იტალიის სერია "ა"-ში მე-4 ტური მიმდინარეობს, რომელსაც დღეს, 31 აგვისტოს (22:45 სთ), ისევ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვედრა დაასრულებს. "სტადიო მარადონას" მიმდინარე სეზონში მე-2 სტუმარი ეყოლება, ამჯერად "ლეჩე".

ლუჩანო სპალეტის გუნდს, რომელიც ჩემპიონატის თანალიდერია, გასული შეხვედრა ჩაუვარდა, ფლორენციაში "ფიორენტინასთან" შეტევაში ვერაფერი გააწყო და უგოლო ფრეს (0:0) დასჯერდა. ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე, ნეაპოლელთა შემტევი ტრიოდან ქართველი ფეხბურთელი ყველაზე შესამჩნევი იყო და ირვინგ ლოსანო მშვენიერი პასით მოამარაგა. ხვიჩამ მაღალ შედეგიანობას შეგვაჩვია და ამ მატჩს მის აქტივში მაინც ვერ ჩავწერთ. ბრაზილიელმა მცველმა დოდომ "კვარას" წინააღმდეგ თავი კარგად წარმოაჩინა.

2019-20 წლების სეზონში ამ გუნდების ორივე დაპირისპირება სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ჯერ "ნაპოლიმ" ფერნანდო ლლორენტეს დუბლის წყალობით დიდი ანგარიშით (4:1) მოიგო, საკუთარ არენაზე კი დაძაბულ ბრძოლაში (2:3) დამარცხდა.

"ლეჩეს" შემადგენლობაში ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის, "ბარსელონას" ყოფილი მცველის, სამუელ უმტიტის დებიუტს ელიან. 28 წლის ფეხბურთელის ასეთი რეგრესი მართლაც სამწუხაროა. ბარონის გუნდი 4 მცველით ასპარეზობს, კვარაცხელიას მეურვეობა კი კიდევ ერთ ფრანგს, 22 წლის ვალენტინ გენდრაის დაევალება.

ევროპულ ფეხბურთში ძალიან დატვირთული პერიოდი იწყება, გუნდებს შეხვედრა ყოველ 3 დღეში მოუწევთ. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელების როტაცია ჩვეულებრივი ამბავი გახდება და შესაძლოა, მათ შორის "კვარაც" იყოს. ზუსტად ერთ კვირაში ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულს" უმასპინძლებენ, მანამდე კი ჩემპიონატში "ლაციოს" რომში ესტუმრებიან. ჯოვანი სიმეონემ "ნაპოლის" შემადგენლობაში ჯერ მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და 27 წლის შემტევს უფრო დიდი დრო მიეცემა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ იტალიაში შთამბეჭდავად დაიწყო - 3 გოლისა და 1 შედეგიანი პასის ავტორია. მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოებში ხვიჩა მშვენიერ ხასიათზეა.

Zhilina
ყველამ გაივიხაენოთ21 წლისანი რომ ვიყავით სად და რას ვაკეთებდით კვარა მ ისედაც იცის რომ მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს და კახურად ვიტყვი მაიტა რა ტვინს ნუგღარ მოუ...ნამთ ამ ბიჭს მასზე ნეტად არავის უნდა გოლის გატანა და ერთ თვე მაინც აცადეთ გაიხსნას ადამიანი, ის სირბანჯოები პასს არ აძლევენ და რაქნას ამ ბიჭმა მეტი. წარმატებები კვარააა და თავისუფალი ლაღი თამაში მისურვებია
zura222
Spain როგორი იდიოტი შეფიც ყავთ (მაქარაშვილი) ისეთივე იდიოტები არიან !კარგად მახსოვს იმასაც კი ამბობდნენ პუტინმა გასცა საიდუმლო ბრძანება კვააცხელას დასამტვრევადო !!!უფრო სტრატეგიული ტვინის პატრონები ამბობდნენ რომ პუტინმა სპეციალურად დაავალა გაზაევს ( გაზაევი ყველაზე ხშირად აქებდა ხვიჩას) --ხშირად შეაქე კვარაცხელია რომ გაყოყოჩდეს და აღარ ივარჯიშოს და გაფუჭდესო !!! ავადმყოფებიიიიიიიიიი
არჩი
ეხლა ვნახე ბორდოს ჟირონდას განაცხადი ევროსპორტზე და ზურიკო დავითაშვილი შეყვანილი ყავთ! ლიგა 1 ჯობდა, მაგრამ მაინც მიხარია ძალიან, წარმატებები ზურიკოს. მომავალ წელს ბორდოც და მიქაუტაძის მეცი ლიგა 1-ში გვენახოს!
Spain
თუ აზრი არ აქვს ჩემთან საუბარს, რას გამომიხტით, არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბე აზრი თქვენგან განსხვავებით. ასევე ყველა თამაშს ვუყურებ და საკუთარი აზრი გამაჩნია. ვერონასთან გოლს კიდევ გადახედეთ გირჩევთ :) თქვენ ალბათ საკუთარი თავი ამოიცანით იმ "ყოვლისმცოდნეებში" ნაპოლის გვერდზე კვარაცხელიას ფოტო აკლებული რომ გაქვთ ქართული დროშებით და გინებებით :) პასს არ აძლევენ, შურთ მისი, პირჯვარს რომ იწერს ამიტომ ვერ იტანენ გარყვნილი ევროპელები და კიდე ათას სისულელეს რომ წერენ იმას მიაქციეთ ყურადღება, მე კი ნუ გამომიხტით! ან თუ გამოხვალთ არგუმენტირებული კამათი მაინც ისწავლეთ, თავი რომ არ ჩაიგდოთ უხერხულ მდგომარეობაში. თურმე მოსაწონი ყოფილა ნაპოლის ოფიციალური გვერდის დალაშქრა... აბა თქვენ იცით წარმატებები!
მარგალი
ძმებო ზოგიერთები ხომ არ უბერავთ? კვარამ ყველა თამაშში რომ გოლი გაიტანოს რამდენი გამოუვა ნეტავ, 38-ი ამას დაუმატე სხა ტურნირები (ვიცი იქაც მოითხვთ გოლების გატანას) და რამდენი გამოვა ბევრი, ხოდა ამდენი მესის და რონალდოს არგაუტანიათ ერთ სეზონზე ერთად აღებული. ვოტ.
მარგალი
ხედავთ ამ იტალიელებმა კვარაცხელიას, იქაური მეგრელი, გენდრაია დაუყენეს პერსონალურად.
თაზო
წინა თამაშზე ბევრჯერ პასი არ მისცეს უბრალოდ მე ასე ვფიქრობ
spain-ს
მართალია, ჩვენ, ქართველებს, არაფერი გაგვეგება თქვენთან შედარებით (ქართული საიდან იცით, კი გამიკვირდა), თუმცა ლოზანოს პასი ხვიჩაზე გაკეთებული რომ გგონიათ, მხოლოდ მაქედან მოჩანს, თამაშზე წარმოდგენა რომელიღაც აპლიკაციიდან გამომდინარე რომ გაქვთ შექმნილი, სადაც პასის ავტორი ლოზანო წერია. თამაშის დროს შეტევითი ხაზები როგორაა აწყობილი და ხვიჩას ძლიერ მხარეებს როგორ იყენებს გუნდი, მაგაზე ალბათ აზრიც არ აქვს თქვენთან საუბარს. დაანებეთ ქართველების ტროლვას თავი და საკუთარ ქვეყანას მიხედეთ.
Gio
სად ვუყურო თამაშს?
საქართველო
ყველა თამაშს ვერავიან ვერ მოიგებს და ყველა თამაშს ვერავინ ვერ თამაშობს მაღალ დონეზე, ამიტომ დაწყნარდით და აცადეთ ბავშვს თამაში.
Spain-ს
ყველა მსგავსი, უკიდურესი შინაარსის მქონე, კომენტარების ავტორები არიან არარეალიზებული ადამიანები. საკუთარი რომ ვერაფერი შექმნეს (ეცადნენ კია?) და 21 წლის ახალგაზრდის იმიჯს არიან ჩამოკიდებული, საკუთარი ეგო რომ დააკმაყოფილონ. მერე რა, რომ თვითონ პატარა ადამიანია. სამაგიეროდ, კვარაა დიდი. . . კვარაც ქართველია და თვითონაც. ანუ, თავადაც არაა უბრალო ვინმე. ქართული პროვინციალიზმი არასრულფასოვნების ქვეცნიბიერი თვითგანცდიდან იღებს სათავეს და მუდამ ასე იქნება, სანამ მართლა სწავლას და აზრიან შრომას არ მივეჩვევით.
Spain
იქნებ ვინმემ ურჩიოს ქართველებს, რომ ნაპოლის ოფიციალურ გვერდზე კვარას ფოტოს ამორჩევა და ათასობით კომენტარის დაწერა არ არის კარგი და აზიანებს როგორც კვარას ასევე ქვეყნის იმიჯს. მგონია, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი აზრი ძალიან ცოტას აქვს და ერთი რომ იტყვის რაღაცას უცებ ყველა აიტაცებს. პასებს არ აძლევენო, შურთო და ეგეთებს წერენ ოფიციალურ გვერდზე, სირცხვილია ამის დაწერა. ნეტა ამ შეთქმულების თეორიების მართლა თუ სჯერათ, ძალიან მიკვირს. ზოგი იმასაც წერს, სპეციალურად გააფუჭა ლოზანომ მომენტი, რომ კვარას საგოლე პასი არ ჩათვლოდაო :( საკუთარ კომპლექსებში ვიხრჩობით და ამ თავისუფალ და ლაღ ადამიანს მაინც ნუ მოვახვევთ თავს ჩვენს შეთქმულების თეორიებზე ვარაუდებს. წარმოიდგინეთ 21 წლის ხართ და მთელი ერი გეძახის რომ აი შენ მაგარი ხარ მაგრამ მთელს გუნდს შენი შურს და პასებს არ გაძლევენ, ან მეორე უკიდურესობა, შენ დიდი არაფერი ფეხბურთელი არ ხარ, ფიორენტინას გოლი ვერ გაუტანე. ხალხო ცოტა აზრზე მოვიდეთ იქნებ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხვიჩა ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს მაგრამ მაინც არასასიამოვნოა ამის ნახვა. რუსეთში სანამ იყო, აქ 20 კომენტარიდან 18 იმას ეხებოდა, როგორ დაამტვრევდნენ განზრახ რუსები და როგორ გაუნადგურებდნენ კარიერას, დაგეგმილი რომ იყო ზემოდან მისი დამტვრევა და ყველა თამაშზე ელოდებოდით თითქოს. ამხელა ფანტაზია საიდან გვაქვს მთელს ერს არვიცი. რუსეთიდან რომ უნდა წამოსულიყო კი არადა თავიდანვე არ უნდა წასულიყო ეგ გასაგებია და მაგის ახსნა არ მჭირდება, უბრალოდ ეს სპეც დავალელები რომ არსებობდა მის დამტვრევაზე და უამრავი შეთქმულების თეორია რომ შევთხზეთ, მაგას ვუსვამ ხაზს. ახლა ევროპულ გუნდშია და იქაც კონსპირაციებში გადავედით, რომ თითქოს ისე შეშურდა მთელს გუნდს, მის საგოლე მომენტებს სპეციალურად არ იყენებენ, ხვიჩას რომ ასისტი არ მიეთვალოს. სადაც კომენტარები გავხსენი, დაკოპირებულივით ერთი და იგივე წერია, პასს არ აძლევენ, პასს არ აძლევენ. კიმაგრამ ვერონასთან ლოზანოს პასით არ გაიტანა თავით გოლი? მონცასთან მეორე გოლიც თანაგუნდელის პასით გაიტანა, მხოლოდ პირველი გოლი იყო გადმოვარდნილ ბურთზე. ამხანაგურებშიც 5 გოლი აქვს და პასის გარეშე გაიტანა ყველა? კარგით რაა... ვაკვირდები კიდე სადამდე ავა ჩვენი ფანტაზიები :)
Winter
ფიორენტინას სიძლიერე რაში გამოიხატა? ერთი მომენტიც კი არ შეუქმნიათ საგოლე, შეტვაში ღირებული არაფერი გაუკეთებიათ. დაცვაში ჩაკეტილი თამაში და ანტიფეხბურთი რანაირად არის სიძლიერის აღმნიშვნელი არვიცი. მთავარია სამი კაცი ფეხზე გაჯდეს რო გოლი არ გაუშვან და თავად შეტევაში ვერაფერი შექმნან? ეგ თუა ფეხბურთი და რავიცი აბა :) შვედეთთან და ესპანეთთან თამაში რომ გავიხსენოთ, გაცილებით მაღალი დონის მცველების წინააღმდეგ ითამაშა ხვიჩამ და კი იცით როგორც ითამაშა და იმის თქმა, რომ მაღალი კლასის გუნდთან ვერ თამაშობს თორე მონცას და ვერონას კი გაუტანს, არის სრული აბსურდი! და ამ ნარატივს რატომ ატრიალებს ნახევარი საქართველო ვერ ვხვდები!!! მახსოვს მსგავსი კომენტარები, გორის დილას და სამგურალს თუ უტანს არ ნიშნავს, რომ იტალიაშიც შიც გაიტანსო რომ იძახდით. მერე ამხანაგურებში რომ დაიწყო გოლების შეყრა, ეს ამხანაგურებია და სუსტი გუნდებია, სერია ა ში ვნახოთ აბაო. სერია ა შიც რომ გაიტანა ახლა თურმე დაბალი დონის გუნდებთან გაუტანია და ფიორე ყოფილა მაღალი დონის, სადაც ვერ გაიტანა. აი როგორი აბსურდია თავადაც მიხვდებით ალბათ. კიდე ვინმეს თუ ჰგონია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მაღალი დონის მცველებთან თამაში უჭირს, გადავახვიოთ ესპანეთის, საბერძნეთის და შვედეთის თამაშები:))
Soso
ჩემი აზრით დღეს უნდა ათამაშოს სამ დღეში ლაციოსთან შეცვლაზე უნდა შეიყვანოს დასვენებული მეორე ტაიმში ჩაიდენს რამეს:))
ქ. გ.
არ არის გამორიცხული, რომ სპალეტი ძირითად ფეხბურთელებს დაასვენებს.
გომორძგუა მარგალეფც
ჩქიმჲ ჯიმააა✊✊✊❤️
semi
ნამდვილად მშვენიერი სტატიაა, ინფორმაციული და გულზე მიჯღის ცემის გარეშე.
S.s Lazio
ვერონასთან და მონცასთან ნამდვილად კარგი იყო. ფიორე სხვა კლასის გუნდია და ბევრად ძლიერი ამიტომაც გაუჭირდათ თამაში. კვარას ნაკლებად ტვირთავდენ და შესაბამისად მისი თავი ბოლომდე ვერ წარმოაჩინა, ვაღიაროთ რომ ეჯდა ფიორე. დღეს მიუხედევად იმისა რომ ლეჩე შედარებით სუსტი მეტოქეა კვარა მგონია რომ გაიტანს აუცილებლად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ლეჩე სიურპრიზებს არ შესთავაზებს ნეაპოლელებს. წინ ბევრი რთული მატჩი მოელის კვარას, იმედია გუნდს კარგად შეეწყო, წარმატებებს ვუსურვებ მას და ერთი ორი თამაშით ნუ განსჯით ადამიანს. სერია ა ში აკლიმატიზაცია კვარას კიარა მსოფლიო ვარსკვლავებს გაუჭირდათ. ფორცა კვარადონნა :*
ავთანდილი
აზრიან კომენტარებს წერთ, ზედმეტი სტატისტიკის და ვაშას გარეშე
ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
პარიზი მორიგი დიდებისთვის ემზადება, ჩვენ - ხვიჩას გოლისთვის!
U16 გოგონთა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
გოჩოლეიშვილმა "შახტარში" გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
[VIDEO] Bienvenue. კიდევ ერთი ქართველი ლიგა 1-ში - წიტაიშვილი "მეცის" ფეხბურთელია
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
პარიზი მორიგი დიდებისთვის ემზადება, ჩვენ - ხვიჩას გოლისთვის!
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] Le Parisien: ქორეოგრაფია და ცეკვა ქართული კვარაცხელიას შესრულებით
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა