მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდები 77:66 დაამარცხა.

ზედიზედ ექვსი ამხანაგური მატჩის წაგების შემდეგ ჩვენს გუნდს ბითაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა აშშ-ში იმკურნალა. ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, შერმადინი. ფარზე ქართველების უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მე-8 წუთზე მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და პირველი მეოთხედი 18:18 დასრულდა.

კარგად შევიდა შეცვლაზე ანდრონიკაშვილი, რომელმაც ოთხჯერ ჩაჭრა ბურთი, თუმცა ჩვენი კალათბურთელები შეტევაში შეცდომებს უშვებდნენ, ჰოლანდიელები 6 ქულით წინ გავიდნენ, მაგრამ შენგელიას და მამუკელაშვილის ძალისხმევით თანაფარდობის აღდგენა შეძლეს და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - 35:35.

Video

24.08.22. საქართველო-ნიდერალანდები I ტაიმი

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები 14 ქულით გაიქცა, სამწუხაროდ შენგელია სწრაფი იერიშისას წაიქცა, მარჯვენა მხრის ტრავმა მიიღო და დარბაზიდან გაიყვანეს. ამის მერე 17 ქულითაც გავიჭერით წინ, მოწინააღმდეგემ მეოთხე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრა, ბოლო მონაკვეთი კი ჩვენმა გუნდმა უკეთ ჩაატარა, დიდებული გახლდათ მაკფადენი და 11 ქულით გავიმარჯვეთ.

ახლა მთავარია რამდენად მძიმე ტრავმა მიიღო შენგელიამ.

Video

24.08.22. საქართველო-ნიდერალანდები II ტაიმი

ჩვენი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, მაკფადენმა 19 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 13, მამუკელაშვილმა 10 (პლუს 10 მოხსნა), ბითაძემ 8 (7 მოხსნა), 3 ქულა ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 ბურჯანაძემ და ცინცაძემ. ნიდერლანდელი დე იონგის ანგარიშზე 22 ქულაა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს ბრეშაში იტალიასთან გამართავს.

დ
მამუუუ, ახლა შენი დროა, ამ ნაკრების ლიდერი უნდა გახდე, ყველაფერ ცუდს, რაღაც კარგიც ახლავს, თოკოს გარეშე ნაკრები ვერ წარმომიდგენია, მაგრამ რეალობა ესა გვაქვს დღეს, ჰოდა ამ რეალობაში უნდა გაიბრწყინო სანდრიკ, ძმაო!!!.......
კახა
აქამდე თუ იყო რაღაც შანსი ჯგუფიდან გასვლის შენგელიას გარეშე შანსი მინიმუმამდე დაეცა. ერთადეღთი თუ მა.უკელაშვილი საკუთარ თავს აჯობოს და ნბას დონის ხარისსხი აჩვენოს და გუნდს გაუძღვეს.
კახაბერი
ეე,შენგელია ძალიან დიდი დანაკლისია,ძალიან... თორნიკეს ლიდერის ფუნქცია,თამაშის საკუთარ თავზე აღება- ინდივიდუალური გაჭრებით,ბითაძემ უნდა შეასრულოს, მაგრამ როგორ შეასრულებს-ეს არის საკითხია !
ნიკა
ოღონდ ეს არა! სიამოვნებით ავიღებდი თოკოს ტრავმას საკუთარ თავზე. სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ ხვალ უკეთეს ამბავს გავიგებთ და მოტეხილობა არ ექნება.
ბესო შიოშვილი
თოკოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, საქართველოს ნაკრებს კი - ერთ კაცზე რომ არ იყოს დამოკიდებული (და არა მარტო ნაკრებს)!
ზურაბ
საერთოდ არ ეტყობათ არც ნბეობა და არც მვპიობა არცერთს.
თემური
შენგელიას ტრამვა იმას გავს კვარაცხელიამ რომ ვერ ითამაშა ჩრდილოეთ მაკედონიასთან! ვუსურვოთ თოკოს მალე გამოჯანმრთელობა!
გიორგი
არა მგონია ვინმე ძალით ამახინჯებდეს ენას. უბრალოდ არ ფლობენ ქართულ ენას სათანადო დონეზე! ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კიდევ ისაა რომ სურვილიც არა აქვთ ამის!

ქართულ ენას ნუ ამახინჯებთ, ამ ენის შენარჩუნებას ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ!!! ქართული გრამატიკა და წიგნები მეტი იკითხეთ ზოგიერთებმა!!!
ეეეჰ
წარმატებები და ჯანმრთელობა თოკოს და ყველას!!! ისე, ფედერაციას მარკეტინგის ამბებს ვინ ულაგებს საინტერესოა, ბილეთების ფულით მოუნდათ გამდიდრება? და რა მივიღეთ ნახევრად ცარიელი დარბაზი?! ყოჩაღ!!! ცინცაძე, დუდა, ბურჯანაძე ამ თამაშით ნაკრებში მათი ადგილი არ არის!!!
ნიკოლოზი
ის წინ ქავარდნა ქულებით სწრაფი შეტევების შედეგი იყო, როცა გუნდი დაცვაში ჯდება შეტევისას ჩაგდების შანსი 40-45% ია, სწრაფ შეტევაში 80 % ზე მეტია
რრრ
რა თქმა უნდა არავის არაფერს ვაბრალი მარა ბუს ამხელა გამოცდილება აქ ვიგებდით თან დამაჯერებლად და რა საჭირო იყო ასეთ სწრაფი შეტევა და პასი თოკოზე. ეჰ
ლეო
ძალიან გულსაწყვეტია თოკოს ტრამვა, ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯებოდა და გმირულად იბრძოდა, ვიმედოვნებ მოხდება სასწაული და მალე გამოჯამრთელდება, მანამდის ყველა კალათბურთელმა გაათმაგებული ენერგიით უნდა ასახელოს საქართველო. უფალი ჩვენსკენ, წინ დიდი გამარჯვებებია!!!
ზივზივაძის ფანი
კიდე კარგი თუ ლავიწის ძვლის მოტეხილობაა, თორემ ძალიან ჰგავდა ლავიწ-აკრომიონს მყესების სრულ გაწყვეტას (разрыв связок акромиально-ключичного сочленения).
რრრ
პირადში მიწერე.
Tornike
ბოლო ინფორმაციით საოპერაციოა. ევრობასკეტი გამორიცხულია.
ტტტ
ხოჭოლავამაც ამოიგდო მხარი მარა სამ დღეში ითამაშა, არ ვიცი რა ზოგიერთს მგონია სიამოვნებს თოკოს არ თამაში, რა იქნება დაელოდოთ ოფიციალურ პასუხს და არ წეროთ ორ თვეს არ იქნება სამს თუ ხუთს.
Soso
თოკო მარტო ლიდერი კაპიტანი არ არი მთელი ეს სამი თვე რაც კომბინაციები დადიგეგმა ყველას ღერძი იქნებოდა ჩათველე ეს ყველაფერი მოშლილია, რასაც ფარ ქვეშ შესვლებით აკეთებს ეგეთებს ნაკრებში კიარა ევროპაში ვერ აკეთებენ
SOS
თოკოს და ყველას!!!!! ამ ქვეყანას წარმატებები!!! ამ თამაშით თოკოსთან თუ მის გარეშე შორს ვერ წავალთ, სამწუხაროდ!!!
ვაჟა
სამწუხაროდ საოპერაციოა მხარი აქ გაგლეჯილი. ცოდოა
მოქალაქე
თუ ვინმეს აქვს თოკოსთან წვდომა და წაიკითხავს ....აუცილებლად დაელაპარაკოს მერაბ ბერულავას ინტერნეტში შეგიძლიათ მოძებნა...ძაან კარგი რეაბიტოლოგია და საკუთარი მაზი აქვს თვითონ ამზადებს...ამას იმიტომ ვწერ რომ დიდი გამოცდილება მაქვს ჩემს თავზე და ოჯახზე.ბავში მყავს კალათბურთელი და შლატერი აწუხდება ვერ დარბოდა...ნაკრები ექიმთან მივიყვანეთ და 6 თვე უნდა დაისვენოსო...ბერულავას 2 კვირაში მოარჩინა...მე ხელის მტევანი და ტერფის ძვალი მოვიტეხე 3 კვირაში სიარული დავიწყე. ბერულავა არც ჩემი ბიძაშვილია და არც მამიდაშვილი...ბავშვს ფეხი გადაუბრუნდა და ტრავმატოლოგმა 1 თვე უნდა თაბაშირი დაადეს...ბერულავამ 2 კვირაში მოარჩინა...არავის ვაძალებ მაგრამ ცადონ და შედეგს ნახავენ
ქართველი
შენგელიას უბრალოდ შანსი არააქვს ევრობასკეტზე თამაშის. ყველაკარგ ვარიანტში 2 თვეში დაბრუნდეს. რატოო ხდება სულ ესეეე რატოოოო
ვახო
თოკოს გარეშე ჯგუფიდანაც ვერ გავალთ
დათა თუთაშხია
ერთი შეხედვით, რაც შორიდან ჩანდა, ლავიწის ძვლის მოტეხილობას გავდა. მინდა ვცდებოდე - მალე გამოჯანმრთელება თოკო!
ზურა
არ ვიცი, მოგებულ თამაშზე ესე გულდაწყვეტილი არასდროს არ ვყოფილვარ! თოკო რა დროს და რაღა მაინც და მაინც შენ??? შენთან ვართ მთელი ერი!!! ბიჭებმაც ათმაგად უნდა ითამაშონ, რომ იქნებ რამენაირად ეს დანაკლისი ძაან დამაზიანებელი არ იყოს. პ.ს. მე მგონი შანსი არ არის ამ ტრავმის შემდეგ ევრობასკეტზე თამაში რომ შეძლოს. ჯანმრთელობას გისურვებთ თოკო!
ალეკო
ძალიან სუსტად გამოიყურება სანაძე არადა მსროლელია და ქულა არ აუღია შენგელიას მალე დაბრუნება გვინდა თორე გაგვიჭირდება
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია" - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია