უქმეები სპორტის გარეშე წარმოუდგენელია, ევროპული საკლუბო ფეხბურთი გრძელდება და მოთამაშეები ნელ-ნელა საუკეთესო ფორმას უბრუნდებიან. არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ტრადიციულად, წარმოგიდგენთ შეხვედრებს, რომლებიც უქმეებზე არ უნდა გამოტოვოთ.

27 აგვისტო - შაბათი

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (15:30)

პრემიერ ლიგის მე-4 ტური "წმინდანებისა" და "წითელი ეშმაკების" დაპირისპირებით გაიხსნება, "იუნაიტედისთვის" სეზონი მძიმედ დაიწყო, თუმცა ტენ ჰაგის შეგირდებმა ორშაბათს "ლივერპული" (2:1) დაამარცხეს და "ოლდ ტრაფორდი" გულშემატკივრებმა ამაყად დატოვეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში შედგება "მანკუნიანელთა" ახალწვეულის კაზემიროს დებიუტიც. ბრაზილიელი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. მოსალოდნელია, რომ კრიშტიანო რონალდო კვლავ სათადარიგოთა შორის იქნება, რადგან ჰოლანდიელი სპეციალისტი თვლის, რომ პორტუგალიელის გარეშე შემტევი ხაზი უფრო მობილური, სწრაფი და რაც მთავარია, პრესინგის დროს მეტად ეფექტურია. რაც შეეხება "საუთჰემპტონს", რალფ ჰაზენჰუტლის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო და "ტოტენჰემთან" 4:1 განადგურდა, რასაც მოჰყვა ფრე "ლიდსთან" (2:2) და გამარჯვება "ლესტერთან" (2:1). გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან 3 ფრედ დასრულდა. "სენტ მერიზე" საინტერესო და დაძაბულ შეხვედრას ველოდებით...

"მეცი" - "დიჟონი" (17:00)

საფრანგეთის ლიგა 2 ქართველი გულშემატკივრისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჩემპიონატად იქცა, გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია და "მეცისთვის" შეუცვლელ ფიგურად გახდა, ქართველმა თავდამსხმელმა 4 შეხვედრაში 2 გოლი და 3 შედეგიანი პასი მიითვალა, რითაც ევროპული კლუბების ყურადღება მიიქცია, მოსალოდნელია, რომ დაინტერესებული გუნდების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მიქაუტაძე გაჩერებას არ აპირებს... შაბათს, "მეცი" უშუალო კონკურენტს "დიჟონს" დაუპირისპირდება. 4 ტურის შემდეგ, "დიჟონს" 8 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს, ჩვენებურის გუნდი კი 7 ქულით მე-5 პოზიციაზეა და პირველადგილოსან "კაენს" 3 ქულით ჩამორჩება. გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში ბურგუნდიული გუნდი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე შერცხვა, "მეცმა" მასპინძლები 5:1 დაამარცხეს, ამიტომ, "წითლები" რევანშისთვის იბრძოლებენ. გიორგის გუნდს რთული გამოცდა ელის, მაგრამ "სენტ-სიმფორიენზე" "მეცს" დიდი მხარდაჭერა ექნება.

"ჰალი" - "ქოვენთრი" (18:00)

შოთა არველაძის "ჰალი" ჩემპიონშიპის მე-6 ტურში "ქოვენთრის" დაუპირისპირდება. "ვეფხვებს" ხასიათზე მოსვლა და ერთგვარი რეაბილიტაცია ესაჭიროებათ, რადგან გასულ ტურში "ვესტ ბრომვიჩთან" 5:1 დამარცხდნენ. მიუხედავად საშინაო კედლებში თამაშისა, არველაძის გუნდში საკადრო პრობლემებია, ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებენ: გრეგ დოჰერტი, ჯოშუა ემანუელი, საეჭვოა ახალწვეულის, ჟან-მიშელ სერის თამაშიც. "ჰალი" ამჟამად მე-6 პოზიციაზეა და პირველადგილოსან "შეფილდს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. "ქოვენთრის" მხოლოდ 2 მატჩი აქვს გამართული და ჩემპიონატში ბოლო - 24-ე პოზიციას იკავებს. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი შეხვედრა "მასპინძლების" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ვნახოთ მოახერხებს თუ არა შოთის გუნდი სეზონში მე-3 შეხვედრის მოგებას.

"ჩელსი" - "ლესტერი" (18:00)

"სტემფორდ ბრიჯზე" შაბათის გამორჩეული შეხვედრა გაიმართება. "ჩელსი" უკანასკნელ ტურში "ლიდსის" წინააღმდეგ 3:0 განადგურდა, "არისტოკრატების" ხელმძღვანელობა ფორვარდის შეძენას ცდილობს, თუმცა პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერს "ბარსელონასთან" ამ დრომდე ვერ ათანხმებს. რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ, გუნდს ცენტრფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ არმანდო ბროია ჰყავს, რომელიც "ლურჯებს" იჯარის წესით დატოვებს. "მელიებთან" დაპირისპირებას გამოტოვებს კალიდუ კულიბალი, სენეგალელმა "ლიდსთან" დაპირისპირებაში წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრას ტრავმების გამო დააკლდებიან: ნგოლო კანტე, მატეო კოვაჩიჩი, არმანდო ბროია. რაც შეეხება ბრენდან როჯერსის გუნდს, "ლესტერში" დიდი არეულობაა, გუნდი ცუდ ფორმაშია და ამ სეზონში გამარჯვება არ აქვთ, გარდა ამისა, ლესტერშირული კლუბიდან წასვლას ითხოვენ იური ტილემანსი და ველსი ფოფანა, უკანასკნელით დაინტერესებას სწორედ "ჩელსი" გამოთქვამს და მზადაა ახალგაზრდა ფრანგში 90 მილიონი ევრო გადაიხადოს, ტილემანსის კანდიდატურას კი "არსენალი" განიხილავს. შეხვედრის უპირობო ფავორიტებად "არისტოკრატები" მიიჩნევიან.

"ბაიერნი" - "გლადბახი" (20:30)

იულიან ნაგელსმანის "ბაიერნი" შესანიშნავ ფორმაშია, ბუნდესლიგის მე-2 ტურში "რეკორდმაისტერმა" "ბოხუმი" სტუმრად 7:0 გაანადგურა. ახალ გუნდს სადიო მანე იდეალურად შეეწყო, სენეგალელს 3 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ამჯერად კი ეცდება, რომ "გლადბახთან" საკუთარი გუნდის უსიამოვნო სერიას ბოლო მოუღოს და "წითლებს" გამარჯვებისკენ გაუძღვეს. შეგახსენებთ, "ბაიერნი" ზედიზედ 4 თამაშია "გლადბახთან" გამარჯვებას ვერ ახერხებს. სტუმრები კარგ ფორმაში არიან, მათ ანგარიშზე 3 ტურში 2 გამარჯვება და 1 ფრეა. "რეკორდმაისტერს" ჯამალ მუსიალა და ლეონ გორეცკა დააკლდებიან, სტუმარ გუნდს კი დანაკლისი არ აქვს, დანიელ ფარკეს გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შეხვედრა უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოვა.

"კრემონეზე" - "ტორინო" (20:30)

"კრემონეზემ" უკანასკნელ მატჩში ბევრი იბრძოლა, თუმცა ჟოზე მოურინიოს "რომასთან" 1:0 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში შედგა ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი, რომელმაც მწვრთნელისა და გულშემატკივრებისგან შექებაც დაიმსახურა. ლუკა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დიბალას მეურვეობდა და ხისტი, ზუსტი თამაშით მისი განეიტრალება შეძლო, შეხვედრის 72-ე წუთზე არგენტინელი შეცვალეს. ამჯერად "კრემონეზე" "ტორინოს" დაუპირისპირდება, აღსანიშნავია, რომ გუნდი ახალ სტადიონზე პირველ მატჩს გამართავს,"ჯოვანი ზინის" სახელობის სტადიონი, რომელიც 1919 წელს აშენდა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გუნდის ხელმძღვანელობამ სტადიონის ინფრასტრუქტურული ნაწილის გაუმჯობესებისთვის 5 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია გამოყო.ლომბარდიელებმა სტადიონი ოფიციალურად შეისყიდეს. "კრემონეზე" იტალიაში მე-5 გუნდი გახდა, რომელსაც საკუთარი სტადიონი ექნება (იქამდე "კრემონეზე" სტადიონს იჯარის წესით ფლობდა). მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალვინის თქმით, ლოჩოშვილის თამაში თავის ტრავმის გამო საეჭვოა, თუმცა მაინც არსებობს შანსი, რომ ქართველმა ითამაშოს. "ტორინო" სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. გუნდები ერთმანეთს უკანასკნელად გასულ წელს, "კოპა იტალიაზე" დაუპირისპირდნენ და შეხვედრა "ბროწეულების" გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მიუხედავად "კრემონეზეს" ცუდი სტარტისა, ახალ სტადიონზე გულშემატკივრები საოცარ ატმოსფეროს შექმნიან, ყველანი ველოდებით ლუკას გუნდის პირველ გამარჯვებას.

"იუვენტუსი" - "რომა" (20:30)

სერია A-ს მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" "რომას" დაუპირისპირდება. შეხვედრა გამორჩეულია არამხოლოდ ფეხბურთელების, არამედ მწვრთნელების პაექრობითაც, მასიმილიანო ალეგრი - ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ. შეხვედრის მთავარი ინტრიგა პაულო დიბალას სახლში დაბრუნებაა, არგენტინელმა "იუვე" ცრემლებით დატოვა, ამჯერად კი მათი კარის აღებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ "ბებერ ქალბატონებს" მატჩის წინ საკადრო პრობლემები აქვთ, შეხვედრას გამოტოვებენ: ფედერიკო კიეზა, ანხელ დი მარია, პოლ პოგბა, ვოიცეხ შესნი. მოურინიოს გუნდს კი ჯორჯინიო ვეინალდუმი და ნიკოლო ძანიოლო დააკლდებათ. "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართული უკანასკნელი შეხვედრა დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა, "იუვენტუსმა" "რომა 4:3 დაამარცხა, მას შემდეგ, ორივე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს ტამი აბრაჰამისა და დუშან ვლაჰოვიჩის დუელში.

იტალია - საქართველო (22:30)

კალათბურთში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ციკლი ჰოლანდიასთან (77:66) გამარჯვებით დაიწყო, შეხვედრაში ტრავმა მიიღო ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა თორნიკე შენგელიამ, მოგეხსენებათ მხრის მოტეხილობის გამო, თოკო გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. უნდა ველოდოთ, რომ გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთებიან და თამაშის საკუთარ თავზე აღება მოუწევთ. კაპიტნის ფუნქიებს კი გიორგი შერმადინი შეითავსებს. რა თქმა უნდა, თორნიკეს არყოფნა უდიდესი დანაკლისია, რომლის შევსებაც ძალიან რთული იქნება. ევროპის ჩემპიონატის წინა კონტურები ყველაზე უკეთ სწორედ იტალიასთან მატჩში გამოიკვეთება, საინტერესოა როგორი ხუთეულით დაიწყებს თამაშს ილიას ზუროსი, უდავოა, რომ მეტოქე სერიოზული გვყვავს: დანილო გალინარი, ლუიჯი დატომე, ნიკოლო მელი, იტალიის ნაკრებს გამოცდილი მოთამაშეები არ აკლია, 3 დღის წინ, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 97:89 იმარჯვეს. მათი მთავარი მწვრთნელი ჯანმარკო პოცეკოა, რომელიც იქამდე "მილანში" მწვრთნელის დამხმარედ მუშაობდა. მიუხედავად პრობლემებისა, ბიჭებისგან ბოლომდე ბრძოლასა და გამარჯვებას ველოდებით.

28 აგვისტო - კვირა

"ბარსელონა" - "ვალიადოლიდი" (21:30)

ლა ლიგის პირველ ტურში "რაიო ვალეკანოსთან" ფრეს შემდეგ, ხავის ბიჭებმა "სოსიედადი" სტუმრად 4:1 გაანადგურეს და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი გაამართლეს. "ბარსას" მაისურით პირველი გოლის გატანა შეძლო რობერტ ლევანდოვსკიმ, პოლონელმა ბასკების წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ამჯერად, კატალონიელები საკუთარ კედლებში "ვალიადოლიდს" მიიღებენ. ხავის გუნდში ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, გარდა ამისა, გუშინ ესპანელმა ჟურნალისტმა ხერარდ მორენომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსამ" ჟულ კუნდე შემადგენლობაში დაარეგისტრირა. დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს პიერ-ემერიკ ობამეიანგი, თუმცა ფაქტია, მოლაპარაკებები ინგლისურ გუნდთან ჭიანურდება. საინტერესოა, რომ "ვალიადოლიდმა" "ბარსელონა" უკანასკნელად 2002 წელს დაამარცხა, 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ, დანარჩენ შემთხვევაში კი გამარჯვება ყოველთვის "ბლაუგრანას" რჩება. "ვიოლეტებს" 20 წლიანი მოუგებელი სერიის დასრულების შანსი კვირას მიეცემათ, თუმცა "კამპ ნოუზე" ამის მიღწევა ურთულესი იქნება.

"ფიორენტინა" - "ნაპოლი" (22:45)

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია A-ს მე-3 ტურში "ფიორენტინას" დაუპირისპირდება. "ნაპოლის" 2-დან 2 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, სპალეტის გუნდი ჯერჯერობით, შემტევ და სახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, "პარტენოპეის" უკვე 9 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული, "ფიორემ" მძიმედ დაიწყო, ჯერ სახლში დებიუტანტ "კრემონეზესთან" მძიმე ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვეს, შემდეგ კი "ემპოლისთან" ფრეს (0:0) დასჯერდნენ. საინტერესო იქნება ლუკა იოვიჩისა და ვიქტორ ოსიმენის დაპირისპირება, თუმცა ჩვენი მთელი ყურადღება ხვიჩასკენაა მიმართული. ქართველი გარემარბი გულშემატკივრებისა და საფეხბურთო ექსპერტების გაოცებას განაგრძობს. 2 შეხვედრა - 3 გოლი, 1 საგოლე პასი, "კვარას" შეჩერებას ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს. აურელიო დე ლაურენტისმა უკანასკნელ დღეებში გუნდი საგრძნობლად გააძლიერა, ნტანგი ნდომბელე, ჯოვანი სიმეონე, ჯაკომო რასპადორი, "ლურჯებში" სულ მალე კოსტა-რიკელ კეილორ ნავასსაც ელიან. გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში ჯამში 23 გოლი გავიდა, "არტემიო ფრანკიზე" შეკრებილი გულშემატკივარი ლამაზი სანახაობის მომსწრე გახდება, ჩვენ კი ხვიჩას მორიგ წარმატებულ მატჩს ველოდებით.

"ესპანიოლი" - "რეალი" (00:00)

მადრიდის "რეალი" ლა ლიგაში წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობს, "სამეფო გუნდმა" მე-2 ტურში "სელტა" 4:1 გაანადგურა, "პაპა კარლოს" შეგირდები, იმავეს გამეორებას"ესპანიოლთან" შეეცდებიან. "ბლანკოსის" ქომაგები მოახლოებულ შეხვედრას ამაღლებული განწყობით ხვდებიან, რადგან უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდელთა 9-იანი კარიმ ბენზემა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დაასახელა. "თეთრებს" "ესპანიოლთან" ბრაზილიელი როდრიგო და ნაჩო ფერნანდესი დააკლდებიან, რაც შეეხება დიეგო მარტინესის გუნდს, მათ წამყვანი მოთამაშე და გუნდის ნამდვილი ლიდერი რაულ დე ტომასი გამოაკლდებათ. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი შეხვედრა "რეალის" გამარჯვებით 4:0 დასრულდა. რა თქმა უნდა, მატჩის ფავორიტად "რეალი" ითვლება, თუმცა "ესპანიოლს" დიდ გუნდებთან ბრძოლა ყოველთვის სჩვევია, ვნახოთ რა იქნება ამჯერად.

კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს - ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
"მანჩესტერიდან" გულნატკენი და იმედგაცრუებული წამოვედი" - ვან ნისტელროიმ გულახდილად ისაუბრა
ტურამს იტალიაში ეპატიჟებიან - 5 მილიონი ევრო სეზონში
ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს
საპნის ოპერა გრძელდება - მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
მიულერის მე-500 გამარჯვება - "ბაიერნის" ვეტერანის შთამბეჭდავი მაჩვენებელი
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
"ის აქ არის და ის იდეალურია" - "ლიონმა" მიქაუტაძე წარადგინა [VIDEO]
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა
უარი მამარდაშვილის "ვალენსიას" - ელიფ ელმასი სერია A-ში დაბრუნდა
ნისტელროის გაუშვებენ - ვინ შეიძლება გახდეს "ლესტერის" ახალი მწვრთნელი
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მეკარე ეყოლება? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
მიქაუტაძემ ახსნა, რატომ გააკეთა არჩევანი "ლიონის" სასარგებლოდ - ქართველის პირველი კომენტარი მშობლიურ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ... ცნობილია, როდის შედგება მისი დებიუტი [VIDEO]
"თქვენი "მეფე გიორგი" სამუდამოდ მადლიერი იქნება" - მიქაუტაძე "მეცს" ემოციური პოსტით დაემშვიდობა
"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს
5 მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა - "ბაიერნმა" "გლადბახი" დაამარცხა [VIDEO]
მარკუს ტურამი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადავიდეს
"სიმშვიდე არ ჰქონდა, თავს არასასურველად გრძნობდა" - მიქაუტაძის შესახებ "აიაქსში" მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ისაუბრა
Calciocremonese: გადაწყვეტილია, რომ ლოჩოშვილი ამ ზამთარს გუნდს შეიცვლის
ახალ მწვრთნელს შესაძლებლობები უნდა დაუმტკიცოს - საზონოვს "ტორინოში" დარჩენის შანსი ექნება
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
"ბაიერნი" ხავსს ეჭიდება - მიუნხენში იმედოვნებენ, რომ "ბარსელონა" უილიამსს ვერ დაარეგისტრირებს
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
პსჟ შეტევაში კიდევ უფრო ძლიერდება? - კვარაცხელიას კლუბში შესაძლოა, ყოფილი ფორვარდი დაბრუნდეს
"შეუზღუდავი ფინანსები აქვთ, სასიამოვნო იყო მათთან საუბარი" - კამბიასომ "სიტისთან" მოლაპარაკებები გაიხსენა
გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კრემონეზე" თასიდან "კალიარიმ" გამოაგდო
ოფიციალურად - ელმასი სერია A-ში დაბრუნდა
ცნობილი გახდა, როდის იგეგმება ნოიერის დაბრუნება
ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ
"მანჩესტერ იუნაიტედი" 38 წლის ჯეიმი ვარდის დამატებას ეცდება
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს
ლოჩოშვილი "სალერნიტანას" ფეხბურთელი გახდა
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
"მიქაუტაძესთან" სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა..."- დე როსიმ ქართველზე ისაუბრა
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "ემპოლიმ" "ტორინოსთან" წააგო
იქნება დიდი დაბრუნება? - ანჩელოტიმ შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ნაპოლის" "ტორინოდან" მეკარის დამატება სურს
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
მუდრიკი მძიმე დღეშია - უკრაინელს შესაძლოა, ფეხბურთის თამაში 4 წლით აუკრძალონ
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
ვლაჰოვიჩი სერია A-ს სხვა გრანდში - სერბ ფეხბურთელს "მილანში" გადაბარგება სურს
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
ჩაკვეტაძის შეძენის სურვილი პრემიერლიგის სამმა კლუბმა გამოთქვა - უღირს ქართველს გუნდის გამოცვლა?
ორი ყვითელი ბარათი სამ წუთში - ლოჩოშვილი "მანტოვასთან" მატჩში გააძევეს [VIDEO]
სამი თავისუფალი აგენტი - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას ფინანსების გაღების გარეშე გეგმავს
მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის