ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა

ვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა

სერია A-ში ბევრ ვარსკვლავს არ გამოუვიდა ისეთი დებიუტი, როგორც კვარაცხელიას. გოლი და ასისტი პირველ მატჩში, დუბლი ერთ კვირაში და ხალხი უკვე ხვიჩაზე საუბრობს, როგორც ფეხბურთელზე, რომლის დახმარებითაც "ნაპოლი" დიდ წარმატებას მიაღწევს.

მუქი ყავისფერი თმა და ჯოჯოხეთი მცველებისთვის, მოედანზე ისე გადაადგილდება, როგორც პატარა აჩრდილი. ნუთუ დადგა ის დღე, როდესაც ნეაპოლელებმა თავიანთი კერპის, დიეგო არმანდო მარადონას მემკვიდრე აღმოაჩინეს? ნუთუ გაშლის ხვიჩაც ფრთებს და მისცემს გულშემატკივრებს ნათელ ოცნებებს?

კვარაცხელიას საფეხბურთო ისტორია ნორმალურ კარიერულ ტრაექტორიას სულაც არ მიჰყვება, განსაკუთრებით, თუ ევროპული გადმოსახედიდან შევხედავთ. საფეხბურთო სკაუტები ევროპაში "ლა მასიას" მოედნებზე მოთამაშე პატარა ბიჭუნებს ათვალიერებენ, სამხრეთ ამერიკაში კი რიოს მოედნებსა და სანაპიროზე მოღიმარ ვირტუოზებს უყურებენ, რომლებსაც მსოფლიოს გაოცება თავიანთივე ნიჭით შეუძლიათ; საქართველო კი არის ადგილი, რომელსაც არც ერთი აგენტი არ სტუმრობს. ზოგადად, სპორტის ეს სახეობა ყოფილ საბჭოურ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, ძალიან, თუმცა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში თავი ვერა და ვერ დაიმკვიდრეს, მაგრამ გასული ერთა ლიგის გათვალისწინებით, ეს ქვეყანა ბევრს სასიამოვნოდ და უფრო მეტს არასასიამოვნოდ გააკვირვებს.

2017 წელს ხვიჩას დებიუტი თბილისის "დინამოში" შედგა. შემდეგ იყო "რუსთავი", იქიდან "ლოკომოტივი" და ყაზანის "რუბინი". საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატიდან უცხო გარემოში წასულ ვარსკვლავბიჭუნას ადაპტაცია ოდნავ გაუჭირდა, თუმცა ხასიათი გამოავლინა და მალევე ათამაშდა, განსაკუთრებით, "თათრების" შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს The Guardian-ის 60 გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში მოხვდა და დაინტერესება, არც მეტი, არც ნაკლები, მიუნხენის "ბაიერნისგან" დაიმსახურა.

მივყვეთ "ლოკომოტივისა" და "რუბინის" ისტორიას... მოსკოვურ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა, სეზონის ბოლოს კი გუნდი გამოიცვალა. როგორც მოგვიანებით გავრცელდა, იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ემოციებისგან ცრემლები ვერ შეიკავა, როცა გაიგო, რომ ხვიჩა მის გუნდში აღარ ითამაშებდა.

"თვალს 15 წლის შემდეგ ვადევნებ... ჯერ კიდევ ყოველდღე მაოცებს" - განაცხადა სპეციალისტმა.

"ლოკომოტივის" შემდეგ "რუბინის" დროც დადგა, გაიტანა სადებიუტო შეხვედრაში, მიიღო მაქსიმალური ნდობა მწვრთნელისგან და L’Equipe-ის 21-ე საუკუნეში დაბადებულ გამორჩეულ ფეხბურთელთა სიაშიც აღმოჩნდა.

ნეაპოლელთათვის ყველაზე რომანტიკული საფეხბურთო ზღაპარი მანათობელი ხვიჩას კაშკაშა ვარსკვლავად გადაქცევა იქნება

2020 წელს ხვიჩა ყაზანელების ლიდერი გახდა, რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო თინეიჯერის სტატუსის მოპოვების შემდეგ კი ყურადღება ევროპის სხვადასხვა გუნდისგან დაიმსახურა, თუმცა გუნდიდან მაშინ წამოვიდა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, დაბრუნდა მშობლიურ საქართველოში, ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში მშვენიერი მატჩები შემოგვთავაზა და გეზი ნეაპოლისკენ აიღო.

სანამ იტალიურ კარიერაზე ვისაუბრებთ, მსოფლიოს საკვალიფიკაციო და ერთა ლიგის მატჩები გავიხსენოთ, მშვენიერი გოლები ესპანეთთან და საბერძნეთთან, დუბლი მრისხანე შვედეთთან, შორეული გასროლა მაკედონიასთან და ელეგანტური თავზე გადაგდება გიბრალტართან - ახალი ვარსკვლავი ვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე სწორედ მაშინ დაიბადა.

ნეაპოლელებმა ზაფხულში კულიბალი, მერტენსი და ინსინიე გაუშვეს. გულშემატკივრებმა საკუთარი გუნდის ძალების რწმენა დაკარგეს, თუმცა გუნდში ქართველი დიდოსტატი ჩამოვიდა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა, ამხანაგურ და სადებიუტო შეხვედრაში გაშალა ფრთები და მთელი მსოფლიო თავისი საფეხბურთო მანერებით მოხიბლა.

"მან იცის მოწინააღმდეგის კარის აღების სტრატეგია. ურტყამს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხით" - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ. სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ ჯერ კიდევ დიდი წნეხის ქვეშ თამაშობს და ნამდვილ ხვიჩას მაშინ ვიხილავთ, როცა ზეწოლა მოეხსნება.

შემდეგ წამოვიდა შედარება ახალგაზრდა მოჰამედ სალაჰთან, მოწოდებები "ლივერპულისკენ", რომ "ეგვიპტელი ფარაონის" შემცვლელი უკვე ნეაპოლშია და გამოცდილებას ისრუტავს, ეს შანსი კი ხელიდან არ უნდა გაუშვან...

შემდეგ იყო გუნდის 2 ნაკლებსანახაობრივი მატჩი "ფიორენტინასთან" და "ლეჩესთან". "იებთან" ქართველმა ლოზანოს ჩინებული პასი გაუკეთა, თუმცა მექსიკელმა მიზანს ვერ მიაღწია...

ბოლოს "კვარა" რომის "ლაციოს" ესტუმრა... არ შემდგარი 2 მატჩის შემდეგ ხვიჩა მოედანზე როგორც სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი ისე წარსდგა და მინიჭებული სტატუსიც ასმაგად გაამართლა, დიდებული მოძრაობები, დრიბლინგი მაღალ სისწრაფეზე, შორეული გასროლა და რაც მთავარია უმნიშვნელოვანესი გოლი...

და მაინც, ვინ არის "კვარადონა"? შესწევს მოღიმარ ბიჭუნას ნეაპოლური დიდების უკან დაბრუნება? შეძლებს დიეგო არმანდო მარადონას მოედანზე საფეხბურთო სპექტაკლების გამართვას? ამას ერთად ვნახავთ... ამის შანსი მართლაც რომ ძალიან დიდია...

მომზადებულია theboar-ის მიხედვით

• Მეზღვაური

ნეტა ინსინიე თუ ახსოვს ვინმეს უკვე ნეაპოლში? :D აბა იტალიელის შეცვლა გაუჭირდება ხვიჩასო რომ გაჰკიოდნენ ექსპერტები?რაც ინსინიემ წინა სეზონში გააკეთა,ხვიჩამ მაგდენი 4 მატჩში მოახერხა.

• las

ნამდვილად საამაყო ქართველია ხვიჩა. გაახარა თავისი ბედკრული სამშობლოს შვილები.

• Givi

Getanxmebi dzmao sadgaa iseti varskvlavtcvena 80-90 wlebshi rom iko?! Lamis 20 celia ori kaci igebs oqros burts(Ronaldo da mesi),fexburti gauferulda adre martla saocari sakurebeli iko msoflios tu evropis chempionatebi exla ki ra gitxrat 1-0 rom moigebs brazilia,Argentina,germania...da msgavsi gundebi meore dges presa achrelebulia ra magrad itamashes da moigesoo...kvela karg nakrebs minimum 2-3 kvarasavit efeqturi fexburtelebi kavda romeltac siamovnebit vukurebdit. ...da kidev mcvel kulibalishi rom 50 millions gadaixdi ra egireboda axla netavi bekenbaueri,shirea,barezi,tu gindat xurcilava an chivadze???meuxerxyleba kidec kulibalistan amati shedareba...

• რობი

"არ ვიცი რა აქვს ამ ბიჭს ასე­თი, სა­ოც­რად მი­ზი­დავს, გარ­და იმი­სა, რომ სა­ო­ცა­რი ფეხ­ბურ­თე­ლია, თა­ვი­სი აუ­რით გი­პყრობს და თავს გაყ­ვა­რებს"-იატლიელი გულშემატკივარი!მგონი ეს ყველაზე ზუსტი განმარტებაა ხვიჩას ფენომენის

• მ.კ.

ჩემი აზრით დღევანდელი საფეხბურთო ცა საერთოდ არ არის გადაჭედილი ვარსკვლავებით ბევრი ფაქტორი გამო, არ არის ისეთი თაობა როგორც ზიდანის დროს იყო და ფეხბურთიც ძალიან შეიცვალა, ძალიან ცოტა არიან ინდოვიდუალისტები, ხვიჩა არის ერთ ერთი მათგანი და მალე მაგ ცაზე მოწინავე პოზიციებზე იქნება

• zura222

მართლაც რას ნიშნავს გამოცდილი მწვრთნელის თვალი ! 2 წლის წინ სიომინმა და სლუცკიმ რომ თქვეს ამ ბიჭს განვითარების ჭერი(პატალოკი) არა აქვსო მაშინ გამეცინა --ანუ ეს თუ მართალია მესის და რონალდუს ვინ ჩივის პელეს და მარადონას უნდა აჯობოს მეთქი ! და გავიდა 2 წელი და იგივეს ამბობენ უკვე ცნობილი იტალიელი სპეციალისტებიც napoli24-ის გადაცემებში ! ღმერთს ერთ რამეს ვთხოვ--ამ ბიჭს ტრავმები აარიდოს ! შრომა მაგას არ ეზარება და აგერ ვნახავთ 15-17 წლის მერე ხვიჩას 5-6 ოქროს ბურთით სხვა უამრავი პრიზებით და ფეხბურთის ახალი მეფის ტიტულით !!!

• gio

ერი სიამაყე ხარ ხვიჩა

• roma bejanidze

ხვიჩას ახლა სასწრაფოდ ნაკრებში თამაში ჭირდება. საკუთარი ეგოს ბოლომდე საპოვნელად. რომ იგრძნოს შინაური გარემო. ნახავთ სექტემბრის სანაკრებო თამაშების მერე იტალიაში რა დღეში შეიყვანს მცველებს. ღმერთი შენსკენ ჩვენო იმედო.

• მოსეხონელი

ჩემპიონატში სადაც დიმარია დიბალა ლუკაკუ ჯეკო ბარელა მარტინესი და სხვა მაგარი და 100 მილიონამდე ღირებულების ფეხბურთელები თამაშობენ.ასეთი აღიარება ძან მაგარიაა.რაც შეეხება სალჰს ხვიჩა 10 ჯერ მეტი დიდი ფეხბურთელია.ამას ადსტურებს თუა რ ვცედწბი რომას დირექტორის ხუმრობა.ალბათ ინგლისში უფრო დიდი კარებები აქვთო:)))მას იტალიაში არაფერი გამოუვიდა.ხვიჩამ 3 თამში დააწერინა პრესას ის რაც სალჰმა მთელი წელი ვერ შეძლო იტალიაში

• სოსო

ჯერ არაფერი ფეხბურთელი არ არის იმასთან შედარებით,რაც მერე იქნებაო!!!ეგრე იქნება თორემ ხვიჩაზე აუგს ,ეგენი როგორ იტყოდნენ. პ.ს.ვხუმრობ,მეც არ გამლანძღოთ! ვულოცავ ხვიჩას,მაგრამ ამის შემდეგ,გაათმაგებული ყურადღების ქვეშ იქნება და კიდევ უფრო შეუზღუდავენ სივრცეებს.ასე რომ მომავალში მასაც კიდევ უფრო მეტად მონდომება დასჭირდება.თუ თამაშიც არ გაამრავალფეროვნა,სულ უფრო მეტად გაუჭირდება,რადგან მის თამაშს შეისწავლიან და წინასწარ მოემზადებიან.ღმერთმა ქნას და ხვიჩამ,რომ მისი ახლანდელი თამაში,ჯერ არაფერი იყოს,იმასთან შედარებით,ვიდრე მერე იქნება.

• იმაშია საქმე

ხვიჩამაც ბევრი თამაში მოიგო მარტომ და ასაკის და ქვეყნის იმიჯის კვალობაზე საფეხბურთო სამყაროში, უკვე ბევრი გააკეთა. მჯერა მწვერვალებს დაიპყრობს. ხვიჩა ყველაზე ღირებულს, ჯანმრთელობას გისურვებ, დიდი წარმატება და სხვა დანარჩენი აუცილებლად მოვა. ნურც მწარე კომენტარები გეწყინება, ბევრი დაიღალა იმედგაცრუებით. ბევრჯერ გაგვახარე და გვასახელე. მუდამ შენი რიგითი გულშემატკივარი! გვიყვარხარ და გვეამაყები!

• Skeleton

გასაგებია თქვენი მოსაზრება მაგრამ მე ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლებად ვაბრალებ. საერთოდ არ არსებობდა გირჩი მაგრამ ერთმანეთის მჭამელები ვიყავით ყოველთვის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მარტო ახლა ხდება, და თანამედროვეობამ მოიტანა. საერთოდ არ არის ეგრე. ნარკომანია 90 იანებშიც იყო და უარესი, ხალხი ერთმანეთს სახლებში უვარდებოდა და აყაჩაღებდა, ესენი აქვს ჩვენს მოსახლეობს გავლილი და ამის ფონზე ამოვიზარდეთ ასეთი აგრესიულები და ერთმანეთის ვერ გამტანი. ვინმემ არ თქვას, ადრე რაღაც უკეთესად იყოო. პირიქით არის, სულ უარესად იყო ჩვენთან და სულ მუქ ფერებში ყველაფერი. გამოჩნდება ასე ვინმე ათასში ერთი ნიჭიერი და იმასაც აღარ ვინდობთ მერე, საკუთარი უბედურებებით დაბრმავებულებს სხვისი წარმატება აღარ გვიხარია. მეორე კომენტარსაც ვეთანხმები ნაწილობრივ, სიღატაკე არაფერ შუაშიაო რომ დაწერა, გასაგებია, სულით თუ ხარ მახინჯი, შეიძლება შემდგარიც იყო და დასაქმებულიც მაგრამ მაინც არ გეშველოს. მაგრამ მე ღატაკ უმრავლესობაზე ვსაუბრობდი ჩემს კომენტარში, იმათზე, ვინც ისეა საკუთარი პრობლემებით გადატვირთული საერთოდ არ აინტერესებს და მეტიც აღიზიანებს წარმატებული და შემდგარი ადამიანების არსებობა. ძალიან ბევრია ეგეთი. ცალკეული პოლიტიკოსები ვერაფერს გვიშველიან ან გვავნებენ, თუ ხალხმა თავად არ ვეცადეთ ამ სიძულვილის და აგრესიის განეიტრალება.

• simarTle.

რატომ არიან კვარაზე, ასე "დაბოღმილები"? რატომ და ერში, ღრმად არის შემოჭრილი, გამყიდველი ქართველების მიერ, ქართველი მამულიშვილების მასიური ლანძღვა-გინება, ახალგაზრდობა შემჯდარია წამალზე, დაკარგულია ეროვნული სულისკვეთება და ამ ჯაშუშურ და ერის გამაქრობელი სიტუაციას, დამატებით კვერს უკრავს, პარლამენტში მოკალათებული და გაბატონებული, ნარკომანული პარტია, "გირჩი" და პატრონი არავინ. წარმოგიდგენიათ? სად არის ხელისუფლება? მეტს ვერ დავწერ, ნერვეები არ მყოფნის.

• Ggg

Dასაქმებული და დაუსაქმებელი ღA შუაშია რამდენი დასაქმებული დგას და ბოღმას ანთხევს, გრუზავენ ბიჭს . ამდენი ბოღმიანი ადამიანი, ამდენი გაბოროტეული თუ არსებობდა არ მეგონა. კაცს სულში რაც აქვს ვერ შეცვლი გინდ დასაქმებული იყოს გინდ მდიდარი გინდ ღარიბი.

• simarTle.

რატომ არიან კვარაზე, ასე "დაბოღმილები"? რატომ და ერში, ღრმად არის შემოჭრილი, გამყიდველი ქართველების მიერ, ქართველი მამულიშვილების მასიური ლანძღვა-გინება, ახალგაზრდობა შემჯდარია წამალზე, დაკარგულია ეროვნული სულისკვეთება და ამ ჯაშუშურ და ერის გამაქრობელი სიტუაციას, დამატებით კვერს უკრავს, პარლამენტში მოკალათებული და გაბატონებული, ნარკომანული პარტია, "გირჩი" და პატრონი არავინ. წარმოგიდგენიათ? სად არის ხელისუფლება? მეტს ვერ დავწერ, ნერვეები არ მყოფნის.

• L.J .

Nu axseneb,martla izamen :)

• Winter

რამდენიმე წუთის წინ სერია ა მ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ხვიჩა და ფრთხილად მიიღეთ ეგ ინფორმაცია, გულები არ გაგისკდეთ, ვინც ფიორესთან უგოლო თამაშის გამო ლანძღავდით :)) იმ ჩემპიონატში, სადაც ვარსკვლავები თამაშობენ, გუშინდელი მისული პატარა ბიჭი სახელდება საუკეთესოდ. მიდით აბა ანთხიეთ ბოღმები!! სერია ა ს გვერდზე შევარდნები არ დაგავიწყდეთ, ხვიჩას ნუ აპიარებთ, ჯერ არაფერი ფეხბურთელი არააო, ეგეც მიუწერეთ. წარმატებები!

• T.q

შეძლებს!

• კახელი პაპა

არავის გეწყინოთ, როგორი მაგარი ფეხბურთის მცოდნეც არ უნდა იყოთ, ხვიჩა მაინც მამამისს ენდობა ყველაზე მეტად, ეს ბუნებრივია, უნდა დამეთანხმოთ. დასკვნა: ბატონი ბადრი გამოცდილი ადამიანია, ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანი, ამიტომ ვასკვნი:ხვიჩას ვარსკვლავური დაავადება არ დაემართება, იბრძოლებს ბოლომდე და ყველას გაგვახარებს("იმ საწყლებს" არ ვთვლი).ისე, ერთ შეკითხვას დავსვამ:რატომ არ შეიძლება ხვიჩა გახდეს ყველაზე დიდი? ამაზე პასუხი არ არსებობს! მოკლედ, ვაცადოთ ამ შრომისმოყვარე და მებრძოლ ადამიანებს, უფალს ვთხოვოთ ტრავმებისაგან დაიცვას. "იმათ" კი ვთხოვ, სანამ კომენტარს დაწერენ, გაიხსენონ, რომ ნამდვილი გულშემატკივარი მათ ახლობლებს აუცილებლად "მოიკითხავენ"!

• ამაშია საქმე

გამოდის რომ მთელი ნეაპოლი ხვიჩას იმედზეა გეგონება სხვა ფეხბურთელები არა ყავდეთ.გასაგებია რომ ხვიჩას აქვს კარგი დრიბლინგი,აზროვნება,მოედნის ხედვა მაგრამ მხოლოდ 21 წლისაა და ცოტა სხვებიც უნდა გაინძრენ.ამ ასაკში ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ორი ფეხბურთელი პელე და მარადონა იყვნენ ვისაც მარტო შეეძლოთ თამაშების მოგება.

• qomagi

კვარაზე დიდი წნეხია თუ ნეაპოლში და თუ საქართველოში,ახლა მას ჭირდება წყნარად მუშაობა და შრომა მთელი მონდომებით,წნეხი ახლა ხვიჩასთვის საჭირო არაა, რადგან გამოფიტავს, წნეხი რაც ბოლო თამაშებში აშკარად ეტყობოდა, ზედმეტი დაძაბულობა,კვრაცხელია რაც უფრო დრო გავა მით უფრო მაგრად და თავისუფლად ითამაშებს, ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდი აქ კვარას ნაპოლში,ადვილი არაა საქართველოს ჩემპიონატიდან ნაპოლში წახვიდე და სერია-ა-ში ეგრევე ყველა თამაში მაღალ დონეზე ითამაშო,მაგრამ კვარა ამასაც გადაიტანს და ბევრს იშრომებს ბოლობოლო ნაპოლის ბაზაზე ცხოვრობს.

• ლადო

ახლა რაც ამ ბიჭს სჭირდება, არის სიწყნარე და კონცენტრაცია. მის ადგილზე მე ყოველგვარ საინფორმაციო წყაროს გავაუქმებდი დროებით. აბა როგორია გაუძლო წნეხს, როცა ყოველდღე კვარადონას და ხვიჩიანო კრონალდოს გიძახიან. შეიძლება მარადონა და რონალდო ვერ გახდეს, მაგრამ ტოპ კლასის ფეხბურთელი იყოს. ზედმეტი აურზაურით კო მგონია ამის შანსს ვუმცირებთ

• არტ

ხვიჩა დიდი საფეხბურთო ტალანტის პატრონია. სტატიის ავტორიც ამას აღნიშნავს სწორედ. ამასთან, სწორად სვამს კითხვას - აკიაფთება თუ არა ეს ვარსკვლავი. რა არის საჭირო რომ ეს ნიჭი რეალურ საფეხბურთო უმაღლეს კლასად იქცეს? უპირველეს ყოვლისა თვითონ ხვიჩა უნდა მიხვდეს, რომ ის არსენალი, რაც ამ წუთში აქვს არ არის საკმარისი და მუდმივად იმუშაოს საკუთარ თავზე - გასაუმჯობესებელია გახსნის უნარი, მაქსიმალურად მომგებიან მდგომარეობაში რომ მიიღოს ბურთი, რაც წარმატებული დრიბლინგისათვის უმნიშვნელოვანესია, გასაუმჯობესებელია თამაშის წაკითხვის უნარი - ზოგჯერ ოდნავ, სულ ოდნავ აგვიანებს გადაწყვეტილების მიღებას, უნდა იცოდეს რომ მოწინააღმდეგის მცველები სწავლობენ მის ყველა მოძრაობას და მუდმივად უნდა დაამუშავოს სიახლეები, რაც გუშინ ჭრიდა ხვალ ვეღარ გაჭრის და ამის გამო გული კი არ უნდა გაუტყდეს, პირიქით , შრომას უნდა მოუმატოს. დარწმუნებული ვარ ამას მოახერხებს. და კიდევ, ნუ ვქმნით ისტერიულ გარემოს ამ ბიჭის გარშემო - სანამ საჭირო კლასს აკრეფს, ჩავარდნები ექნება და აღმაფრენებიც ხოდა მშვიდად მივიღოთ ერთიცა და მეორეც და ვაცადოთ ამ ბიჭს განვითარება! დიდი მომავალი აქვს და ხელს ნუ ვუშლით ზედმეტი ცაში შეყვანით და მერე მიწაზე დანარცხებით!

• გიორგი777

ძალიან სასიამოვნო სიტყვებია,ძალიან გავიხარებდი რეალობაში რომ მოხვდეს, ბევრ გულშემატკივართან ერთად.

წაკითხულიდან აზრი მაგრად გამოიტანეთ. ყოჩაღ!

• ნანი

მართლა სულმოუთქმელად ჩავიკითხე ბოლომდე.სულს რომ დაგვიამებს,ჩვენი კვარას ფანებს,აი ისეთი სტატიაა.ყოჩაღ ავტორს!! ხშირად დაწერე ასე ლამაზი ტექსტები,გაიხარეეეე!!

• alexandre

შენ პირს შაქარი

• ქ. გ.

ლაციოსთან სასტარტოში იქნება. გაიტანს 2 გოლს და მეორე ნახევარში შეცვლიან, რომ ლივერპულთან თამაშის წინ დაისვენოს.

• დავით

აშკარაა რო ჯერჯერობით ადაპტაციას გადის, სრულიად განსხვავებულ ჩემპიონატში აღმოჩნდა და ცოტა დრო დასჭირდება, რაც ძალიან ჩვეულებრივი მომენტია. ვფიქრობ, ჩემპიონატის მეორე წრეში ზუსტად ისეთს ვნახავთ, როგორსაც ყოველთვის ვხედავდით, როგორც ნაკრებში, ისე საკლუბო დონეზე! საერთოდ არ მინდა ხოლმე რო ნაპოლის თამაში დამთავრდეს როცა ხვიჩაა მოედანზე და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია!

• !!-s

რა გინდა ხვიჩასგან?ან კარგი დაწერე ან საერთოდ შეეშვი წერას

• Skeleton

ემოჯიების ღილაკები რომ ჰქონდეს ამ სტატიას, ქართველები ალბათ დააჰაჰავებდნენ. გუშინ კალათბურთში წაგებას აჰაჰავებდა ბევრი, უხაროდათ ალბათ. რა შრომა ჩადეს ბიჭებმა და წაგება უხაროდა ბევრ ქართველ მაყურებელს. ასე არიან ხვიჩაზეც, ყველა წაუმატებელი მატჩი უხარიათ, წარმატებულზე კი ამბობენ, რა ტვინი წაიღეთ ამ კვარაცხელიათიო. არვიცი ამას რა დავარქვა. ალბათ ის, რომ ერში ბევრი დაუსაქმებელი, ღარიბი ადამიანია, ვინც სხვის შრომას არაფრად აგდებს და სხვის წარუმატებლობაზე გული ბედნიერებით ევსება, საკუთარი უბედურება რომ გადაფაროს. საერთოდ არაა ეგ ხალხი გასალანძღი, პირიქით დასახმარებელია. არარსებობს შემდგარი, განათლებული და დასაქმებული ადამიანი ასეთი იყოს, სხვისი წარუმატებლობა უხაროდეს და ასე ელოდეს. არცერთმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ამ ხალხისთვის. ყველა ზეპირად ვისვრით ფრაზებს, რომ ხალხი ბოღმიანია და ასე შემდეგ მაგრამ რეალობა სხვაა. ხვიჩას გოლებზე, რომ ამბავი იყო ატეხილი, ერთი კომენტარი შემხვდა და სულ მემახსოვრება ის კომენტარი: " რა გიხარიათ, მაცივრები გამოგევსოთ თუ აღარ გშიათ რადგან მაგან გოლი გაიტანაო". ანუუუ?? ცხელ გულზე გინდა მივარდე და წაეჩხუბო მაგრამ თუ ნორმალურად აზროვნებ უბრალოდ ტირილი მოგინდება და ასეთ ადამიანებზე დახმარება :(( თუ ქვეყანაში სიღატაკე იქნება, უმრავლესობა ყოველთვის ყველაზე დაბალ ინსტიქტებს დააყენებს პირველ პლანზე და იმას ვეღარც სპორტით დააინტერესებ და ვეღარც ხელოვნებით. ის ყოველთვის მოძებნის მიზეზს, რაზეც სიძულვილს ამოანთხევს და ამით ცოტათი მაინც შეიმსუბუქებს თავის გაძაღლებულ ცხოვრებას. როცა ამდენ უარყოფით კომენტარს ვხედავ იმ სპორტსმენების მიმართ, ვისაც არ დაუმსახურებია, კარგის მეტი არაფერი უკეთებია და მაინც ლანძღავენ, ვხვდები რა კატეგორიის ადამიანები ილანძღებიან და ასეთები ბევრნი რომ არიან გული მტკივა...

• მერაბი

ძალიან კარგი სტატიაა, ძალიან, მადლობა ავტორს

ძალიან კარგი სტატიაა. ქართველი ვითომ ფანებისგან განსხვავებით ერთი უგოლო თამაშით არ აფასებენ ფეხბურთელს. საინტერესოა ლოზანოს რომ ის პასი გამოეყენებინა ეგრევე ქება-დიდებაში გადახვიდოდით. ან ლეჩესთან რომ ოსიმენს ხელი არ შეეშალა გოლის გატანაში და კვარას ის გოლი გაეტანა. თქვენ ხომ მხოლოდ გოლი გგონიათ ფეხბურთი. ტეხავს ასე. უცხოური პრესა მაინც იკითხეთ, იქნებ გამოცდილებამ გასწავლოთ რით ფასდება ფეხბურთელი.

• ჯელა

ლიონია სლუცკი,ვასია უტკინი და სიომინი მინდა რუსეთის სათავეში.3 წესიერი ადამიანი ღრუსეთის იმპერიაში

Record: ქოჩორაშვილი ბუნებით ლიდერია და ყველა გააკვირვა

მოუკრეფავში გადავიდნენ - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა

კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია

კირილე თვაური ერევანში ლატვიასა და ხორვატიის ფინალურ მატჩს მოემსახურება

მამარდაშვილის "ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - ეკიტიკე კარიერას "ენფილდზე" განაგრძობს

"აიაქსს" ახალი ფორვარდი ეყოლება - კლუბმა გლუხთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია

შეთანხმება მიღწეულია - მარკუს რაშფორდი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს

გადაიხდიან ამხელა თანხას? - მამარდაშვილის "ლივერპულს" ისაკის შესაძენად სატრანსფერო ფასი დაუსახელეს

ქოჩორაშვილი შეიძლება "სპორტინგის" ლიდერი გახდეს - იულმანს "იუვენტუსში" გადასვლა სურს

[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა

Arménie Football: სპერციანსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ  ის კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს

ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები

ისაკი გამოირიცხა - "ლივერპულმა" ეკიტიკესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

დიდი ხნის განმავლობაში "დორტმუნდში" გადასვლის წინააღმდეგი ვიყავი" - ჯობ ბელინგემი

კლუბები შეთანხმდნენ - "იუნაიტედი" "ბრენტფორდის" შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს

"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა

ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა

"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"

დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს

[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის

"ნაპოლიში" სწორედ ამიტომ გადმოვედი" - დე ბრუინმა ჟურნალისტებთან თავის არჩევანზე ისაუბრა

სამი წამსვლელი და ყველა ისევ იტალიაში - "ნაპოლიში" წმენდა დაიწყო

"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა

კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია

მოუკრეფავში გადავიდნენ - იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა

"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა

[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და "გალათასარაი" გამოისყიდის

"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"

"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა

Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა