სანაკრებო შეხვედრები ყოველთვის სექტემბრის დასაწყისში იმართებოდა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების თარიღის გამო გრაფიკი დაჩქარებულია, "ერთა ლიგის" 4 ტური ივნისში გაიმართა და სექტემბრის ბოლოს დასკვნითი 2 მატჩი ჩატარდება.

დროთა განმავლობაში ეს თემა უფრო აქტუალური გახდება და ბევრი საუბარი მოგვიწევს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდა. ამის შესახებ მან "ინსტაგრამზე" საკმაოდ ორიგინალურად, ხინკლის ფოტოთი გვაუწყა, ისე კი, ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ფრანგი სპეციალისტი აქტიურ მუშაობას შეუდგა, შემადგენლობის გამოცხადებამდე კი დიდი დრო არ უნდა იყოს.

"ჯვაროსნების" თავკაცი შემადგენლობის ძირითად ბირთვს, სავარაუდოდ, არ შეცვლის, თუმცა ახალი სახეებიც მოსალოდნელია. მაგალითად, ასეთი შესაძლოა, ნაკრების კარის სათადარიგო დარაჯი იყოს. გიორგი ლორიასა და გიორგი მამარდაშვილის ამბები გასაგებია, თუმცა ლაზარე კუპატაძე უკლუბოდაა, ლუკა გუგეშაშვილს კი "ყარაბაღში" სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს, ისევე, როგორც ესპანეთში - გიორგი მაკარიძეს.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, დაცვაში კონკურენცია გაზრდილია და სანიოლს არჩევანის გაკეთება უფრო გაუჭირდება. წინა ხაზზე ბუდუ ზივზივაძეც მშვენიერ ფორმაშია და გიორგი მიქაუტაძეც. ყველაზე პრობლემური მაინც ისევ საყრდენი ნახევარმცველების ზონა რჩება, სადაც უფროა მოსალოდნელი, ახალი მოთამაშეები ვიხილოთ. ნაკრების თავკაცს კიდევ უფრო კარგ ფორმაში მყოფი და მაღალ დონეზე მოასპარეზე ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდება, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე უკვე 3 გოლი გაიტანა და 2-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.

შეგახსენებთ, C ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 10 აქვს და ერთი დივიზიონით დაწინაურებასთან ძალიან ახლოსაა. გარდა ამისა, ჯგუფების გამარჯვებულებს შორის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი იმართება და მნიშვნელობა ექნება, თუ ჯგუფიდან რამდენი ქულით გავალთ. 23 სექტემბერს მთავარ კონკურენტს, ჩრდ. მაკედონიას ვუმაპინძლებთ, რომელსაც 3 ქულით აღვემატებით და ურთიერთშეხვედრაშიც დიდი უპირატესობა გვაქვს (სტუმრად 3:0 ვძლიეთ), სამი დღის შემდეგ კი ჯგუფს გიბრალტარში დავხურავთ.

tngh
მთავარია, სანაკრებო თამაშებს ტრამვების გარეშე შევხვდეთ!!! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
არჩი
საყრდენზე ლუკა გაგნიძე არის ნაკრების მომავალი. მოსკოვის დინამოს ძირითადის მოთამაშეა და მშვენივრად თამაშობს. სპეციალურად ვუყურებ მის თამაშებს. მომავალ წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნაკრების ბირთვი იქნება მამარდაშვილი, აზაროვი, დავითაშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია, წიტაიშვილი და მიქაუტაძე. ისეთ ამბებს დაატრიალებენ, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. შეიძლება ჩემპიონობისთვის იბრძოლონ.
გურამი
მესამე მეკარედ აუცილებლად კერესელიძე, რომელიც მშვენივრად დგას. ალთუნაშვილი, მოისწრაფიშვილი და მესამე ფორვარდი სხირტლაძე ან ტაბატაძე.
irakli
მამარდაშვილი, ლორია, მეგრელიშვილი
რრრ
როცა ლორია წავა მამარდასთან ერთად გუგეშაშვილის მეიმედება და რა თქმა კუპატაძეც არ მინდა ჩამოვწეროთ, იმედია გაითვალისწინებს შეცდომებს და მალე დაბრუნდება.
ვენეციის კომისია
ეხლა გადავხედე ქართული კლუბების როსტერებს და არცერთი მეკარე არ არის გამოძახების ღირსი, ჯობია იყვნენ მხოლოდ ლორია და მამარდაშვილი, საკმარისია...
საქართველო
აზერბაიჯანის ჩემპიონატის რამოდენიმე თამაშში იდგა ლუკა, ევროთასებზე სხვა დგას და ჩემპიონატში და აზერბაიჯანის თასზე ლუკა,ასე რომ მცირე მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აქვს
სანიოლი და ლიზარაზუ
საბურთალოს მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება
მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს
"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია
შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს
გადაიხდიან ამხელა თანხას? - მამარდაშვილის "ლივერპულს" ისაკის შესაძენად სატრანსფერო ფასი დაუსახელეს
ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი
კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
მოუკრეფავში გადავიდნენ - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია