წინ მიდის. აქედანაც ისწავლის.
რობი
სპალეტიმ თამაშის შემდეგ ხო თქვა ხვიჩას გაცილებით მეტი შეუძლიაო, მაგრამ ზედმეტი მღელვარების გამო კუნთების სპაზმები ქონდაო, ჩემი აზრით ამიტომ ვერ გამოუვიდა დრიბლინგები! მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ხვიჩამ მაინც გამოიჩინა თავი, გაიტანა გოლი და გასცა შედევრალური პასი! ისე ყველას ყავს კრიტიკოსი რონალდუს და მესისაც! ხვიჩამ ოქროს ბურთი ხუთჯერ რომ პოიპოვოს მაინც ეყოლება კრიტიკოსი :) ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ! ჩვენ ის გვიყვარს იმიტომ რომ ხვიჩაა! სპორტულად თავხედი და გულწრფელი მოთამაშე! ხვიჩას რა თქმაუნდა ექნება წელს ჩავარდნებიც მაგრამ საერთო ჯამში ის მაინც გვასიამოვნებს თავისი დრიბლინგით, გოლებით და შედევრალური პასებით! ამ წელს ხვიჩასგან პირადად მე ველი მინიმუმ 7 გოლსა და 7 ასისტს

მართლაც პროფესიონალია და არც შექება იმოქმედებს ცუდად დარწმუნებული ვარ, ბევრი ცაში აყვანის და მერე მიწაზე დანარცხების მომენტი ჰქონია უკვე ასეთ პატარა ასაკში და გაუძლია ყველაფრისთვის. კრიტიკას რაც შეეხება , სამართლიანი და ადეკვატური უნდა იყოს, გოლს და ასისტს რომ დადებს და ბოლომდე მონდომებით თამაშობს მაშინაც თუ უნდა გააკრიტიკო და ცუდად რომ ითამაშებს მაშინაც, ესე იგი ჩასაფრებული ხარ. როცა კარგად თამაშობს რატომ არ უნდა შევაქოთ ვერ ვხვდები. დაუნახაობა გამოდის ყველა სიტუაციაში კრიტიკა. ამ ყველაფერს ყურადღებას რომ აქცევდეს, მოტივაცია იმით უფრო დაუვარდებოდა, კარგ და ცუდი თამაშის დროს, ყველა შემთხვევაში რომ ვაკრიტიკებდეთ. ბოლოსდაბოლოს მტრები ხომ არ ვართ მისი
ქ. გ.
ექსპერტ! 1 ქულასაც არ იმსახურებს შენი ექსპერტიზა.
Charley
ნაპოლის სავარაუდო შემადგ: ჯერ: 4-2-3-1 მერეტი:- დილორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა:- ლობოტკა, ანგისა(ზიელინსკი), რასპადორი: ლოზანო, კვარა:- ოსიმენი(სიმეონე). 4-3-3 მერეტი:-დილორენცო,რაჰმანი, კიმი, ოლივერა(მ.რუი):- ლობოტკა, ნდომბელე, ანგისა(ზიელენსკი): ლოზანო, რასპადორი:- ოსიმენი(სიმეონე) იმედია სპალეტი რასპადორის 4-2-3-1 წყობაში განიხილავს, აქ კი რასპადორი ტიპიურ 10 ნომერად ანუ გამთამაშებლად მოგვევლინება და იმედია არ იზამს 4-3-3 და კვარას ზამენაზე და რასპადორის მარცხენა თავდამსხმელად არ გაამწესებს. კვარა მარცხ: ვინგერზე გაცილებით პროდუქტიულია რასპადორს არ აქვს სტარტიდან ისეთი სისწრაფე როგორიც კვარას რაც საჭიროა ამ პოზიციისთვის "დრიბლინგებიც" ის ისე უნარიანი არ არის როგორც კვარა მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ამ ეტაპზე რასპა ოდნავ უკეთესია. არ ვიცი შეიძლება იქაც მოსინჯოს და იქაც სპალეტიმ რასპადორი მაგრამ ხვიჩა უკვე სერიოზულ კონკურენციაშია პირველ რიგში მის თავს უნდა დაუმტკიცოს რომ ძირითადშია მისი ადგილი და არა ვინმე სხვისი. 35 მილიონს რასპადორში ვფიქრობ ზამენისთვის არ გადაიხდიან. აქ არჩევანი სპალეტის ძირითადისთვის ზიელენსკისა და კვარას შორის მოუწევს თუ ზიელენსკის აყენებს ათ ნომერზე მაშინ რასპადორი მარცხ: თავდამსხმელად მოგვევლინება ხვიჩა კი ზამენაზე რაც ნამდვილად არ გვინდა. და თუ რასპადორი განათავსა გამთამაშებლად ზელენსკი იქნება ზამენაზე და კვარა თავის მარცხენა შემტევის პოზიციაზე. ბევრი ვარიაციაა მაგრამ მწვრთნელი მაინც ფეხბურთელის წინა თამაშეშბში ნაჩვენები რეზულტატის მიხედვით აყენებს ძირითადში და არც სპალეტია გამონაკლისი, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ კვარამ შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს და პირიქით შეტევაში სიმწვავე უნდა გაზარდოს თორემ დიდი კონკურენციაა და ძალიან მარტივად შეიძლება გადასვას სკამზე სპალეტიმ. გულით მინდა და მთელ საქართველოს ჩვენმა ჯილამ სრულიად იტალია და არამორტო გააოცოს და მისგან კუმირი შეიქმნას ნეაპოლში მას ამისთვის ყველაფერი აქვს დანარჩენი მის თავდაუზოგავ შრომასა და მარიფათზეა დამოკიდებული.
ირაკლი ვარძიელი
ჰოდა ძმაო ჩემო, წადი და უკეთესად შენ ითამაშე. არ წაიღეს ტვინი ამ ძალით ექსპერტებმა და ....
სიმართლის მოყვარული
ვფიქრობ, თავად ხვიჩასთვის ეხლა კრიტიკა და თამაშის გაუმჯობესებისთვის მოტივირება მაინც უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხოტბის შესხმა და ქებით ცაში აყვანა. ეს ყმაწვილი, პირველ რიგში, პროფესიონალია - რაც, მადლობა ღმერთს, არა ერთხელ დაადასტურა. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც უნდა დაისახოს მიზნად ამ სპეციალისტის მიერ გამოთქმული შენივნების გათვალისწინება. ჩვენ კი, მისმა გულშემატკივრებმა, ასეთი კრიტიკა მშვიდად უნდა მივიღოთ. ფაქტი ერთია - ხვიჩას დებიუტი წარმატებული იყო და მომავალში მისგან მეტს უნდა ველოდოთ.
Skeleton
მგონი რაც გადმოვიდა ყველა თამაშში გაიტანა და მაინც კბენენ, ერთში რომ ვერ გაიტანოს მერე ნახეთ რაც მოხდება:დ ეს ასეა ყოველთვის, და სულ ისეთი ხალხის მიმართ, ვინც მაგარია და ვისაც მეტს თხოვენ. მესი და რონალდო ილანძღებიან უგოლო თამაშის შემდეგ და უნდა მივეჩვიოთ ამას ხვიჩას შემთხვევაშიც. ხვიჩა უკვე კარგა ხანია მიჩვეულია, არცერთი სხვა ქართველი სპორტსმენისგან არ გამიგია ის რაც ხვიჩამ თქვა, ყველას აქვს უფლევა ყველაფერი თქვას და პრობლემას ვერ ვხედავო. ყველა ერთმანეთს ექიშპება და ყველა ჩხუბობს. სულ სხვა მენტალიტეტი აქვს ამ ბიჭს, საქმეებს კი არ გაურჩევს კრიტიკოსებს და აგრესიულად კი არ შეეპასუხება, თავისი საქმით დაამტკიცებს ყველაფერს, ჩუმად და ზედმეტი ნიშნის მოგებების გარეშე. მაგიტომაც ვაფასებ ყველა სხა ქართველ სპორტსმენზე მეტად და ვუსურვებ ასეთი დარჩეს სულ. ეს ნერვების თამაში სულ ექნება და სულ უნდა მოითმინოს. რას ვიზამთ, ასეთია რჩეულების ხვედრი.
გელა
შე ვითომ ექსპერტო კვარამ რა დააგვიანა კვარამ კიარა მარიო რუი უნდა ყოფილიყო მაგ ადგილას და არ უნდა მიეცა ჩაწოდების საშუალება,,კვარა იყო დამზღვევი მაგ ეპიზოდში,,რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა მიესწრო და ვეგარ ჩაეწოდებინა მაგრამ კვარას ბრალი ნაგდად არ იყო არაფერი,,სადაც ვიგაცა შეცდომას დაუშვებს კვარამ კიარ უნდა აზღვიოს ყველა,,კვარა იყიდეს შესატევად გოლების გასატანად და შესაქმნელად რაც იდეალურად გააკეთა პირველივე თამაშში ასე რომ მოკეტე იტალიელო სანაია,,ნეაპოლელებს ბევრი გყავთ ნანახი პირველივე თამაშში ეგრე რო ეთამაშოს როგორც კვარაას??თან ვერონასთან კვარამ ალბათ 40-50% აჩვენა იმისი რაც შეუძლია და აწი ნახავთ რა ბრილიანტი ჩაიგდეთ ხელში კაპიკებად
beqa
პირველ რიგში 21 წლისაა დაიხვეწება მიეჩვევა მაღალ ტემპს არ დააგვიანებს. მეორეს რაც შეეხება ინდივიდების გამო მოწონთ პატარებს ფეხბურთი რონალდინიო რონალდო მესი ზიდანი ნეიმარი აბ ძიუბას მტერმა უყურა :)00
ქიტესა
გოლის გატანა თურმე ერთ ქულას უმატებს, მაგარი ექსპერტია. არაკონსტრუქციული კრიტიკის ნიმუში.
პლეხანოვზე გაზრდილი
ახლა უკვე ოოო! - ბარემ 10000 ევროდ კარში ჩადგომაც მოთხოვეთ! ჩვენი ძმა! - შენ სანაიას იტალიელი ნათესავი ხარ ალბათ?
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
"როდესაც აკრიტიკებთ, ნუ გავიწყდებათ, რომ..." - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა
"კვარა" სლალომისტია, ნერესი კი მხოლოდ მოთხილამურე" - ფედელე ვითარებას ისევ ობიექტურად აფასებს
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
ფედელე: "კვარას" მონასავით მოექცნენ და რაღაც მოულოდნელი შეიძლება მოხდეს
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
ფედელე: ნერესი საახალწლო ნაძვის ხეა, ლუკაკუ - კარტოფილის ტომარა
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
"როცა დე ლაურენტისზე ეს გავიგე, გადავირიე" - ფედელე
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა