მოგეხსენებათ, გუშინ, სერია A-ს მესამე ტურში, "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშეს.

შეხვედრის 61-ე წუთზე ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა, რამაც "ნაპოლის" ზოგიერთი ქომაგის უკმაყოფილება გამოიწვია. გთავაზობთ კომენტარებს.

"კვარას" არ შევცვლიდი, მისი და რასპადორის მოედანზე ერთად ხილვა საინტერესო იქნებოდა".

"მე-60 წუთზე ცვლი მოთამაშეს, რომელმაც პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა. სპალეტი, გამოიღვიძე! მისი ტაქტიკები "ფიორენტინასთან" ძალიან ცუდი იყო, ქართველზე მეტი პასი უნდა გაკეთდეს, "ნაპოლი" უფრო აგრესიული და სახიფათო უნდა ყოფილიყო".

"დღეს ხვიჩა ხასიათზე არ იყო. არა უშავს, ის თავის თამაშს იპოვის".

"კარგი მომენტი გავუშვით, ელმასის შემოყვანამ და ხვიჩას გაყვანამ არ გაამართლა".

"მანჩესტერ იუნაიტედს" ვთხოვ, ოსიმენის ნაცვლად ლოსანო იყიდონ, კვარაცხელიამ იდეალური შანსი შეუქმნა".

"მართალია, კარგი მატჩი არ ჰქონდა, მაგრამ მისი მოქმედებით შეხვედრას ვიგებდით, ლოსანომ მომენტი გაანიავა".

ხვიჩას "ნაპოლი" მორიგ მატჩს 31 აგვისტოს "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.

zura222
შენ ხო გვყავხარ ჟოაო სალდანია და ბრუნო პიცული და 100 წელი უყრებ ფეხბრთს PP
გუსანი
ასეთ ეპიზოდებში პენალტს იტალიაში არ დებენ, ხვიჩა აწვებოდა თავად და ისიც ,,დაეხმარა" ეს დოდო მაგარი ბიჭი ყოფილა კარლოსივით მთელ ფლანგს აკონტროლებდა, ფიზიკურად ხვიჩა ჯერ არ არის მზად მასეთი ორთაბრძოლებისთვის, ამიტომაც გაიყვანა და არ გადაწვა, სპალეტი უკეთ ხედავს რეალობას...ჰოლანდია მასეთი ტარანული ტიპის, ტანკივით, ხვიჩას სხვანაირი დახვეწილი ტექნიკა აქვს და ცოტა სივრცე ჭირდება, გოლი კი თამაშგარედან გაიტანა ოსიმენმა, დავაპაუზე და ოდნავ წინ დგას პირველი პასის დროსაც..
კარგი ბიჭი
ფეხის თითებით დაწერე კომენტარი? ))
Hshs
როგორ არ იყო თამაშგარე, იყო და თანაც ძალიან აშკარა
giorgi 3
ყოველთვის არ გამოვა კარგი თამაში (მით უმეტეს სერია A-ში). უნდა ვაღიაროთ რომ ფიორენტინას 2 ნომერმა პრაკტიკულად ფეხი არ გაანძრევინა ხვიჩას
ლაშა
ხვიჩამ ბევრი რამ გააკეთა. ის პენალტი იყო თუ არა არ გაანალიზდა ისევე, როგორც ოსიჰმენის გოლი, რომელიც თამაშგარე არ ყოფილა. თან მსაჯმა იუარა ვარ-ით გადამოწმებულიყო გოლი მას შემდეგ, რაც ოსიჰმენმა შემოწმება სთხოვა! არაუშავს, მოხდენილს ვერ შევცვლით, თუმცა ფიორეს, რომ ნეაპოლში კარგი დღე არ ელოდება ცხადია. მთავარია არ წააგოს გუნდმა და რასპადორის და ნდომბელეს სწრაფი ინტეგრაცია მოხდეს გუნდში.
გუსანი
ბევრი დილეტანტი აქ - უნდათ მთელმა ნაპოლიმ ხვიჩაზე ითამაშოს,ვისაც ეს არ გესმით ახსნას აზრი აქვს? რამდენი უნდა ირბინოს ხვიჩამ წინ პასების მეოთხედიც მასზე რომ გაკეთდეს დაფიქრებულხართ? გარემარბია ფლანგზე შეხსენებისთვის, ანგისა, ან კარლოსი ხომ არ არის, იგივე ის დოდო ან მილენკოვიჩი ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან, და გამოფიტავდენენ ხვიჩას, ტრავმებზეც არის საფიქრალი, ასე რომ ცუდი არაფერი მომხდარა, თამაშში დადებითი მაინც დადო- ფილიგრანული პასი ლოზანოზე , ოსიმენი ალბად გაიტანდა...
გუსანი
მთლად, ყველაფერში ვერ დაგეთახმებით, ფეხბურთი კოლექტიური თამაშია, მთელი გუნდი არც უნდა იყოს ერთ-ორ ფეხბუღრთელზე დამოკიდებული, თანაც ხვიჩას ფიზიკური კონდიციები მარტივად რომ ვთქვად ჩამოუვარდება იგივე ოსიმენის, ანგისას და ზიელენსკის და.აშ. მისი სწორედ გადანაწილებაა საჭირო, თანაც ლიგა იწყება, მცველები კარგად იყვნენ მომზადებულები და ფეხი არ გააძრევინეს, აქ სხვა კომბინაციები იქნება დასალაგებელი. ხვიჩას ფეხებსაც გაფრთხილება ჭირდება. ასე რომ ჯერჯერობით არაფერია საგანგაშო, ჯობია ნაბიჯნაბიჯ პროგრესირება, მოჩქარეს მოუგვიანდესო ტყუილად არ არის ნათქვამი....
გიორგი
კარგი კომენტარებია.
zura222
ეს თამაში რომ ვერ მოიგეს ეს მთლიანად სპალეტის ბრალია ! შე მაგარო ტრენეროო ხომ ხედავ რომ ლამის მთელ მოედანზე კატენაჩოს გეთამაშებიან და ცენტრს მაგრა უჭირს ბურთის დაჭერა (ლობოტკა ზელინსკის წგვილი) და შეტევებსაც ვერ იწყებენ შეცვალე რაა დროზე @ ანგისა (99) რომ არა ყოლოდათ ცენტრში საერთოდ დაუთმობდნენ მთელ ცენტრს და წააგებდნენ თამაშს ! მერე ხომ ხედავ ხვიჩას ტკიპასავით აზის ის დოდო შეცვალე რამე მაგალითად ხვიჩას და ლოზანოს დაავალე ადგილები შეცვალონ ცოტა ხნით ან ხვიჩამ ცენტრისკენ გადაიწიოს ! ზუსტად ასეთ თამაშს გვეთამაშა მაკედონია იმ წყეულ ფინალში და მაშინაც ვაისმა ვერაფერი ვერ ქნა ასევე იყო რუბინშიც როცა ხვიჩას 2-3 კაცი დარაჯობდა იქმნებოდა დერეფნები და იმათ ვერ იყენებდა სლუცკი ! მწვრთნელი მაშინ ხარ როცა თამაშის დროს შეგიძლია შეცვალო ტაქტიკა! ან ხვიჩას შეცვლა რა იყო მე-60 წუთზე ?? სხვათა შორის კითხეს ამაზე სპალეტის და იმან თავი იმართლა რა ვქნათ 3 დღეში თამაში გვაქვს და ხომ უნდა დავასვენო ფეხბურთელებიო გეგონება სახლში ლეჩეს კი არა რეალს ან ბავარიას ეთამაშებიან სტუმრად @ ლეჩესთან ხვიჩამ 1 ტაიმიც რომ ითამაშოს მაინც იზავს რაღაცას და მაინც მოიგებს გუნდი მითუმეტეს ასეთი გრძელი სკამი გაქვს და იმ სკამზე უმაგრესი ფეხბურთელები გიზის ! გუშინდელი თამაშის მოგება იყო მთავარი და არა ლეჩეზე ფიქრი @ ლეჩეს წესით მეორე შემადგენლობითაც უნდა მოუგონ მითუმეტეს სულაც არაა ის მეორე შემადგენლობა სუსტი
Winter
ნიჰილიზის ფრქვევის საფუძველი მაქვს, არაფერს ვიგონებ. ყველას არ ვხარშავ ერთ ქვაბში, მაგრამ ადეკვატური და ნორმალურად მოაზროვნე უმცირესობა ამინდს ვერ ქმნის. ვისი ხმაც ისმის ძირითადად ის ხალხია, ვისზეც ვისაუბრე. ასე რომ ნიჰილიზმის დათესვის საბაბი მაქვს. რასაც ვგრძნობ იმას ვსაუბრობ. მადლობა გამოხმაურებისთვის
ბებო
ფეხბურთის არაფერი გამეგება. ხვიჩამ დამაწყებინა ყურება:))) მაგრამ ერთ პატარა კომენტარს მეც გავაკეთებ და გამგები მიხვდება.:))) ერთ ქართველ რეჟისორს (გვარს არ დავასახელებ) მაგარი სპექტაკლი გამოუვიდა, საუკეთესო მსახიობებით, რეჟისურით... ყველა გადარეული იყო. უცებ ცოტა ხანში მთავარი როლის შემსრულებელი შეცვალა ბევრად ნაკლებად ნიჭიერი მსახიობით. ყველა გაოგნებული იყო. მერე ჭორად გავრცელდა, რომ ხალხი იმდენად აღფრთოვანებული იყო მსახიობით, რომ რეჟისორმა იეჭვიანა, იფიქრა სულ მსახიობებს არ დაბრალდეს, მე ჩრდილში არ მოვექცე და ნახეთ რა მაგარი ვარ,მაინც მაგარი სპექტაკლია, მე ვარ რაც ვარო. რატომ გამახსენდა ეს ისტორია, გამგები მიხვდება:))))
რაბუ
და აძლევდნენ შენი აზრით?
გადასარევი გიორგის დაპირებული დაბრუნება
ჩემო ხვიჩა! სასწაულო ადამიანო,დიდი მადლობის მეტი შენთვის რა მეთქმის მეც და მთელ საქართველოს! არ უსმინო იდიოტებს, არ უსმინო პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს და იმათ, ვისაც ფეხბურთი არ ესმით და განათლება არ უყვართ, არ ჭირდებათ. უმაგრესი თამაში იყო გუშინაც შენი და კაცი რომ ფეხზე გაზის ყოველ წამს, ცხადია უნდა ელოდო მომენტს და ეს მომენტი გააკეთე, რადგან უმაგრესი ფებურთელი ხარ და ის გოლი ლოსანოს რომ გაეტანა ისევ ცაში აგიყვანდნენ. და თუ სპალეტიმ მიქარა გუშინდელი თამაში - შენი რა ბარლია. ეს ფიორენტინა კიდევ აგერ კაცმა სწორად დაწერა, გორის დილა კი არაა. ბოლოს შეცვლაც კი შენი აღიარება იყო , რადგან სპალეტიმ მისივე შეცდომების აღიარებას, იმით, რომ ცენტრი დაიკარგა , როცა ფლანგების ამოკეტვაზე ფიორენტინამ ძირითადი ძალისხმევა გასწია - და მან ტაქტიკური გადაწყობა ვერ მოახერხა - ხვიჩა შეცვალა, და ასე ითარგმნება : "მე ხვიჩას მარტო მოგებულ თამაშს ველოდი, რადგან პირადად ვერაფერი ვერ დავუპირისპირე ფიორენტინას, მან კი არ მომაგებინა მარტომ ეს თამაში, მიუხედავად იმისა, რომ მარიო რუი პასების 50 % სხვას აწვდიდა და ზელენსკიმ გადამწყვეტ მომენტში სოლანო აირჩია. რადგან მან მარტომ ვერ ჩაატარა სპექტაკლი დღეს, მე ვანახებ ყველას, რომ მე კი არა, ეს თამაში ხვიჩას არ გამოუვიდა" - მარა ესეც უნდა აპატიო, რადაგან გენიოსი მანდ მარტო შენ ხარ და ვერ მოთხოვ ყველას მოწოდების სიმაღლეზე იყოს. უბრალოდ ხალხს , ნამდვილ გულშემატკივარს და ადეკვატურ ადმაიანებს ესმის, რომ ზუსტად შენ იყავი ყველაზე საინტერესო და შემოქმედებით ფეხბურთელი გუშინაც! და შენი შეცვლა არ შეიძლებოდა , რადგან ჩანდა, რომ ელოდი მომენტს. აკეთე შენი ფინტები, დრიუბლინგები, ნუ უსმენ ნურავის, ისევ შენ გეტყვიან მადლობას! სულ ნუ დაკარგავ ეგოიზმს სხვენის სასარგებლოდ, თნდაც მწვრთნელი გეუბნებოდეს, რადგან მერე ის სხვები ამასაც არ დაგიფასებენ. ზოგჯერ მწვრთნელებსაც არ ესმით რა ფეხბურთელი ჰყავთ შენი სახით, ჰგონიათ
Semi
პრავი ხარ, ცავატანემ
Semi
გევედრებით პასს არ აძლევდნენ ხვიჩასო ნუღარ წერთ ეს გუშინ ფეხბურთის ყურება დაწყებული ბუღალტრები.
რატი
ზოგადად მართალი ხარ, მაგრამ ნიჰილიზმს და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვას თავი დაანებე. არასამართლიანია. ჯერ ის საკითხავია, თუ ვინ წერს ან იწონებს კომენტარებს, ვირტუალურ სივრცეში ტროლინგი არაახალია.
К.К
უხეში ტამაში იხო ვერავინ ვერ იტამაშა ნორმალურატ ამ ხალხს ვერ გაუგებ რა უნდატ ხოველ ტამასში გოლის გატანას ტხოვენ კვარას ეს არა რეალურია ხო იციტ,იკ კვარას გარდა კიდევ არიან იგროკები რომელსაც ევალებატ გოლის გატანა ვერც მადატმა ვერ გაკეტეს ვერაფერი,კვარამ საგოლე ფასი გაკეტა მაგრამ ვერ გაიტანეს იმ ფურტის აცილება უფრო ცნელი იხო ვიდრე გატანა,ასე რომ მტელმა გუნდმა ცუდატ იტამაშა,ისეც ისეც არის სფალეტი კულის ასახებას ცტილობდა ასე რომ კვარა აკ არაფერ შუაშია,ტრეინერი რა უსტანოვკას აცლევს გუნდს ეგრე ფამაშობს გუნდი.არის ისეც რო კვარას არ აცლევენ ფას ან უგვიანებენ ან სულაც ისეტ დროს აცლევენ ცან რტულია იმ მომენტიდან გამოსვლა,ეს უკვე სფალეტის ამბავია უნდა გაფრტხილოს იგროკები რო მეტი დატვირტონ კვარა ანმეტი უნდა ახენივოს ტავის ტავზე კვარას.ვინც ფეხბურტან შეხება აკვს დამეტანხმება,ასე რომ აკ კვარა არაფერ შუაშია,ვინც გვერდიდან უხურებს კვარას ტამაშს მაგატვის ვამბობ ეს იტალია აკ რტულია ტამაში მიტუმეტეს ახალი მისულისტვის.კვარამ ფირველ ცელს ტუ გაიტანა 10-12 გოლი და 8- ასისტი ცან მაგარი იკნება.ასე რომ ნუხარტ ტურებივიტ ჯასაფრებული კარტველის გარგი უნდა გიხაროდნენ,ცუდი რო იხოს კვარა ისეც არ უნდა გაგებინოტ სხვებს,მაგრამ ვინც ლანცხავტ ტკვენ კარტველობის არ გაკვტ არაფერი
მალაქია

სიმართლე
პირველ ნაწილში გეთანხმები, მაგრამ 100 % პენალი იყოო ცოტა ზედმეტია ან 100 % რამდენია არ იცი
გელა
თქვენგან საერთოდ ე რ თ ა დ ე რ თ ი კომენტარი ... ნამდვილად მოსაწონი.
Winter
ერთადერთი საგოლე მომენტი შეიქმნა და ისიც კვარამ შექმნა. მართლები არიან ფანები. ნაპოლის ფანები ბევრად უფრო დაუდგებიან გვერდით ხვიჩას ვიდრე ქართველები. ცხოვრებაშიც ეგრე არიან აქ, წარმატებული თუ ხარ ეგრევე ყველა გეწეპება ირგვლივ და თუ ფეხი დაგიცდება მაშინვე ზურგს შეგაქცევენ. ნეტა ვინმეს თუ სთხოვა კვარაცხელიამ ერის გადარმჩენელი და მესიად მოვლენილი მიწოდეთო. ჯვარზე გაკვრა არ დაავიწყდებათ სამაგიეროდ როგორც კი რაღაც ისე არ იქნება.
რატი
,,ქართველზე მეტი გადაცემა (პასი) უნდა გაკეთდეს'' ესეც ჩვენ ვართ? როგორც ჩანს, ამის პრობლემა მართლა არის.
Toko
ჩემი აზრით ერთადერთი ვინც თამაშს ამწვავებდა ხვიჩა იყო..2 100%იანი პასი დაუხატა და ვერ გამოიყენეს..პლიუს 100%პენალი არ დაუდეს უკნიდან ეჭიდავა დოდო საჯარიმოში..არბიტრი აშკარად ნაპოლიზე განაწყენებული იყო
ალექს
ვერ გავიგე , რა გინდათ ?! კაცმა ასპროცენტიანი საგოლე პასი ორჯერ გააკეთა , ორჯერ პენალტი, რომ არ გავიდა არ ნიშნავს , რომ არ და ვერ გააკეთა , მერე ეგა გორის დილა კი არა, ფიორენტინა იყო , მე ვიცი რაც გინდათ თქვენა, თვენ გინდათ სტალინი კრემლში და ხვიჩა გორის დილაში და არ გამოგივათ ეგა !
საბას
100%-იანი მართალი ხარ! კაი კომენტარია.
საბა
მესის არ გამოსდის ყველა თამაში პარი სენ-ჟერმენში მაგრამ ისევ ის მესია...კვარაცხელიას ტალანტი ეჭვს არ იწვევს ასე რომ დაწყნარდით
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ლეჩესთან უეჭველი სკამზე იქნება. ეს უკვე თქვეს. ასე რომ უაზრო პიარისტებო შეგიძლიათ აწი მოისვენოთ ოქტომბრამდე .
35
ფიორენტინაც რაგბისტების გუნდია როდესაც პრესინგს გეთამაშება გუნდი რჩება ერთადერთი გზა მეტი აგრესიით სიხისტით უპასუხო სქმწუხაროდ შემოქმედებითი ფეხბურთელები გაანეიტრალეს ნაპოლის, ფსიქოლოგიური ზეწოლით ,ცენტრმა ვერა და ვერ დაიჭირა ბურთი დაიკარგნენ . რამაც შეტევითი ხაზიც გათიშა.მეტი აგრესიულობაა საჭირო ხვიჩასთვის ნიანგების გარემოცვაში არაუშავს ყველაფერი წინაა
ლაშა
ქართველზე მეტი გადაცემა უნდა გაკეთდეს... ჰმ, ღორობაა მერე ეგ, მეტი კი არაფერი?!
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა
თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა
ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა