ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ამჯერად ხვიჩამ ვერ გაიტანა - "ნაპოლი" ისევ ლიდერია [VIDEO]

ამჯერად ხვიჩამ ვერ გაიტანა - "ნაპოლი" ისევ ლიდერია [VIDEO]

სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ფიორენტინასთან“ ფრეს დასჯერდა - 0:0.

პირველ ტაიმში ფრთხილი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ხვიჩა კვარაცხელიას ბრაზილიელი მცველი დოდო ყურადღებით მეურვეობდა, 30-ე წუთზე კართან შორეულ კუთხეში ჩაწოდებული ბურთი ჩაუჭრა და გატანის შანსი არ მისცა; მერე მასთან ბრძოლაში ქართველი საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ბოლოს ოსიმენს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩამ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, ბურთი ლოზანოს გადააწოდა, მაგრამ მან თავით გატანა ვერ შეძლო. ისე, უნდა გაეტანა. კვარა 61-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო გატანა და ფრე დაფიქსირდა.

საერთოდ, უნდა ითქვას, „ნაპოლი“ ბურთს ნაკლებად იჭერდა. ხვიჩა, უმეტესწილად, „მშრალ ულუფაზე“ იმყოფებოდა და თავის გამოჩენა ვერ შეძლო, თუმცა ყოველ ჯერზე ვერ გაიბრწყინებს. მას ბევრი წარმატებული და ცოტა ნაკლებად წარმატებული მატჩი ექნება. რაც მთავარია, თავიდანვე დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში და უკეთესის მოლოდინში ვართ. წინ გრძელი სეზონია და როგორც იტალიის პირველობაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე "კვარას" არაერთხელ მიეცემა შანსი.

„ნაპოლი“ 7 ქულით ლიდერია და 31 აგვისტოს „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

• ლაშა

ყოველთვის მარადონას ვერ გაჰქონდა და კვარას მომენტი მაინც ჰქონდა, მაგრამ...

• simartle

გოლის გატანაზე არ არის მარტო ფეხბურთის თამაში. დამცველმა კარგად ეთამაშა , მაგრამ პასებს უგვიანებდნედ და ამას გარდა ერთ ადგილზე იდგა და ბურთს ელოდებოდა. ისე თამაშობდა თითქოს სირბილი ეზარებოდა ან რაღაც აწუხებდა და ძალით იყო მოედანზე დატოვებული. ესე ერთ ადგილზე დგომით ადგილს დაკარგავს და სკამზე დასვამენ. ყველაზე საუსტი თამაში ჩაატარა რაც მინახია. ერთი პასის მეტი ვერაფერი გააკეთა. ეს ლოზანო კიდევ ძალიან არ მომწონს. 16 წლისას უფრო მეტის მონაცემები ჰქონდა და იმ დონეზეც ვერ თამაშობს

• 1234

ეს ძალით ბალეშიკობას მოეშვით და პროფესორობას ერთი თამაში რო საშუალოდ ითამაშოს არ აცალოთ ბიჭს. რომელი ფეხბურრთელი თამაშობს ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე?

• ლადო

გატანაა არაა მთავარი. რუბინში საოცარი შედეგიანობა არ ჰქონდა, თუმცა დრიბლინგით და ლამაზი ფეხბურთით შეაყვარა ხალხს თავი. აქ დრიბლინგის სივრცე ფიზიკურად არ არსებობს. ამიტომ მინდოდა უფრო ან ესპანეთი ან ჰოლანდია, უფრო მოუხდებოდა კვარას თამაშს. სამი ტური გავიდა და ერთი გარღვევა არ გაუკეთებია, რასაც 4-5 აკეთებდა რუსეთის თითო მატჩში

• rembo

მაგას ეხლა რუბინი არ დაემართოს იქაც მაგრა დაიწყო და ბოლოს თავის თავს არ გავდა ეს 30-50 წლის ქალები რამ გაგაგიჟათ ნაპოლის საიტზე ქაჯებივით იქცევით კაცებსაც ეხება

• gogi

ზედმეტი მოგვდის შექებაშიც და კრიტიკაშიც! არაა იტალიის ჩემპიონატი სასეირნო ადგილი - ხან გაიტანს ხან ვერა! პლიუს ამას წინ ამხელა სეზონია, სწორად თქვა სპალეტიმ - მთელი ქვეყანა დააწვა ამ ბიჭს ფლისოგოლიგიურად.თამაშმა აჩვენა რომ სავარჯიშო და მოსამატებელი აქვს რაღაცეებში, მათ შორის ტაქტიკაში. როსპადორის თამაშმა აჩვენა რომ სპალეტის რუი-ხვიჩას ღერძის ალტერნატივების ძებნა მოუწევს.

ჯანსაღი კრიტიკა კარგია და არა სისულელის წერა ქართველ ფეხბურთელზე, ვისაც დიდი მომავალი აქვს. ნუ მომვთხოვთ ხვიჩას სერია ა -ში ყოველ მატჩში ერთ დონეზე თამაშს.

• ჯონი ტაპია

შენ ისეთი პროფი ჩანხარ ისიც გეცოდინება ვის ათამაშებს კვარას მაგივრად აწი

• დ

ფიორენტინაც თუ გუნდია რა, ნამდვილი ანტიფეხბურთი ითამაშეს. მსაჯობაც საშინელი იყო, ეგრევე აგრძნობინეს ნაპოლის, რომ დღეს ვერ უნდა მოეგოთ.

• რატი

ნაფტალინიდან ამოღებულ ბოღმიან ხელმოცარულებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. :) ხვიჩა თავის საქმეს ყოველთვის გააკეთებს ისე, როგორც საჭიროა. ისე რაშისტებისგან რომ არ გადმოგეწერათ მატჩის ჩანაწერი, რა იქნებოდა? ,,რაშკა''-ბოღმები ფარულად მაინც იკბინებიან. :) ეტყობათ, ვერ მოინელეს.

• papai

ამიტომ არაა საჭირო კვარადონას ძახილი და ხვიჩას დამატებით ფსიქოლოგიურ წნეხში ყოფნა.. რამდენი მაგალითი გვაქვს თან რომ ეს კიჟინა ცუდათ მოქმედებს ახალგაზრდა ნიჭიერ ბიჭებზე.. გადასარევად მიდის კვარას ამბები და ვაცალოთ ფეხბურთის თამაში

• თემურ-ს

ტყუილს ნუ წერთ.6:9-ქონდა

• გივი

ნაპოლიდან არა, გალაქტიკიდან უნდა წავიდეს, გალაქტიკიდან. რა გეშველებათ ამდენ არაადექვატურს.

• რობ

რა ეშველება იმ საცოდავ ემიგრანტს,ისევ დაამცირებენ დამსახურებულად,არც უფასო პიცაექნებათ..

• თეიმურაზ კვიტაიშვილი

ხვიჩაზე ცუდს ნურავინ იტყვის, ძალიან გთხოვთ!!! ეს მატჩიც მის აქტივშია!!! ისეთი ასისტი გააკეთა, ზედ თავზე დაასვა იმ უნიათო ლოზანოს!!! ასეთ ბურთის არგატანა უფრო ძნელი იყო, ვიდრე გატანა, ფაქტია! მოკლედ, ოქროს კაცი გვყავს ოქროდან გამოზერწილი! გენაცვალეეეე!!!

• Giorgi-s

გიორგი გაზრდილხარ კარგია,გამზრდელი კარგი გყავს..

• თემური

თამაშის შემდეგ შეფასება “SofaScore”-ზე: Losano - 5.8 Osimhen - 6.1 Kvartskhelia - 6.4 ცდებიან ვითომ? გუნდურ თამაშში კვარას გააძლიერებენ და შემდეგ ბევრად უფრო შედეგიანი იქნება ნაპოლისათვის! წარმატებები კვარას!

• აკო

ხვიჩა საქართველოს უყვარხარ და რამდენიმე ნაგვის უღირსი კომენტარი არაფერს ნიშნავს. გუშინ მთლიანად ნაპოლიმ ვერ ითამაშა. წინ მთელი სეზონია და კიდევ ბევრი იქნება როგოც კარგი ასევე არც ისე კარგი თამაში. მთავარია ხვიჩა ჯანმრთელად იყოს დანარჩენი არ არის პრობლემა.

• ნიკა

თავის გუნდში ყველაზე ეფექტური ქმედება ხვიჩას ქონდა, როცა საგოლე პასი გააკეთა. მეორეა რომ ენერგია არ ყოფნის თამაშის ბოლომდე და ამაზე უნდა იმუშაოს, აგრეთვე ეტყობა დაძაბულობა და უნდა დაიწყოს თამაშისგან სიამოვნების მიღება, რა აქვს სანერვიულო საუკეთესოა გოლებით და ასისტებით. თანაგუნდელები რომ პასებს არ აძლევენ ფაქტია და მწვრთნელი რატომ არ რეაგირებს ამაზე საინტერესოა.

• ადამიანი

დიოგენე რა გენიოსი ექსპერტი ხარ,აგერ ,,დიოგენე"-ც გაგიგია,არა?!

• ადამიანი

ლას ,,ლას" ბოდიალობ :)

• რაბუ

ე ბიჭო შეეშვით თქვენ მაინც, კაიფობენ მაგრად, სპეციალურად წერენ ცუდს რომ გამოეხმაუროთ. დაიკიდეთ და უყურეთ ამ საოცარ ბიჭს, ისე სპალეტი ჭკვიანია წინ სეზონია ლიგიან თასიანად და არაა საჭირო შეაკლა ფეხბურთელები 90წუთი. მარიო რუის სკამზე დავსვამდი და ლოზანოსაც მივაყოლებდი

• გიორგი

გამოდი მორგოშია გიცანით:)))

• las

რაო ვაჟკაცებო რა არ მოგეწონათ. რამე ტყული დავწერე? :)

• las

მე უკვა ეღარაფერი მიკვირს. რუსეთმა ტერიტორიის 30% წაგვართვა 350 ათასი ქართველი ლტოლვილად გვიქცია. გაგვაღატაკა და დღეს უამრავი ნაქართველარი რუსეთს გულშემატკივრობს და ერთი სული აქვთ როდის ამოწყვეტენ უკრაინელებს.

• las

მე რაც ვნახე. კვარას ფლანგი საერთოდ არ იტვირთებოდა. რატომ არ ვიცი. მაგრამ სულ 3 ჯერ მიუვიდა ბურთი და სამივეჯერ ხიფათი შექმნა. ნაპოლიში ხვიჩას ნაირი ჭკვიანი, ინტელექუტალური და კრეატიული მოთამაშე არ არის. თუ ჭკუა აქვთ მაგაზე უნდა ააწყყონ თამაში.

• ალექს

ვერ გავიგე , რა გინდათ ?! კაცმა ასპროცენტიანი საგოლე პასი ორჯერ გააკეთა , ორჯერ პენალტი, რომ არ გავიდა არ ნიშნავს , რომ არ და ვერ გააკეთა , მერე ეგა გორის დილა კი არა, ფიორენტინა იყო , მე ვიცი რაც გინდათ თქვენა, თვენ გინდათ სტალინი კრემლში და ხვიჩა გორის დილაში და არ გამოგივათ ეგა !

• დავით 2101

ოპოზიცია ხვიჩას სიძულვილთან კავშირში არაა! ნუ ცდილობთ ყველაფრის პოლიტიზირებას

• ქართველი

რა ნამუსით იძახით ხვიჩაზე ცუდს! 1)იტალიის ჩემპიონატის 3წრე ჩატარდა და ისევ ლიდერია გატანილი გოლებით და ასისტით! 2)ხვიჩამ კიარა მთელმა გუნდმა ვერ აჩვენეს კარგი თამაში,ხდება ხოლმე ეს ფეხბურთია 3)პასებს არ აძლევენ არ ტვირთავენ 4)ბოღმას და შურს საზღვარი არააქვს რა ძლიერად უნდა გეზიზღებოდეს შენი ქართველი რომ ასე ჩასაფრებულები იყვეთ რომ იქნებ რამე არ გამოუვიდესო!!!

• ილია

ეს რუსი არაობიექტური კომენტატორი რაღაა და მასზე აყოლილი ხალხი.პენალტი ეკუთვნოდა,ენახათ ვიდეო.საგოლე პასი გააკეთა,ვერ გაიტანეს.

• Las

აქ წერენ ხვიჩას პასით ლოზანოს აუცილებლად უნდა გაეტანაო :) ვერ დავეთანხმები ამ ხალხს. გოლის გატანა არის ურთულესი თუნდაც უმარტივეს სიტუაციიდან მითუმეტეს თუ თავით გიწევს დარტყმა. ამიტომ არის ფეხბურთში რონალდოს ნაირი ფინიშიორი აუცილებელი. ეს მათთვის ვინც საუბრობს რომ რონი დაბერდა და ნაპოლის არ ჭირდება. ხო ყველამ იცის რომ ამ გოლს რონი აუცილებლად გაიტანდა :)

• ქ. გ.

ეს ნორმალური პროცესია. სხვა გუნდების მწვრთნელებმა ხვიჩას წინა თამაშები ნახეს და გადაწყვიტეს მისი შეჩერება ჭიდაობის ილეთებით. მსაჯმა მისცა უფლება მცველებს, რომ მათ ჭიდაობის ილეთები ჩაეტარებინათ. სპალეტი ამ თამაშის ანალიზის შედეგად მოიფიქრებს ახალ ტაქტიკას. და ასე შემდეგ.

• იერემია

აქ ზოგი ძალიან ცუდ კომენტარებს წერს მაგრამ ყურადღება არ მიაქციოთ, ეგეგები ბევრი არ არიან, მაგრა დააიგნორეთ ეგეთები ხალხო, რაც შეეხება ხვიჩას ყველაზე მაგარი ფეხბურთელია და მალე უფრო მაგარი იქნება.

• გიორგი

ხვიჩა ნაპოლში თამაშობს , შენ კიდე უბეში.

• Giorgi

ბურთი ვერ გაიტანა და გამოძვრნენ ბოღმები, რა ხალხი ხართ, ვინა ხართ!? როდის გყავდათ ნაპოლის დონის გუნდში თავდამსხმელი?

• Giorgi

შენ და შენს ჯილაგს რო არ დაესიზმრება იმას 21 წლის ასაკში მიაღწია, მომავლშიც არაერთხელ გაგისივდება ბოღმით სავსე გული... დანარჩენს კიდე არ დავწერ რისი ღირსიც პატარა ადამიანო...

• almo

ჯობია წავიდე ნაპოლიფან

• Dyogene

ჩვენი ნაკრები ძირითადად საკმაოდ დაბალი დონის გუნდებს ეთამაშებოდა რამდენიმე თამაში გვქონდა კარგ ნაკრებთან და ის გუნდები აზრზე არ იყვნენ ხვიჩა ვინ იყო და მაგის გამო დაისაჯენ.... აქ ინდივიდუალურად ეთამაშებიან და მოდი ახლა თავს ნუ მოვიტყუებთ 3 თამაშია კაცს ვერ ატყუებს იმიტომ რომ სულ სხვა სიმჭიდროვით და აგრესიით ეთამაშებიან...იმასაც ვერ ვიტყვით ფეხებში ურტყავენო არა არ ურტყავენ იმიტომ რომ არ მისდის ტამაში ტორე მისდიოდეს ფეხებშიც მოარტყავდნენ...არაა ჩვეული ხვიჩა ეგეთ სიმჭიდროვეს.... ხვიჩას გასვლის მერე დოდო სულ წინ იყო მანამდე ხვიცას დაყვებოდა და ისე დაჩაგრა სისწრაფეში რომ ბოლოსკენ ბურთის მიღებაშიც აღარ უშლიდა დიდად ხელს მერე ახრჩობდა სივრცის გადაკეტვით.... ხვიჩა სერიოზულად თუ არ მოუმატებს იქნება საშუალო დონის გუნდის ძირიტადის მოტამაშე...რეალობა ესაა სერიოზულად უნდა მოუმატოს

• მეგრელი

ხვიჩას მაგრად ვგულშემატკივრობ მაგრამ ეს სერია ა მაგარი საშინელი საყურებელია. სულ ვიღაც გდია მიწაზე, 90 წუთიდან ფეხბურთია ალბათ ნახევარი. ხვიჩამ საგოლე გადაცემა დღეს გააკეთა და იმ ლოზანოს რა ეტაკა აღარ ვიცი, მე გავიტანდი მაგ ბურთს.

• გიო

რომ მიადგები უკბინე ერთ ადგილზე))) პ.ს. პორტალ ნუ ბლოკავ კომენტარებს

• რა მაფიაა?

ეს არაადეკვატური დისლაიქები რა თემაა... შემოსევაა თუ რა ბაზარია? :-/ ის იმენა გოლი იყო მართლა, დაახატა თავზე ბურთი, რბილი, მოზომილი გემრიელი, გამეორება სანამ არ აჩვენეს გოლი მეგონა, ჩვეულებრივად ვიზეიმე

• Charley

სივრცეების გარეშე თამაში უნდა გამოასწოროს, აბა ყველა ნორმალურმა გუნდმა თუ უპრობლემოდ ამოკეტა ეგრე არ გამოვა ვარსკვლავობა. პლიუს ფიზიკაში უნდა მოუმატოს თან საკმაოდ იმ დოდომ ერთი ერთზე გასაქანი იმიტომ არ მისცა რომ ახლო დისტანციაში ფიზიკურად ყველა ორთაბრძოლა მოუგო და ეს პრობლემაა და ეს უნდა გააუმჯობესოს უპურველესად. იმედია მეორე წრეში ამ დოდოს "არმანდო მარადონაზე" გაუშვებს "პიცის საყიდლად" იქვე ახლოს.

• Soso

ისევ მთავარი პრობლემა არ აძლევენ პასებს თამაში მიდის მარჯვენა მხარეს მეტად უნდა დატვირთონ კონტრშეტევის დროს არცერტხელ მიცეს პასი ვისაც ეს ფეხბურთი უბორთოდ დარბოდა მთელი თამაში რაც ძალიან დამღლელია, ეს ხალხი რამ გააბოროტა იმისთვის უყურებენ რამე შეეშალოს რომ გახარებულებმა აქ წერონ ერთი დაინახსოვრეთ კვარა თქვენ ჯინაზე უმაგრესი ვარსკვლავი გახდება

• Spain

ამ ქართული ოცნების უცენზურო კომენტარებს რატომ აქვეყნებთ, გინდათ რომ ნორმალური მომხმარებელი დაკარგოთ? თამაშის გარჩევა მინდა აქ ვნახო და ვიღაცეები ვარცხნილობა და წვერზე საუბრობენ და ფეხბურთელის გარეგნობას ეხებიან. როგორი სირცხვილია. რატომ აქვეყნებთ? კარგით რა

• YASABI.

Dროზე ნაჯახი მომეცით

დაობებულმა და ხვიჩას წარმატებით გამწარებულმა ხალხმა როგორ წამოყო თავი. არაუშავს ისევ მოგედებათ ობი :დ ესპანეთს და შვედეთს რომ უტანდა ისინიც დაბალი დონის ნაკრებები იყვნენ ალბათ. თუმცა რას გიხსნი, უვიცი რას გაიგებს. სუნი დადგა უკვე

• ბადრი

მაგას ვწერ ყოველთვის მაგრამ არ ესმის. მე მგონი ხელს უშლის თმის წამდაუწუმ სწორება

• XXXXX

ადმინისტრაცია კომენტარები გათიშეთ!!!!! ან გამჭირვალე გახადეთ!!!!!!! სისხლი დაიღვრება იმდენი ნ##### ზარი წერს აქ ლამისაა ამოვაგდო აიპი და ნაჯახით მივადგე

• Skeleton

გასვლაზე იყო თამაში და ნაპოლიმ ქულა წამოიღო, კი არ დაკარგა. ეს იმიტომ, რომ გასვლაზე ფრე ნორმალური შედეგია და ამას ქულის დაკარგვას კი არა ქულის ფლორენციიდან წამოღებას ეძახიან, ვინც ნორმალურ ანალიზს აკეთებს თამაშებისას. სრულიად ადვილად შეიძლებოდა მოეგოთ ეგ თამაში, ხვიჩას ასისტი რომ არ გაეფუჭებინა ლოსანოს, მაგრამ ფეხბურთია და ყველა მომენტი ყოველთვის ვერ იქნება გამოყენებული. მაგ ასისტით ხვიჩა თამაშის ბედს ცვლიდა, უბრალოდ თანაგუნდელმა არ გაუმართლა. ლაღად რომ ვერ ითამაშა და დრიბლინგები არ წაუვიდა ეგ გასაგებია, ნორმალურად მოაზროვნე ფეხბურთის მცოდნე გულშეატკივარი ყველა თამაშზე არ უნდა ითხოვდეს დრიბლინგებს და გოლებს. მეც მინდა ყველა თამაშზე იბრწყინოს როგორ წინებზე მაგრამ ზოგიერთისგან განსხვავებით ადეკვატური ანალიზის გაკეთების უნარი მაქვს. იმათზე კი რა უნდა ვთქვა, ვინც იძახის აბა რა ეგონაო, კომენტარსაც არ იმსახურებენ. ზუსტად ვიცოდი ერთი უგოლო თამაშის მერე აქ რასაც იზამდნენ უცოდინრები მაგრამ ეგეც კარგია. ყველა ავლენს რეალურ სახეს. ფრეზე რა ამბავი ატეხეს და რომ წააგებს ნაპოლი მერე რაა იზამენ. ისე თუ გახსოვთ ხვიჩას ძალიან დიდი ხანია თამაში არ წაუგია. მისი ბოლო წაგება იყო რუბინი ცსკ ს მატჩის დროს, როცა დიდი ანგარიშით დამარცხდა რუბინი. მაგის მერე არც ბათუმში, არც ნაკრებში და არც ნაპოლიში ხვიჩას თამაში არ წაუგია. გოლების სტატისტიკაც მშვენიერი აქვს. ძალიან მაგარია ეგ. უდიდესი წარმატებები ხვიჩა!

• გიორგი

ასეთ ღვარძლიან კომენტარებს ქართული ფეხბურთის არაკეთილისმსურველები თუ დაწერდნენ. მარადონას და პელეს ვერ გაქონდათ ყველა თამაშში ბურთი და ამ პატარა 20 წლის ბიჭისგან რა სითხოვთ? ერთი ბრწყინვალე პასი და ერთი ნამდვილი პენალტი ცოტაა 60 წუთში, როდესაც პასებს საერთოდ არ აძლევდნენ? ხვიძა ისევ ბომბარდირია და ნაპოლი პირველ ადგილზეა

• დავით67

ეხლა ეს კომენტარი, რომ წაიკითხოს ნაპოლის იტალიელმა ფანებმა, თავი ხომ უნდა მოგეჭრას საქვეყნოდ. მე მაგალითად მრცხვენია, რომ შენც ქართველი გქვია, მინიმუმ მოქალაქე იქნები საქართველოსი

• ფეხბურთი

ყველაფერი მაგრად იქნება, ხვიჩას თუ უფრო მეტად მისცემენ პასს თანაგუნდელები , მეტ სახიფათო მომენტს შექმნის მეტოქის კართან. ხვიჩას არაფერი გაუფუჭებია მატჩში, პირიქით თანაგუნდელს ას პროცენტიანი საგოლე პასი დაასვა თავზე , თუმცა მან ვერ გამოიყენა. თამაში იყო ჩაკეტილი და ასეთ მატჩებში რთულია ინდივიდუალიზმის ჩვენება, მითუმეტეს ფიორენტინასთან რომელიც ძალზე ძალისმიერ და უხეშ ფეხბურთს თამაშობს. წარმატებები ხვიჩას და დარწმუნებული ვარ მისი წარმატება ყველა ჩვენთაგანს გაგვახარებს.

• zura222

ნაცების მთავარ ბუნაგში ასიანი ზეიმია და ბევრი შამპანურივ გაიხსნა ! ხუმრიბა ხომ არაა ხვიჩამ გოლი ვერ გაიტანა !!!მაგრამ მალე გადაუქცევს ხვიჩა იმ ზეიმს ტრაურად ლეჩესთან მინიმუმ 2 გოლს რომ გაიტანს !

• დავით67

უჰ! ახალი ამბავი)

• SHENI DEDIS ZONDERI._

შენი დედის ზონდერებს გაუმარჯოს

• zura222

100 % ვეთანხმები გოგას --ნამდვილი ორგანოა ! თანაც მწარე ნაცი ორგანო @ ის ხუთი ვირთხაც მაგისნაირი ორგანოები არიან ლაიქები რომ დაუწერეს @

• კახა ქ.

ყველაფერი კარგადაა,მთავარია ძირითადში იმკვიდებს ადგილს,გოლები და ასისტი კი მოვა დროთა გან-ში.(მართლა ყველა თამაშში ხომ ვერ გამოიჩენს თავს)აი შენ კი,ქართულ ოცნებას გაუმარჯოს და ა.შ.ამხელა რაღაცას რომ აიღებ სახელად,უკვე გეტყობა რომ მაგრა გევხარ პიტელსონს (განთქმული შვედი მეკარე)

პირველ პუნქტში გეთანხმებით :)) როგორ წამოყვეს თავები და უხარიათ გოლი ვერ გაიტანაო. ძალიან ცოდოები არიან

• პროფესორა

ხვიჩა ერთადერთ რამეს გთხოვ, ვარცხნილობა შეიცვალე რა :)

• გულწრფელი

მინდა რომ თქვენნაირები ცოტა ყავდეს საქართველოს და ხვიჩაისნაირები უამრავი!!! ღმერთმა მისმინოს!!!

იიიი გოლი ვერ გაიტანა და როგორ უხარიათ ამ ოროსნებს. აი თქვენნაირი გულშემატკივარი ვის რაში ჭირდება. ფსკერზე ხართ :))) ზომბებივით დადიან და გოლი ვერ გაიტანა აბა რა ეგონაო. არის აქ ხალხი ვინც ადეკვატურ ანალიზს დებს თამაშისას და იმათ გამო შემოვდივარ და ძალიან გთხოვთ ამ აღტყინებული ბრბოს კომენტარებს ნუ აქვეყნებთ. ავადაა ერი, გულზე სკდებოდნენ ამდენი დადებითი კომენტარით კვარაზე და არ ამოისუნთქეს? ეღირსათ ორკებს პატარა ბედნიერება :))) იმედია დიდხანს არ გაგრძელდება და ისევ იმ ჭაობში ჩახვალთ, საიდანაც ახლა თავები წამოჰყავით. ამას არ ჯობია თავად მიაღწიო რაიმეს, ვიდრე სხვისი უგოლო თამაში ასე გახარებდეს? ფუ

• გოგა

სასქესო ორგანო ხარ-ადმინ არ დაბლოკო, რა, გთხოვთ

• სტალინი

ხვიჩას პასით ლოზანოს რომ გაეტანა და ნაღდად უნდა გაეტანა, მერე ყველა სხვანაირად იჭიკჭიკებდა. მანდ აცილება უფრო ძნელი იყო ვიდრე გატანა........

• გულწრფელად

არაფერი გეშველება!!!

• რატი

ასეთი ლეში რომ ხარ, სიმყრალე არ გაწუხებს? როგორც ჩანს, არა.

რამდენი ხანი ელოდი ამ თამაშს, რომ გოლი ვერ გაეტანა და ეგ საცოდავი კომენტარი დაგეწერა? :დდდ წამოყვეს თავი კაი ხნის დაობებულმა წარუმატებელმა ხალხმა. მოგედოთ ხავსი აქამდე. იქნებ ეცადოთ განვითარდეთ და სხვის უგოლო თამაშზე არ იყოს დამოკიდებული თქვენი ბედნიერება :))

• ზურა

ნაცო გიცანიიი :)

• რუსთავი

1) ბოღმიანებო და ბოროტები მალე მოკვდებით დაიმახსოვრეთ! 2) გულშემატკივრებო ნერვები დაიმშვიდეთ! 3) ლოგიკურია ყველა თამაშში ვერ გაიტანს, რობოტი არაა ადამიანია! 4) ლოგიკურია ფიორენტინას და იუვენტუსის წინააღმდეგ გაცილებით რთულია თამაში ყველასთვის, ხან გაიტან ხან ვერა. 5) მართალია ხვიჩა ვერ გაილაღებს დრიბლინგებით ისე როგორც რუსეთში და საქართველოში და ეს ლოგიკურია. დრო სჭირდება რომ თავისი კლასი გამოთალოს სერია ,,ა,, დონეზე რასაც ადაპტაცია ქვია, მე პირადად ამდენსაც არ მოველოდი რასაც აკეთებს და ეს კლასზე მეტყველებს. უბრალოდ აცადეთ თამაში და უგულშემატკივრეთ ან შეეშვით, მარტივია... გიყვარდეთ ერთმანეთი ქართველებო!

• რატი

მძორ-მენიც გამოვიდა. :)

• რა მაფიაა?

მომწონებელიც რო ყავს ამ კომენტარს... :-/

• სანდრო

რამდენი ჩა..ლახი და ქართელმოძუნელი გვყავს. ძირითადად პოლიტიკური პარტიებიდან.

• დავით67

იყო თამაშგარე ოსიმენის გოლი? ვფიქრობ პირველ ტაიმში პენალტი იყო (ხელით თამაში). სანახაობრივ ძალიან უღიმღამო თამაში იყო. ფიორენტინა ძალიან უხეშ პრესინგის თამაშობდა,რაც სანახაობრივ მხარეს უკარგავს

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

ისე ჩვენში დარჩეს და რუსეთიდან ვინც ევროპაში წავიდა არავის არაფერი გამოუვიდა. არამგონია ამ გრუზინმა რამეს მიახწიოს. 2-3 ასეთი თამაში და მოუწევს სკამის ხეხვა. ის ხვიჩა რაც იყო 2019-2020 წლებში მემგონი დასრულებულია. გაიზარდა და მორჩა კინო. ტრიპაჩობა დაიწყო და ეს წვერები კი აქ მოშვებული უკვე კაი 50 წლის რო იყოს ისე. არ მახსოვს რო 21 წლის ასაკში ან რონალდინიოს ან მესის ინიესტას რონალდოს რო ეს წვერები ქონოდა. ეს იმის ნიშანია რო ტრიპაჩობის გზას დაადგა. ამას ბევრი ვერ გაიგებს მაგრამ დრო გიჩვენებთ

• ლომი

არ მესმის რატომ გამოცვალა ასე ადრე. ერთადერთი იყო რომელმაც სახიფათო მომენტი შექმნა რა პასი მისცა ლოზანოს და როგორ ააცილა. ნახევარ დაცვაში აქვთ პრობლემები და უნდა გამოასწორონ.

• Semi

გააფუჭა მარადონაზე უკეთესი სტატისტიკა თუ ისევ ჯობნის? ან ემიგრანტი ბებია ისევ ამაყად დადის ნეაპოლში თუ მოკუნტული შედის პიცერიაში? არაუშავს ხვიჩა ისევ მაგრად ითამაშებს მაგრამ ქართველები გავაგრძელებთ სისულელეების წერას იმის მაგივრად რომ უბრალოდ ფეხბურთით ვისიამოვნოთ.

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

გამოჩნდა რეალური დონე. მონცა ვერონები მორჩა. შემდეგი თამაში ლეჩესთანაა იქ შეიძლება იმეფოს. ნაკლები უაზრო პიარი იქნება ერთით კაია მოვისვენებთ.

• zaza

ფაქტია რომ ყველა თამაშში გოლს ვერ გაიტანს, დღეს ვერ ითამაშა კვარამ სათანადოდ და ვინ ითამაშა არც არავინ! ყველაზე სახიფათო მომენტი მაინც მან შექმნა და ლოსანოს უნდა გაეტანა რა! ფიორენტინამ დაცვაში მაგრად ითამაშა, როგორი პრესინგი ეთამაშა ბრავო რა, თავისუფლად არ აძლევდნენ საშუალებას რომ ბურთი მიეღოთ. პრესინგის წინააღმდეგ ბურთის ამოტანა უჭირს ნაპოლის და რაიმე უნდა მოიფიქროს სპალეტიმ. მთლიანობაში ფრე ლოგიკური შედეგი იყო.

სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...

ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა

ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა

მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში

"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა

ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს

მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა

ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა

"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა

"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება

მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ

[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში

შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო

მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე

[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო

ტომას მიულერი სერია A-ში გადაბარგებასთანაა ახლოს

"ნაპოლიმ" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?

სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს

"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა

დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს

პალადინო შესაძლოა, "ფიორენტინადან" დაითხოვენ

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა